აკორდები Am, E - გიტარის გაკვეთილი # 3

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 дек 2024

Комментарии • 42

  • @tamarmaass5242
    @tamarmaass5242 3 года назад +6

    ❤😘🥰🤗

  • @Fukuecg
    @Fukuecg 8 месяцев назад +2

    გამარჯობა გთხოვთ მაესტროს სიმღერა დამსინა როა ის ახსენით მადლობა წინასწარ❤

  • @cqvitoo24
    @cqvitoo24 3 года назад +4

    👏👏👏🎸🎸🎸

  • @Keti-r7e
    @Keti-r7e 11 месяцев назад +1

    გამარჯობათ ვარ პიანისტი. ვერ ავითვისე გიტარა.რატომ?

    • @temosgitara
      @temosgitara  11 месяцев назад

      გამაჯობათ, თქვენ როგორც პიანისტს ბევრად გაგიადვილდებათ ათვისება, ვიდრე მას, ვინც სრულიად დამწყებია მუსიკის სფეროში. მთავარია ნებისყოფა და ყოველდღიური მეცადინეობა, გინდაც მხოლოდ 20 წუთი. პიანისტებს შედარებით ნაზი თითები გაქვთ და საუკეთესო არჩევანი კლასიკური გიტარაა დამწყებთათვის, სასურველია დაბალი დაძაბულობის სიმებით (Low/Light Tension).

  • @akatsintsadze6647
    @akatsintsadze6647 8 месяцев назад +1

    დღეს პირველად მოვსინჯე გიტარა და რა რთული ყოფილა ე:დ მეთქი ორ კვირაში დესპერადოს დავუკრავ თქო

    • @temosgitara
      @temosgitara  8 месяцев назад +1

      თავიდან ყველაფერი რთულია, თუმცა დროის განმავლობაში შეეჩვევი და ყველაფერი გამოგივა

  • @tekla9995
    @tekla9995 10 месяцев назад +1

    ვაიმე ერთ კომზე ვიხალისე.ქურდი კაცის ბედის სიმღერას მასწავლეო რომ გთხოვდა 😅❤

  • @გიორგიქავთარაძე-შ1ყ

    კლასიკური გიტარაა ?

    • @temosgitara
      @temosgitara  3 года назад +6

      გამარჯობა გიორგი. კი ეს ესპანური ხელთნაკეთი კუენკას ფირმის კლასიკური გიტარაა, რომელზედაც ყიდვისთანავე დავაკრობინე გოლპეადორი (დარტყმებისაგან დამცავი პლასტიკატი).
      მეორე ღია ფერის მოდელი კი ტრადიციული ფლამენკოს ინსტრუმენტია კვიპაროსის ხისაგან.

  • @MariMari-tj4by
    @MariMari-tj4by 3 года назад +5

    🍃👏🍃👏🍃🕊🍃

  • @LiziTielidze
    @LiziTielidze Год назад +1

    გამარჯობა, მარჯვენა ხელის სავარჯიშოზე პრობლემა არ მაქვს, აკორდების აღებისას თითები მტკივა ძალიან და საკმარისი ძალით ვერ ვაწვები სტრუნას, უბრალოდ ამდენად მტკივნეულია ჩემთვის, გიტარა აკუსტიკურია და მეტალის სიმები აქვს, ხომ ვერ მეტყვით რა ვქნა

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад

      გამარჯობათ ლიზი, მეტალის სიმები დამწყებთათვის საკმაოდ დიდ ბარიერს წარმოადგენს და შეჩვევის პროცესს ხშირად ძალიან აჯანჯლებს, ამიტომაც გირჩევთ სასწრაფოდ შეეშვათ და ხელი რამოდენიმე ხნით დაასვენოთ, რათა ანთებითი პროცესი არ გამოიწვიოთ. ჩემი რჩევაა, რომ კლასიკური გიტარა შეიძინოთ ან გადაცვალოთ, რაც ბევრად გაგიადვილებთ მეცადინეობის პროცესს. ტკივილებიც ნაკლები გექნებათ და შესაბამისად სიამოვნებასაც მეტს მიიღებთ დაკვრისას. თუმცა ტკივილები კლასიკურზეც გექნებათ რაღაც დოზით, მაგრამ არა იმდენად როგორც მეტალის სიმებიან აკუსტიკურზე. ტკივილებს ყველაზე სწრაფად აქრობს პარალელურად რაიმე სახის სპორტით დაკავება, კვირაში 2 ჯერ მაინც, მაგალითად 40 წუთი სირბილი ან 1 საათი ცურვა ან სპორტ დარბაზი(ზომიერად). სპორტი და განსაკუთრებით სპორტის შემდეგ სწორი გაწელვები აბალანსებს სხეულის დაძაბულობებს თითებშიც კი, რაც რაღაც პერიოდის შემდეგ ტკივილს მაქსიმალურად ამცირებს. თუ მაღალი არ ხართ, შეგიძლიათ შეიძინოთ გიტარა 7/8 ზომის, რომელიც ოდნავ პატარაა სტანდარტულ 4/4 ზომაზე, რაც ხშირად კიდევ უფრო გვიადვილებს ბევრ რამეს, თუმცა ეს ინდივიდუალურია. მარცხენა ხელის თემა ძალიან ვრცელია, თუმცა შევეცადე მთავარ დეტალებს შევხებოდი და იმედია რამითმე დაგეხმარეთ.

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад

      დამავიწყდა ერთ ერთი მთავარი დეტალის ხსენება. როდესაც კლასიკურს შეიძენთ აუცილებლად დაბალი დაძაბულობის სიმები (Low Tension) დააგებინეთ, რომლებიც ძალიან რბილია და იდეალურია შეუჩვეველი თითის ბალიშებისათვის.
      სურვილის შემთხვევაში ამ ვიდეოს უყურეთ: ruclips.net/video/9aai9w-xPRo/видео.html

    • @LiziTielidze
      @LiziTielidze Год назад +1

      @@temosgitara ძალიან დიდი მადლობა, გავითვალისწინებ❣

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад

      @@LiziTielidze არაფრის❤

  • @alex9090
    @alex9090 2 года назад +1

    გამარჯობათ, შეგიძლიათ სიმღერა 'ნიკორა' და 'გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ' რომ აგვიხსნათ?

  • @nelichoxonelidze7321
    @nelichoxonelidze7321 9 месяцев назад +1

    პედაგოგის საოცარი ნიჭი გაქვთ.გადავწყვიტე შევისწავლო დაკვრა. დიდი მადლობა.

    • @temosgitara
      @temosgitara  9 месяцев назад +1

      არაფრის. აუცილებლად გამოგივათ.

  • @seshhhiko
    @seshhhiko Год назад

    თემოო ბოდიში რო გაწუხებ რაა. გიტარაზე წვრილი ხმა როგორ დავაყენოო

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад

      გამარჯობა მეგობარო, რას გულისხმობ წვრილი ხმის დაყენებაში? დაყენებით კლასიკურ ან ფლამენკოს გიტარაზე წვრილ ხმას ვერ დააყენებ, თუმცა გიტარის ხმა შეგიძლია წვრილად გააჟღერო და ეს ხერხდება, როდესაც ვუკრავთ გიტარის ხიდთან, ანუ თითქმის იქ სადაც სტრუნებია დაგებული და არა შუისაკენ. იმედია სწორად ჩავწვდი შენი შეკითხვის აზრს.

  • @vako1373
    @vako1373 11 месяцев назад +1

    სტრუნა არქვია სიმია ეგ 😄

  • @giorgi486
    @giorgi486 Год назад

    როდესაც აკორდს ვიღებ ხმა არ აქვს კარგი ანუ ვერ ვაწვები და როგორ მივაჩვიო ხელი?

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад +1

      გამარჯობა გიორგი. დაიწყე ჩემი პირველი ვიდეოდან და მიყევი ყველა დანარჩენს თანმიმდევრულად. დღეში 10 - 20 წუთზე მეტი არ იმეცადინო პირველი 1 თვე, მერე ნელ - ნელა მოუმატე და ეგ პრობლემა წესით უნდა გადაილახოს.
      როგორც სპორცმენს სჭირდება ფრთხილი და გრძელვადიანი შემზადება კონკრეტული ვარჯიშის შესრულებისათვის, ისევე სჭირდება მუსიკოსის თითის კუნთებს.
      მაგრამ არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი. როგორი გიტარა გაქვს? ასევე არც თუ ისე უმნიშვნელოა შენი სიმაღლე.
      რამსიმაღლე ხარ ?

    • @giorgi486
      @giorgi486 Год назад

      @@temosgitara ჩვეულებრივი კლასიკური სიმაღლე რავიცი 1.74

    • @giorgi486
      @giorgi486 Год назад

      @@temosgitara ფანდურს უკრავ და ალბადაგის ბრალია რომ მიჩვეული იქ ვარ

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад +1

      @@giorgi486 ესეიგი სიმაღლის პრობლემა გამოვრიცხეთ. ეს იმიტომ გკითხე, რომ გიტარების ზომა დგინდება ადამიანის სიმაღლის მიხედვით. 4/4 ზომის გიტარა გათვლილია ადამიანებზე, რომელთა სიმაღლეც აღემატება 160 სანტიმეტრს, მაგრამ ხშირად მაინც უჭირთ გიტარისტებს რომელთა სიმაღლეც 165, 170 სანტიმეტრია სტანდარტულ გიტარებზე დაკვრა, ამიტომაც ისინი ხშირად ირჩევენ 7/8 ზომის გიტარას, რაც ცოტათი მართლაც აადვილებს დაკვრას.

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад

      @@giorgi486 ბუნებრივია, ფანდურზე დაკვრას სრულიად სხვა მეთოდი ესაჭიროება, თუმცა მხოლოდ ეგ მაინც არ უნდა იყოს მიზეზი. მიზეზი სავრაუდოდ ხელის არასწორი პოზიციაა და პლიუს ამას შეუჩვევლობა, რაც ყველა დამწყებს თანახლავს.
      მოკლედ მე შენ გირჩევ უყურო ამ ვიდეო გაკვეთილს ruclips.net/video/9aai9w-xPRo/видео.html და გაითვალისწინო თითოეული დეტალი, და თუ ეს დეტალები ჩვევად გადაგექცევა, შესაბამისად დროის განმავლბაშ შენი პრობლემაც გადაიჭრება.

  • @ninoarchvadze3199
    @ninoarchvadze3199 2 года назад +1

    Струна___ სიმი❗️❗️❗️

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад +1

      ამაში კი გეთანხმებით, უბრალოდ მიჩვეული ვარ ასე, რადგან ჩემს ბავშვობაში, როდესაც დედას დავყავდი კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში, ყველა პედაგოგი ასე იხსენიებდა სიმს და შესაბამისად მოწაფეებს ჩვევად გადაგვექცა კონკრეტული რუსული სიტყვები, ისევე როგორ გაჟღენთლია ქართული ენა თურქულ - არაბული და სპარსული სიტყვებით. თუმცა ეს ჩემის აზრით გადამწყვეტი არ არის. მთავარი ის არის, რომ რასაც ვაკეთებ, სიყვარულით ვაკეთებ და მსმენელი აუცილებლად მიხვდება, ჩემს გულისხმიერებას.

  • @zuragamkrelidze1295
    @zuragamkrelidze1295 3 года назад +1

    აუ ან მოკლე თითები მაქვს ან კიდე აკორდებს ვერ ვიღებ უბრალოდ ნორმალურად :( რა ვუშველო :D

    • @temosgitara
      @temosgitara  3 года назад +2

      გამარჯობა ზურა. თითების სიგრძე გადამწყვეტი არ არის, არამედ ხანგრძლივი მეცადინეობა. ბევრი და სწორი მეცადინეობის შემდეგ თითებს ელასტიურობა ემატებათ და ავტომატურად იწელებიან დაკვრის დროს, აქედან გამომდინარე მოკლე თითებითაც შესაძლებელია თითქმის ყველაფრის დაკვრა, ასე რომ არ დანებდე, მაგრამ არც ხელი გადაღალო. მთავარია რეგულარულად დაკავდე ინსტრუმენტით და ნებისყოფა არ დაკარგო, დანარჩენს დრო და შრომა მოიტანს.
      ეცადე ხშირად გამოიყენო კაპო, რადგან ზედა ლადები ბევრად ვიწროა და შესაბამისად აკორდებიც ადვილად ასაღები ხდება.

    • @zuragamkrelidze1295
      @zuragamkrelidze1295 3 года назад +1

      მარცხენა ხელით სიმებს ლადებს შორის რა სიმძლავრით უნდა დავაწვე? მთელი ძალით ვაწვები და სწორია ასე? თუ მსუბუქი თითის დადებაც ყოფნის?

    • @temosgitara
      @temosgitara  3 года назад +3

      @@zuragamkrelidze1295 უნდა დააწვე მხოლოდ იმდენად ძლიერად, რამდენადაც საჭიროა სტრუნის გასაჟღერებლად(ანუ რა სიმძლავრის წინააღმდეგობასაც გიწევს თავად სტრუნა). როგორც კი სტრუნა უკვე წკრიალით გაჟღერდება, იქვე უნდა შეაჩერო დაწოლის სიმძლავრის განვითარება, ანუ თავად უნდა მიხვდე თითში გრძნობით, თუ რამდენი ძალა გჭირდება, სტრუნის ლადში მისაწევად.
      რაც შეეხება მთელი ძალით დაწოლას, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო, რათა კუნთები ან თითის ძარღვი არ დაიჭიმო და ანთებითი პროცესი არ გამოიწვიო.

    • @zuragamkrelidze1295
      @zuragamkrelidze1295 3 года назад

      @@temosgitara აუ ბარემ ერთი კითხვა . დღეს გიტარისტების ჯგუფში მქონდა საუბარი რაღაც თემაზე და როგორც მითხრეს კლასიკური გიტარით უნდა დაიწყო სწავლაო . მე მაქვს აკუსტიკური გიტარა და ეს ხომ არ არის მიზეზი რატომაც მიჭირს ვარჯიში ჩემს გიტარაზე? კლასიკურში გადავცვალო თუ გავაგრძელო ამ გიტარით?

    • @temosgitara
      @temosgitara  3 года назад +2

      @@zuragamkrelidze1295 გამარჯობა ზურა. კლასიკურ გიტარაზე თითქმის ყველა ჟანრის დაკვრა შეიძლება, აქედან გამომდინარე მისით დაწყება საუკეთესო ვარიანტია. ვისაც რათქმაუნდა ბასგიტარისტობა სურს, მან ბუნებრივია ბასგიტარით უნდა დაიწყოს. კი, გირჩევ აუცილებლად გადაცვალო ან შეიძინო კარგი ინსტრუმენტი, რათა უფრო გაგიადვილდეს სწავლითი პროცესი.

  • @ninoarchvadze3199
    @ninoarchvadze3199 2 года назад

    Ля არა
    ლა❗️❗️❗️

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад +1

      ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ რომ ნოტი ლა რუსულ გამოთქმას უკავშირდება. სანოტო სისტემის ამ ფორმას საფუძველი ჩაუყარა იტალიელმა ბერმა, მუსიკოსმა და თეორეტიკოსმა გვიდო არეცომ, მეათე საუკუნეში და "ლ" ასოს გამოთქმაც შესაბამისად რბილია, მაშასადამე იტალიური ენის შესაფერისი.
      ასე რომ, რაც დაზუსტებით არ იცით, მას ძახილის ნიშნებით ნუ დაწერთ.

  • @ninoarchvadze3199
    @ninoarchvadze3199 2 года назад

    "Лад" ___ არა!
    ტონი❗️❗️❗️
    ის მაინც არ იცით:
    "ჩონგური საქართველია
    სიმები ჩვენ ვართ ყველანი...."

    • @temosgitara
      @temosgitara  Год назад +1

      ცდებით.

    • @nelichoxonelidze7321
      @nelichoxonelidze7321 9 месяцев назад +2

      ჩვენ ვართ ყველანი" კი არა -ყველაო! ანუ არც თქვენ გცოდნიათ აკაკის ლექსი. რაც შეეხება ლადს და სტრუნას- ესენი გიტარისტის ტერმინებია და თარგმნას არ საჭიროებს.