Jetour T2-ის გაწურვა... Deffender ჭკვიანებისთვის?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 25 ноя 2024

Комментарии • 336

  • @eothawne7833
    @eothawne7833 3 месяца назад +49

    37-წუთიანი რეკლამა ❤
    სასწაულია, cupholder-ი საბარგულში. საინტერესოა, როგორ უნდა ასერვისო ეგ ნოუ-ნეიმ ავტომობილები რამდენიმე წელიწადში.
    ლენდ როვერი არის ბრენდი დიდი ისტორიით. Defender არის კიდევ სრულფასოვანი off-roader-ი. და ამას რომ შეიძენ 33 ათასად, მაინც გყავს Jetour - ქალაქის კროსოვერი ჩინეთიდან - ყველაზე უაზრო საავტომობილო კლასი. რა ლოგიკით ვადარებთ დეფს, საინტერესოა. მხოლოდ იმიტომ, რომ დიზაინერს უნდოდა, რომ არამოყვარულმა თქვას 15 მეტრიდან “უი ეგ ის არაა, ლენდ როვერის ჯიპი რომაა?”
    Off-road. სადაც ეს ვერ ავიდა, მანდ ავა 15 წლის RAV4 6,000-დოლარიანი.
    ველოდებით AMG-ის გაცვლას ჯიტურზე, რადგან ასეთი სასურველი დეილია)).

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +6

      Haters gonna hate 🤷‍♂️

    • @eothawne7833
      @eothawne7833 3 месяца назад

      @@NikasAutoblogtru

    • @Shubaniinheart
      @Shubaniinheart 3 месяца назад

      ეს ბარკალაიას მუტელი ტო.
      რო გეკითხა ჩემ არხზე რეკლამას ვერ ნახავთო და ეხლა 2 კაპიკის გულიზა მძღრენს ოქროდ "ასაღებს " .
      უპრინციპო კაცი

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +4

      სად დაიკარგე ე ❤️ იცი როგორ მიხარია რომწ ერ ხოლმე? მაგრად მევასება შენნაირი ბოღმა ხალხი გულზე რომ სკდება ❤️ ხშირად გამოჩნდი ხოლმე

    • @eothawne7833
      @eothawne7833 3 месяца назад +35

      @@NikasAutoblog კარგი, გიპასუხებ მეც. With all due respect, არაფერი პირადი, ნიკა. კრიტიკას თუ მიიღებ და განსხვავებულ აზრს, კარგი იქნება. თუ არა და, მაინც წარმატებებს გისურვებ! გულწრფელად!
      სულ არის ორი საავტომობილო არხი ქართულ იუთუბზე, რომელსაც ვუყურებ შიგადაშიგ. შენია ერთ-ერთი - იმის გამო, რომ იყო დრო და საინტერესო კონტენტს იღებდი ჩემთვისაც.
      თუ მხოლოდ “საღოლ რა მაგარია” კომენტარები გჭირდება, ban ღილაკი უნდა გქონდეს წესით. და კიდევ 1,000 ხერხი არასასურველი აუდიტორიის გასაცხრილად. არ მეწყინება, კონტენტის დეფიციტი არ არის იუთუბზე ჯერჯერობით.
      დიდი კადრით რომ ჭიქის ჩასადებს, b-pillar-ზე მგზავრის სახელურსა და საბარგულზე 2-ლარიან “კრუჩოკს” იღებ და ვაი რა მაგარიას ამბობ - იყიდეთ, თავის ფასში ძაან კაიაო, ფაქტობრივად დეფენდერი გყავთ ნახევარ ფასად, ჩემთვის რეკლამის შტაბეჭდილებას ტოვებს. უკანა სავარძლების გათბობაც ოცი წლის მანქანებსაც აქვთ 5,000-7,000-იან ბიუჯეტში. მაგ ოფციებით, რომელთა თვითღირებულაბაც დღეისთვის კაპიკებია, ცდილობენ “კონკურენცია” გაუწიონ ევროპულ ბრენდებს ჩინური შაომი პრო მაქს პოკოფონ მანქანებით.
      თუ Suzuki Jimny-ს (რომელიც კარგი მანქანაა მართლა) დააყენებ G-wagen-ის ვიზუალზე და იტყვი - აგერ გელიკი, ოღონდ 20K-დ, რატომ იხდი 200K-ს მერსედესში - ცოტა არასერიოზულია, ვფიქრობ. ამ დროს ჯიმნი გასაგები შენაძენია, თუ ამ კონტექსტით არ გაარეკლამებ. ჯიტურში რომ 30K-ს მისცემ, რავიცი აბა)).
      ამ დროს არაფერს ამბობ იმაზე, თუ რა ძრავით და კოლოფით მოდის ჩინური ინჟინრული აზრის ეს პროდუქტი. ღმერთმა იცის, სად, ვის მიერ არის აწყობილი და სერვისზე რას ვშვრებით. ამიტომ 33,000 დოლარის გასროლა თუ გვინდა მანქანაში, რომელიც კაცს არ უნახავს ჯერ და რომლისთვისაც მეორადი ბაზარი არ არსებობს - საინტერესო გადაწყვეტილებაა. მე Kia Sportage-ს ვურჩევდი ადამიანს, რომელიც მაინც და მაინც კომპაქტურ კროსოვერს ეძებს. მეტ-ნაკლებად გასაგები შენაძენია ამ ყველაზე უინტერესო კლასში, რომლის არსებობის ერთადერთი ლოგიკა არის “მანქანაში მაღლა ჯდომა სჯობს”. კია ფასით კონკურენტუნარიანია (თუ არ ვცდები, ოდნავ იაფიც) და იცი მაინც, რასთან გაქვს საქმე. სამ წელიწადში რაღაც თანხად გაყიდი. მეორადი ჯიტური ვის დასჭირდება 3 წელიწადში თუნდაც 15დ - კარგი შეკითხვაა.
      “ბოღმა ადამიანი” კიდევ შეურაცხმყოფელია. გულზე გავსკდი ჯიტურის რეკლამაში რომ არ გადამიღე. Facts.

  • @Uifdhgfbvgbccn
    @Uifdhgfbvgbccn 3 месяца назад +15

    კარგი მატერიალები😂 წავალ და სახლში წამოვწვები დივანზე, ისიც არ დადის გორებზე😂😂😂😂

  • @avtandilinozadze601
    @avtandilinozadze601 3 месяца назад +5

    ერთადერთი ჩინურ მანქანებში კარგი რაცაა ისაა რომ სხვა მანქანებს გააიეფებს და სხვებს ვიყიდით,😊

  • @paatabatadze2780
    @paatabatadze2780 3 месяца назад +11

    ვფიქრობ რომ ეს ჩინური სათამაშო ჯობია რუსებს დავუთმოთ და ჩვენთვის გემოვნებიანი მანქანები დავიტოვოთ

  • @Jotia23
    @Jotia23 3 месяца назад +1

    ძალიან ლამაზი მანქანაა და თუ გამძლეობაც კარგი ექნება მაშინ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სხვა ავტომობილებს. წარმატებები ოქრო კაცს ♥️

  • @tsulasstudio
    @tsulasstudio 3 месяца назад +3

    გარე და შიგნიდან, ვიზუალურად მომეწონა მაგ მანქანა დანარჩენი 0 😊 არადა მცირე უგზოობის დაძლევა და კოლოფის გადახურე რომ არ ქონდეს მშვენიერი იქნებოდა 😊

  • @murtazmoseshvili
    @murtazmoseshvili 3 месяца назад +2

    მე ძაან მომონს ეს ჯატურები❤ ნამდვილად ვიყიდი და სამოგზაუროდ წავიდოდ ყველგან

    • @giorg5522
      @giorg5522 3 месяца назад +1

      ხოდა სადაც წახვალ დარჩები მანდ 1-0

  • @sosomataradze7967
    @sosomataradze7967 Месяц назад

    რა აგრესია აქ ხალხს ჩონური ავტომობიოების მიმართ😂 არადა მალე დაიპყრობენ მსოფლიოს და ავტომწარკოებლებს იძულებულს გახდიან დააკლონ ფასები. მშვენიერია. ყოჩაღ ნიკა.

  • @შავლეგომიაძე
    @შავლეგომიაძე 3 месяца назад

    X-mode 2014 წლიდან სუბარუებზეა ფორესტერი, კროსტრეკი და აუთბექი. ძალია. მაგარი ფუნქციაა

  • @stig22222
    @stig22222 3 месяца назад

    მადლობა ნიკა!
    თუ იქნება ხელმისაწვდომი იქნებ სუზუკი ვიტარა გატესტო, ამ ბოლო პერიოდში მომრავლდა და საინტერესოა, თან ბიუჯეტურიც როგორც ვიცი

  • @roinberidze857
    @roinberidze857 3 месяца назад +3

    ჩინური ნაგავი. ვიდი მიცეს ყველაფერს. გამძლეობა. ნოლიი.

  • @lashakiknadze6514
    @lashakiknadze6514 3 месяца назад +4

    Tank 300 არის ძალიან მაგარი ჩინური მანქანა რომელიც უგზოობაში მაგრამ დადის და არ ჩამოუვარდება არაფრის
    ვრანგლერს და დეფენდერს გასვლაში
    რუსულ ოფროუდებზე
    TANK 300 მოდიან ტიპები და იგებენ შეჯიბრებებს

  • @iraklis9999
    @iraklis9999 3 месяца назад +5

    აი ეგ სადაც გყავდათ მანდ ნებისმიერი იაპონური კროსოვერი ავა ვარიატორით.საერთოდ არც შეიმჩნევენ, გადახურებაზე ზედმეტია ლაპარაკი.
    თბილისში ცენტრებში nissan xtrail 24000$დან იწყება და აუთლენდერი 30K$დან. ძაან უმეცარი უნდა იყო 33ში რომ ეს იყიდო ან უბრალოდ რუსი,რადგან იმათ სხვა ვარიანტი არ აქვთ და იქ ზემოთხსენებული აუთლენდერი და იქსტრეილი ორჯერ ძვირი ღირს ამ ჯეტურზე.ისიც დუბაიდან ან ჩინეთიდან შეყვანილები.
    რავი სხვა რაუნდა იფიქრო იდეაში "ოფფროუდ" კროსოვერზე რომლის ტვირთამწეობა 350კილოა 😂 იმდენივე რამდენიც პრიუსის 😂

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      ჰოდა არაა ოფროუდერი ეს. სუვუა რა, მაგ ბუსანს და აუთლენდერს კიდე სალონის ხარისხი და ოფციები ასეთი ვერ აქვს.
      სამაგიეროდ resale value ექნებათ უიეთესი. ამას რა ექნება არავინ იცის.

    • @iraklis9999
      @iraklis9999 3 месяца назад

      @@NikasAutoblog სალონის ხარისხშიც ვერ აჯობებს ეს ნამდვილად, ახალი აუთლენდერი ან იგივე ნისანები ძაან მაგრებია..სიდენიებიც ანტიგრავიტაციული აქვს ყველას და ოფციებიც უამრავი..
      ოფროუდ რეჟიმები კი იმათთან მუშაობს რეალურად))ისე ძველ აუთსაც ალკანტარა ჰქონდა..
      ფორესტერიც ამ კლასშია ისე))
      თუ დაინტერესდები შეიძლება იმათი გატესტვაც ნუ შესადარებლად მაინც..
      ანუ კონკურენცია იმდენად დიდია ამ კლასში რომ ეს კიარა თვითონ 25-30 წლის გამოცდილი მოდელები ვერ უძლებენ..
      ეს უკონკურენტო რუსეთშია მხოლოდ და იქ შეიძლება გაიყიდოს,თორემ აქ როგორ უნდა გაიყიდოს როცა მონსტრი იაპონელები ყავს იგივე ფასში კონკურენტად :დ
      მოკლედ ვიდეოსთვის მადლობა, დასკვნებს ყველა თავისთვის გააკეთებს 😁
      როგორც ყოველთვის კარგი და ინფორმატიული ვიდეო იყო ✊🙌

  • @shotamakharadze7953
    @shotamakharadze7953 3 месяца назад

    ძალიან გამისწორდა ქართველი ბიჭების სიმღერები რომ გამოიყენეთ❤respect❤

  • @paata777
    @paata777 3 месяца назад +16

    ძნელია ვინმემ მარტივად დაგიჯეროს სრულად ჩინურ მანქანაზე თქვა კარგიაო, რომელიც არავინ იცის 2-3 და 5 წლის მერე არათუ ეს მოდელი არამედ ბრენდი იარსებებს თუ არა. ბევრი მოწონება და გაზიარება ასეთ მიმოხილვას, რათა მეტი ინფორმაცია და სტატისტიკა მოგროვდეს ჩინურ მანქანებზე.

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      მაგიტომ ვუსვამ ხაზს ხშირად რომ 5 წლის მერე როგორი იქნება მარტო ღმერთმა იცის. ჯიგარი ხარ ❤️❤️❤️

    • @georgefenrirbitadze4757
      @georgefenrirbitadze4757 3 месяца назад +3

      ჩინეთში ვცხოვრობ ორი წელია, მინდა გითხრათ რომ ეს ბრენდი ჩინეთის მესამე ხარისხოვანი ბრენდია თუნცა უკვე უტოლდება ევროპულ და კორეულ მანქანებს, რაც შეეხება მთავარ ბრენდებს რომლებიც ჯერ საქართველოში რატომღაც არ შემოდის.... ხალხო გამოშტერდებით... ჩინელები მარსზე არიან გასულები, განსაკუთრებით BYD და NIO.... მომავალი ჩინეთისაა და ამაში მაშინ დარწმუნდებით როცა აქ ჩამოხვალთ, უვიზო მიმოსვლაა უკვე, შენ რომ ძნელად გეჯერება ეგ უფრო ალბათ გაუნათლებლობის ბრალია, გასაგებია რომ შიგ-ევროპელობით ტვინი გამოგირეცხეს მანდ უმრავლესობას მაგრამ მაინც

    • @zazamiqeladze9055
      @zazamiqeladze9055 3 месяца назад

      მე ვიცი ❤ ​@@georgefenrirbitadze4757

    • @liziXozrevanidze
      @liziXozrevanidze 3 месяца назад

      მართალია ეს კაცი კარგი მანქანა იქნება ეჭვიც არ მეპარება( ჯერჯერობით ) რადგან ახალად შემოვიდენ ბაზარზე ამიტომ ხალხს უნდა მიაწონონ თავიანთი პროდუქტი მარკეტინგის თემა მერე წლების მერე დაიწყებენ. გაპატენტებას ჩინური მარკეტინგია ეს😂

    • @Jott089
      @Jott089 3 месяца назад

      @@georgefenrirbitadze4757ის რომ ჩინურ ტექნოლოგიურ მიღწევებს არ ვიცნობთ გაუნათლებლობის არა ინფორმირებულობის ბრალია. აი თქვენ ინფორმირებულობას და განათლებას რომ ურევთ ეგ რისი ბრალია ძნელი გამოსაცნობი არაა მგონია😊წარმატებები

  • @nikatsilosani
    @nikatsilosani 3 месяца назад +3

    Შეპარებული რეკლამების მეფეზხარ❤😂

  • @Erik-98
    @Erik-98 3 месяца назад +2

    სალამი ნიკა, შენი ერთგული მაყურებელი გიწერ კომენტარს. აუდიო სისტემის ხარისხი აღარ მოგვასმენინო უბრალოდ აზრი არ აქვს... ვერც შენი მიკროფონი ჩაიწერს ხმას ისე როგორც რეალურად არის და ვერც ჩვენი უმეტესობის დინამიკები მოგვაწვდის მაგ ხარისხს რაც რეალურად შენ გესმის. ❤

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      მადლობა დიდი 🙏

  • @Georgianarmwrestling-ux1cw
    @Georgianarmwrestling-ux1cw 3 месяца назад +1

    კარგი ტესტ დრაივია და მანქანაც კარგია. ჩემი აზრით მოცურება უნდა გაგეთიშათ რო აღმართზე არ გაჩერებულიყო. ჯიელესი მყავდა და ზუსტად იგივეს აკეთებდა. მერე გავიგე რო სადღაც რთულად შედიოდა რამდენიმე კნოპკის დაჭერით მენიუში და იქიდან ეთიშებოდა

  • @georgesharabidze
    @georgesharabidze 3 месяца назад +7

    32:32 კარგად დააკვირდი უკანა სტოპებს... მუხრუჭზე უდგას ფეხი და მანქანა მაინც მიდის! ვიღაცას ყავს წინიდან ჩაბმული და მიათრევს!
    ამის სოფტს გინდა აბდეითი გაუკეთე და გინდა ალყა შემოარტყი, ეს მანქანა ვერასდროს ვერ გახდება ყველგანმავალი!
    დანარჩენი რავიცი... არის რა...
    ზოგადად არასდროს არ ვცემდი ისეთ ავტომწარმოებებს პატივს, რომელიც სხვას პარავს დიზაინს და ვისურვებდი რომ ესეთ შემთხვევაში დიდი ჯარიმები დაუწესდეს ესეთ ავტომწარმოებლებს!
    წარმოიდგინეთ რამდენი ხანი იჯდნენ ლენდ როვერში სასტავი და რამდენი შრომა ჩადეს იმაში რომ დისქავერი შეექმნათ და ეს კუტუტლეკია ღამურაჭამიები ყველაფერს მზამზარეულზე მოაჯდნენ!
    სულ რომ 10 ათასი ღირდეს, ჯერ მარტო ამ პროჭული პლაგიატობის გამო არ ვიყიდი ამ მანქანას!
    ის ხუნ ხაი ხუი როა კიდე, თუ რაც ქვია, ასტონის DBX-ს რომ მოპარა მთელი უკანა მხარე, სადაც დავინახავ მინდა ჩაქუჩით დავამტვრიო ხოლმე უკანა ფარები და ცოტა გადავაკეთო..

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      აუ რა საინტერესო რაღაც თქვი, სლოუ მოში ვუყყრე ბევრჯერ და მართლა ეგრე ჩანს. მაგრამ მუხრუჭზე წინა საბურავმა უნდა მაოსწროს წესით და ფარები ხომ უფრო ადრე ინთება ვიდრე რეალურად დამუხრუჭებას იწყებს მანქანა.
      თან მანქანა რომ ებას წინიდან, წინ ვერ ჩაებმებოდა დავინახავით და გვერდზე თუ ჩაებმეოდა იქით წაათრევდა დაჭიმული ტროსი

    • @georgesharabidze
      @georgesharabidze 3 месяца назад +2

      @@NikasAutoblog არა ძმაო... აშკარად ეგრეა... მეც ბევრჯერ ვუყურე. სხვა მანქანის კადრიდან დამალვას კიდე არაფერი არ უნდა.... 10-15 მეტრიანი ტროსი და ეგაა ;) და რუსების გაკეთებულ ტესტდრაივებში თუ ჩინური მანქანა არ აქეს, დაიბარებს ეფესბე და აცრიან უკანალში 😁

  • @collinareferee6001
    @collinareferee6001 3 месяца назад +2

    ლამაზი სათამაშოა ბევრი ფუნქციით 😍

  • @iakobtogonidze7327
    @iakobtogonidze7327 3 месяца назад +2

    X mode სუბარუს მოგონილია ტეხავს ეგეთ აღმართზე როვერადის მინუსი უდიდესი

  • @GiorgiTchumburidze.
    @GiorgiTchumburidze. 3 месяца назад +3

    სად ერეკლე და სად დოდო
    სად ჯეტური და სად დიფენდერი
    ფასი კაი აქვს

  • @beqagoglidze1840
    @beqagoglidze1840 3 месяца назад

    უკანა სავარძლები გადადის 🙌🏻👏👏👏

  • @temuritelia6382
    @temuritelia6382 3 месяца назад +4

    Რეეებს ბაზრობ ნიკუშ რამე მოწიე?

  • @tornikedekanoidze4813
    @tornikedekanoidze4813 3 месяца назад +2

    ოპერატორი ძალიან რისკავს, ჩემი მტერი ენდოს ჩინურ ავტოს😂😂😂 ისე საინტერესო მანქანაა, ნეტავ მართლა როგორ გაუძლებს დროს. მე მხოლოდ კოლოფი არმომწონა, დანარჩენად იმაზე მედია ვიდრე უნდა ელოდე აშკარად

  • @lexofox1009
    @lexofox1009 3 месяца назад +1

    LiXiang L9 1.5 AT, 2024 ამას და L.7 აქებენ ჰიბრიდია,ფასი 80-100 ათასი დოლარი ღირს 2024 წლიანი

  • @3urai
    @3urai 3 месяца назад +22

    აი ამ მანქანის შეძენით ვინც დაინტერესებულია ან ფიქრობ რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ უნდა დაინტერესდეს იმათ რა ღირებულ ინფორმაციას სთავაზობ ამ კონკრეტული რეკლამით? "საეჭვო წარმომავლობის" ბრენდის ან ძრავი გვითხარი ან სიმძლავრე ან კოლოფი ან ღირებული რამე. მოგვყიდე რა :დ ტორპედო რო რბილია და სუბიექტური აზრით საჭე მოგწონს ეგრე რა გავიგოთ ხალხმა რომელია მაგათგან გადამწყვეტი ფაქტორი რომელითაც მანქანა გიყიდია შენ პირადად? მოკლედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დეტალები იმედია გამოგრჩა და არა განზრახ გამოტოვე. ასევე სოფტის და გამავლობის შესახებ გადაუმოწმებელ ინფოს ნუ გააჟღერებ ხალხი მართლა გისმენს და ტეხავს ესეც ვიღაცამ ისე იყიდოს როგორც ის cx5 და ამის გამავლობას არაფერმა უშველოს.

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +9

      ყვეპაფერზე ვილაპარალე, კოლოფზეც, ხარისხზეც, მართვაზეც, ვაფშებყველაფერზე. ძრავი მოვიტოვე შორთებისთვის და ტიკტოკებისთვის.
      და არავინ არაფრის მოყიდვას არ ცდილობს, ჩემი მიზანი მანქანაზე საუბარია, რა დამხვდა როცა მანქანასთან მქონდა შეხება.
      სოფტს რაც შეეხება ჩემი აზრი ვთქვი რა ახსნაც ამას მოვუძებნე და ეგეც აღვნიშნზე. და დანარჩენი ახლა ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დიდი ბიჭები და გოგოები ხართ და მშობელი არ ვარ არავისი მე მისმინოს გადაუმოწმებლად 😁
      ასე რომ თქვენი პასიურ აგრესიული არგუმებტები უსაფუძვლოა პატივცემულო

    • @SabiasGeloo
      @SabiasGeloo 3 месяца назад +1

      @@NikasAutoblog❤❤😂😂🎉🎉😢😢😮😮😅😅😊😊

    • @georgefenrirbitadze4757
      @georgefenrirbitadze4757 3 месяца назад +2

      ​​@@NikasAutoblog ესეთ იდიოტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ისიც არ იციან რომ ევროპული მანქანების ნახევარს ჩინეთი ამზადებს, და საერთოდ გაუნათლებლობის პიკია

    • @zazamiqeladze9055
      @zazamiqeladze9055 3 месяца назад +2

      ​@@NikasAutoblog ნიკუშ ეგ კატეგორიაა რომლებიც ახალ ტოიოტაში ორჯერ ძვირს რომ იხდიან ან ძველი ტოიოტას პროფილაკტიკიდან გამოყვანაზე ჩემი ჩინურით რომ მთხოვენ მიყვანას ძმაო 😅 არც ჩავთვალე რომ რაიმე ამეხსნა... რადგან ბევრმა არ იცის რომ არსებობს ახალი ფილტრები, აპორნები, მოუხსნელი საბრავები, არა ზეთსკლება ახალი ძრავები😂❤ და სხვა ყველა ახალ ჭანჭიკიან დეტალებიანი მანქანები😂 გაუშვი ნიკუშ პროფილაკტიკებში და ჩემგან კიდო გადაეცი რომ მთელი იაპონური გარკვეული წარმომავლობა, მთელი ტესლა და მთელი ევროპა მზადდება ჩინეთში... როომ ახალი ბუგატიც კი ბივაიდია ელ ძრავით უკვეე თქო, როგორც იმერელი მერაბ ღვინეფაძე იტყოდა თქვეჩემმათქო რააა😂 გეყოთ ეს ლაი ლაი კანფერენციები თქო რააა😂 გვიყვარხარ გემრიელო თავადიშვილო❤

    • @georgefenrirbitadze4757
      @georgefenrirbitadze4757 3 месяца назад

      ​​@@zazamiqeladze9055 ჩვენთან 30 წელი გავიდა და ნატოს და ევროკავშირის ძახილის მეტი არაფერი გაკეთებულა და ხალხს ვერ წარმოუდგენია რომ 30 წლის წინ ჩინეთი მსოფლიო რკონომიკების ათეულში არ შედიოდა და ეხლა მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა. და კიდე ეს მონა მანქურთები ვინმეს დასცინიან....

  • @tornikevashakmadze6380
    @tornikevashakmadze6380 3 месяца назад +3

    პირველი იდეა რაც მომივიდა არის ის რომ წავიდოდი სადმე ტყეში ან ზღვაზე გადახურული რომ აქვთ იქვე ათენებენ და ასე შემდეგ იქ გამომადგებოდა ჭიქის დამჭერები. მეგობრებთან ერთად წავიდოდი კიდევ

  • @beqamujiri.g5506
    @beqamujiri.g5506 3 месяца назад +1

    ეგეთი ე.წ ავტომატური რეჟიმი აქვს toyota LC 300 და იდეალურად მუშაობს( სხვა "მოუდებიც😊). LC 300 თუ გადაიღებ და ეგრე გატესტავ კარგი იქნება( სამწუხაროდ პირადად არ მაქვს თორე აუცილებლად მოგცემდი გადასაღებად)

  • @datoo3991
    @datoo3991 3 месяца назад +1

    როგორ ველოდი
    მადლობა❤❤❤

  • @00796498
    @00796498 3 месяца назад +4

    33:11 კი უეჭველი მეორე ცდაც გვინდა

  • @sabasabaa3452
    @sabasabaa3452 3 месяца назад +1

    წინა ვიდეოზე დაგიწერეთ ამ მანქანის განხილვასთან დაკავშირებით კომენტარი და მადლობა პირველ რიგში, რომ განხილვა შემოგვთავაზეთ, მანქანას, რაც შეეხება ვფიქრობ ამ საფასო კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესო SUV-ია და პრინციპში ამ ფასში ამაზე მეტს ვერც მოთხოვ მანქანას ასე მგონია❤ საინტერესო იყო და მადლობა კიდევ ერთხელ❤️✌️

  • @guramitabatadze5578
    @guramitabatadze5578 3 месяца назад +1

    სტუმართან ერთად ვიდეოს გადაღებამ გაასწორა, კარგი საყურებელი იყო თან ძალიან საინტერესო, წარმატებები 👍👍

  • @iliababalashvili8122
    @iliababalashvili8122 3 месяца назад

    ნიკუშ მადლობა განხილვისთვის. მყავს და ძალიან მაგარია 😊❤

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      უთხარი ხალხს მოხმარებაში როგორია

  • @sawpanula
    @sawpanula 3 месяца назад +1

    საბარგულში, ქვემოთ რომ ადილი აქვს, საბურავი ხომ გარედან აქვს და ეგ ადგილი არის ნარდის, ეს მანქანა არის barkalaia edition

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      არადა ბარკალაიას მანქანა არაა ეს 😁

  • @ლადიკო
    @ლადიკო 3 месяца назад +1

    სიღრმისეულად და ათასნაირი შედარებების მიხედვით,აუცილებლად დავამცირებთ ამ მანქანას,მააგრამ დღევანდელი მოცემულობით,ძალიან მესიმპათიურება....ამან,თუ დროსაც შესაბამისად გაუძლო,ეგ იქნება კარგი 👍

  • @BAIKAL-11
    @BAIKAL-11 3 месяца назад +1

    კარგი რეკლამა იყო😄, ჰონდას გამძლეობას, ბეემვეეს სპრტულობას, ალფა რომეოს სილამაზეს, ფერარის ელეგანტურობას, მერსედესი, აუდისს კომფორტს, ლექსუსის ხარისხს ვერაფერი ვერანაირი ჩინური პლასტმასი ვერ შეედრება ჩემზე უკეთ იცი რა დიდებული ბრენდების სახელები წერია ზემოთ, გთხოვ ნუ შეადარებ ჩინურ ტაშტს ამ ავტომობილებს❤

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      ახალი მერსედესიც ეგეგთი მაგარია, AMG რომელიც არაა. 😁

  • @mmmmk4839
    @mmmmk4839 3 месяца назад

    საინტერესო იქნება ასევე რამდენიმე ავტომობილის შედარება

  • @giorgi4581
    @giorgi4581 3 месяца назад +2

    დროს თუ გაუძლებს მართლაც საუკეთესო იქნება თავის ფასში და კონკურენტებში ❤ წამრატებები🙌🙌

  • @kakhasokurashvili6868
    @kakhasokurashvili6868 3 месяца назад +1

    ამ ვიდეოდან დასკვნა, გარედსნ ლამაზი შიგნიდან დიდი ნაგავი!!!!

  • @georgefenrirbitadze4757
    @georgefenrirbitadze4757 3 месяца назад +1

    BYD seal და BYD seagull -ის განხილვა იქნებოდა კარგი

  • @guroabesadze7197
    @guroabesadze7197 3 месяца назад

    საინტერესო იქნება თუ ახალ ფორესტერს გადაიღებ თან ბევრი დადის ქალაქში მაგ აღმართს კი უპრობლემოდ აივლის

  • @anrimekvevrishvili1011
    @anrimekvevrishvili1011 3 месяца назад +1

    ნიკა სუბარუ კროსტრეკი გატესტე მაგ გზებზე 2021 დან ზევით 2.5 ძრავიანი, თან სამართლიანი იქნება შედარება ისიც SUV არის , მაზდას და ჯეტურთან შედარებით ვნახოთ რა ვერდიქტი დაიწერება ✌️

  • @BBRWild
    @BBRWild 3 месяца назад +1

    რადგან ჩინეთზე მიდგა საქმე ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო იქნებოდა Tank 300 რა თქმა უნდა თუ არის ამის შესაძლებლობა

  • @saqartvelo8823
    @saqartvelo8823 2 месяца назад

    ქართველებს ყველაფერი საუკეთესო.ეს ვითომ მანქანა ისევ რუსებს და ჩინელებს ქონდეს მანდ😂😂😂

  • @jaiani
    @jaiani 2 месяца назад +1

    ნიკა Leopard 5 გადაიღი თუ იპოვი თბილისში, მგონი მოეწონება მაყურებელს..)

  • @etgdxvdgte
    @etgdxvdgte 3 месяца назад

    Nika's autoblog Tank 300 გაგვიტესტე გთხოვ ძალიან მომწონს❤❤❤

  • @IrakliJangulashvili-g9x
    @IrakliJangulashvili-g9x 3 месяца назад

    👍👍👍👍

  • @Mrdreest
    @Mrdreest 3 месяца назад

    იმენა გელა ხარ ბარკალაია 😀 ჩინური ნაგავი 😀

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      გელა ბარკალაიაც ხარ და მიშაც სააკაშვილიც 😁

  • @irakli_chkhenkeli
    @irakli_chkhenkeli 3 месяца назад +2

    დამიკავშირდი და თუ სურვილი გექნება დაგსვამ მანქანაში რომლიც უსადენო დატენვის დროს რომ ტელეფონი ხურდება მაგ ტეკეფონს რომ აგრილებს მასეთ მანქანას განახებ. ოღონდ იცოდე რეკლამა არ მინდა. Zeekr 001 და zeekr 007ებიც მყავს. L7იც მყავს.

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      Zeekr პრემიუმ ბრენდია, არ გამიკვირდება. გამიგია რომ მაგარი მანქანებია. რეკლამას არ ვაკეთებ, მე განვიხილავ...

    • @irakli_chkhenkeli
      @irakli_chkhenkeli 3 месяца назад +1

      @@NikasAutoblog რეკლამა იმიტომ ვახსენე რომ არ გეგონოს რეკლამას ვითხოვ მეთქი 🫶🏻❤️ წარმატებები შენს საქმეში, მე სიამოვნებით გიყურებ 🫡

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      @@irakli_chkhenkeli დიდი მადლობა, შენც წარმატებები

  • @kobaxoxobashvili2409
    @kobaxoxobashvili2409 3 месяца назад

    მოგესალმები. თუ შეიძლება mercedes a46 amg რომ გატესტო, და რომელი წლის არის უკეთესი. მადლობა და წარმატებები.

  • @amiko461
    @amiko461 3 месяца назад +4

    Def ლეგენდაა ეს კი ..... არც კი შეადაროს ვინმემ

  • @aleqsandre9563
    @aleqsandre9563 3 месяца назад +1

    კია ოპტიმას sx და sxlაქვს ეგ მოუდი 2019 წლიან.

  • @giorgikirvalidze3858
    @giorgikirvalidze3858 3 месяца назад +1

    ჯეიმს მეის განხილვა მახსოვს ევოუქის ქონდა ეგ აუტო თვითონ რომ ხვდება ქვიანია თუ თოვლიანი გზა ეგ კონკრეტული რაც მახსოვს მაგრამ მგონი ყველას აქ რავი

  • @iraklirazmadze5391
    @iraklirazmadze5391 3 месяца назад +1

    მშვენიერი მანქანაა და სიამოვნებით ვიყოლიებდი. წავიდა ის დრო ჩინური მანქანები მხოლოდ ირონიას რომ იწვევდნენ.

  • @sabasabaa3452
    @sabasabaa3452 3 месяца назад +1

    და აქვე ბარემ Xiaomi SU7-ის განხილვასაც თუ შემოგვთავაზებთ ძაან გამიხარდება, evotek-ს ყავს შემოყვანილი პირველად საქართველოში თუ არ ვცდები ❤️✌️

  • @lukia2176
    @lukia2176 2 месяца назад

    2021ian grand cheroks yvelaperiak titqmis rac tqvi da ugzoobashic bevrad magaria

  • @ninjabb4
    @ninjabb4 3 месяца назад +1

    ასეთი ციმციმის ხმებით და სხვა ხმოვანი სიგნალებით ვერ ვიმოძრავებ რაც არ უნდა კარგი ეძახო :)

  • @bakhvakalandadze9094
    @bakhvakalandadze9094 3 месяца назад +1

    ჩინეთი, ეკონომიკური მონსტრი..
    რომელიც წალეკავს ნებისმიერს, რომელსაც დიდი მოლოდინები აქვს..

  • @gita_7
    @gita_7 3 месяца назад +1

    რა თქმა უნდა დეფენდერს ავირჩევ, მაგრამ ფასიდან გამომდინარე ესე ძაან კაი ჩანს 💥

  • @Uifdhgfbvgbccn
    @Uifdhgfbvgbccn 3 месяца назад

    Land rover ❤

  • @ZexX853
    @ZexX853 3 месяца назад +2

    კაი რეკლამა იყო, ნაღდად ხარისხიანი ყოჩაღ ნიკა❤ პს. რეკლამა არ ნიშნავს არაობიექტურობას ვინც არ იცის

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      კი ბატონო არ ნიშნავს და მადლობა. მაგრამ იდეაში რეკლამა რომ ყოფილიყო არავინ მალაპარაკებდა იმას რაც ვილაპარაკე 😁

    • @ZexX853
      @ZexX853 3 месяца назад +1

      @@NikasAutoblog ხოდა მაგიტო იყო ხარისხიანი, ანუ კი არ გაუკეთე შეგნებულად, გამოგივიდა. მე პირადად იმათ ადგილას მაყუთს გადავიხდიდი

  • @japara1987
    @japara1987 3 месяца назад +1

    კაი ტიპი ჩანს, თავისი ფასიდან გამომდინარე რა თქმა უნდა :) თუმცაღა მთლად მასეთი უიმედოც არაა, ოფროუდში დიდი მნიშვნეობა აქვს საბურავს, ქალაქის საბურავით ოფროუდზე ნებისმიერი მანქანა გაიჭედება ( ნუ მინიმუმ გაუჭირდება) და ჩინურ მანქანას მეტს ვერ მოთხოვ :)

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      ხო მარა ეს რასაც შვებოდა მაგას საბურავი ვერ უშველის. ისე მართალი ხარ

    • @japara1987
      @japara1987 3 месяца назад

      @@NikasAutoblog კი, კი რათქმაუნდა პროგრამულმა ბაგმა თავისი ქნა, ორ დაბუქსავებაში კოლოფს არ უნდა თიშავდეს :D 5 წელიწადში როგორ იქნება საკითხავია თუმცა მთლიანობაში კარგი მანქანაა

  • @futtball166
    @futtball166 3 месяца назад +3

    ოი ბედკრულო ავტოინდუსტრია საით მიექანები 😢 არ ვამბობ რომ ცუდია მაგრამ ზოგადად არანაირი თანამედროვე ავტოინდუსტრიის მიდგომა ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს 🫡

  • @iraklivardanidze801
    @iraklivardanidze801 3 месяца назад +3

    ამის შემდგეგ დეფენდერი რომ გატესტო? 🙏

  • @datopagava443
    @datopagava443 3 месяца назад +5

    რა ძრავია არ გითქვია გამძლეობაზწ არ გისაუბრია რამდენს წვავს არ გისაუბრია რანაირი ტესტ დრაივია ?

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад +1

      ძრავის შორთებში და ტიკტოკე ჩაიშლება. გამძლეობაზე ვთქვი მილიონჯერ რომ არ ვიცი როგორია, ახალი მანქანაა და სანამ 5 წელი არ გავა ვერ გაიგებ. წვაზე მართალი ხარ

    • @giorgitchigladze9492
      @giorgitchigladze9492 3 месяца назад +3

      @@NikasAutoblog არ გეკადრება ესეთი ვიდეობები

  • @giorgitsankashvili8304
    @giorgitsankashvili8304 3 месяца назад

    იაფი იმიტომაა რომ არარი უგზოობისთვისს😁 და აკლია რაღაც მთავარი ოფციები.რაღაც კაიაქ რომ მიგიტყუოს და რო მიგიტყუებს ჰოპ და აი მაშინ გენძრევაა😁😁ჩინურია რა . 👌 ევროპულთან იმიტო ვერ მივაა...

  • @alaznispireli7481
    @alaznispireli7481 3 месяца назад +1

    X მოუდი სუბარუებს აქვს და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეგ მანქანა ლეგოს მანქანას მაგონებს დიდ ზომებში და ნუ სერიოზულად ვერ აღვიქვამ, რაც არუნდა ხარისხიანი და კარგი მატერიალებით იყოს ნაკეთები როგორც სჩან ინჟინრებს შეეზარათ ეფიქრათ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის უფრო ეფექტურ დაწყვილებაზე, იმედგამაცრუებელია. მოსაწონია ასეთი მანქანების განხილვას რომ აკეთებ იმიტომ რომ ალბად მალე ბაზარს შეჭამს ჩინეთი ამასოფაში დახვეწენ ინჟინერიასაც თუმცა მარკეტინგსა და დიზაინში უფრო მეტ ფულს ხარჯავენ როგორც სჩანს. მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის

  • @OtariTalakhashvili-lw2rl
    @OtariTalakhashvili-lw2rl 3 месяца назад +2

    ნიკასთვის რო გეკითხა რეკლამები და ფული ეკიდა იუთუბი ჰობი იყი😂

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      ნიკას რომ კითხო ახლაც ეგრეა, მარა შენ პროსტა გამვლელი ტიპი ხარ რომელიც ამრტო იმიტომ ჩერდება, რომ რაღაც ცუდი თქვას.
      რეალურად გამომწერი რომ იყო გეცოდინებოდა რომ NFS-ის პროექტი რომ დავგეგმე მაშინ შევცვალე ეგ პოლიტიკა.
      ასე რომ გაჩუმდი და უყურე ვიდეოს თუ გინდა, თუ არ გინდა აიდა აქედან, იმიტომ რომ უბრალოდ გამვლელებისგან აგდებული საუბარი კი არა კრიტიკაც არ მაინტერესებს

  • @denveridenveri2475
    @denveridenveri2475 3 месяца назад +1

    Ჩინელებს აქვთ ძაან კარგი ხარისხის პროდუქცია რაც შედარებით ძვირია და აქ საქართველოში და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად შედის დაბალი ხარისხის და დაბალ ფასიანი პროდუქცია და ამიტომაა რომ ხალხის ძირითად მასას აქვს ცუდი წარმოდგენა და X-mode-ს რაც შეეხება სუბარუს აქვს უკვე კაიხანია

  • @ramazkutateladze538
    @ramazkutateladze538 3 месяца назад

    Tank 300-ც გატესტე რაა..) მე მეგონა რომ ეს იყო ტანკ 300ის ძვირიანი ვერსია და თურმე..))) ჰეჰ))

  • @HAD3SS
    @HAD3SS 3 месяца назад

    Chinuri manqana chinuri telefonivit iqneba 1-2 weli kargad imushavebs da mere deda moetyvneba

  • @chachi888
    @chachi888 3 месяца назад

    მახსენდება ის დრო პირველი კია რო გაიჩიტა. ჩინური ბრენდები უფრო მალე გაივლიან ამ გზას. Ev მანქანებში ვერავინ ვეგარ დაეწევა.

  • @giagia7658
    @giagia7658 3 месяца назад

    აქ გამავლობაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ საშინლად უხარისხოებია ტექნიკურად ჩინური ავტომობილები, 10-15.000 კმ ზე უკვე პრობლემები აქვს ძრავს, კოლოფს და ა.შ. ასე სწრაფად კარგი, საიმედო მანქანების აწყობა არ ხდება, ისტორიაა და გამოცდილება მთავარი. გაიაროს ამ მანქანამ 50-70.000 კმ და მერე გაიტესტოს, თუ ივლის საერთოდ საინტერესოა.

  • @Fatbuds
    @Fatbuds 3 месяца назад +1

    Veraferi aachriale xo? 😂😂😂
    Ra ejikava )))))

  • @shibzika-nc8ft
    @shibzika-nc8ft 3 месяца назад

    ნიკააა ♥️♥️ სხვის მანქანებში ნუ ანძრევ ♥️♥️♥️♥️♥️

  • @ვახტანგკანდელაკი

    იქს მოუდს რაც შეეხება სუბარუ ფორესტერი,აუთბექი და კროსტრეკებში დევს ისე ვისურვებდი FORESTER WILLDIRNES გატესტვას ორმაგი იქსმოუდი აქვს

  • @zazaxaratishvili5168
    @zazaxaratishvili5168 3 месяца назад +5

    სელერის ბაზარი😅😢

  • @tgvcfr120
    @tgvcfr120 3 месяца назад +2

    ნიკა Audi q7 გატესტე 2016+

  • @AlexanderPataridze
    @AlexanderPataridze 3 месяца назад

    მორიგი დაბოლება ფასზე. ჩინეთში ღირს 25,000$ ჩვენთან 35,000.

  • @FCB19873
    @FCB19873 3 месяца назад

    კაი ტაბლეტია, დანარჩენზე კომენტარი არ მაქვს :))

  • @ladobegashvili7299
    @ladobegashvili7299 3 месяца назад +1

    არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ეს არის დასკვნა 😂😂😂

  • @shavlego17
    @shavlego17 3 месяца назад +1

    ნიკა, არ ვიცი სოფთი რამდენად უშველის, მაგრამ მაინც სამწუხაროა ასეთი კოლოფი. მეტს მოველოდი ნამდვილად, ალბათ უფრო ვიზუალიდან გამომდინარე. მე რასაც ვუკვირდები, ეს თანამედროვეობის პრობლემაა, ზედმეტი მოფრთხილების გამო, სისტემა ბევრ რამეს გიბლოკავს. ეგრე ქნეს სამწუხაროდ ახალ 3.6 სუბარუ აუთბექზე, რომლის ძველი ავტომატიკები სასწაულად დადიოდა, ჯანიც ჰქონდა და გამავლობა, ალბათ ბევრ კარგ ჯიპზე უკეთესი, თუმცა ახალ მოდელებში ვარიატორი დააყენეს. წვა კი შეამცირეს ცოტა, მაგრამ დიდ აღმართებზე გითიშავს გადაცემათა კოლოფს, რომ არ დაზიანდეს. საინტერესოა თუ გატესტავდი მსგავს დატვირთვებზე❤ ზოგადად სუბარუ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ფაქტობრივად საერთოდ არ ჩანს.

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      მართლა? ვიდეო არის სადმე? სუბარუ თუ იზამდა ეგეთ დებილობას არ მეგონა

    • @shavlego17
      @shavlego17 3 месяца назад

      @@NikasAutoblog ვიდეო არ მინახავს, ვისაც ორივე ჰყავდა და გატესტა კონკრეტულ აღმართზე, იმათ თქვეს, რომ ავტომატიკა ავიდა და ვარიატორი გაჩერდაო

  • @giorgitandilashvili9524
    @giorgitandilashvili9524 3 месяца назад +1

    Subaru outbacks ajobebs? An foresters

  • @datoabuladze3075
    @datoabuladze3075 3 месяца назад +1

    აუ ძმურად თუ არ დაგეზარება ford bronco რომ გადაიღო

  • @lobjika1383
    @lobjika1383 3 месяца назад +2

    მაინც როგორი დამთხვევაა ხო? ბელიაშვილზე რომ
    იდექი ქალბატონი და ბატონი რომ
    მოვიდნენ და რო გკითხეს ჯეტური სად ვიყიდოვო 😅😅😅 თან ჯეტურის ოფიციალური წარმომადგენელიც რომ
    ბელიაშვილზეა 😅

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      გინდა დავაგინოთ რომ მართლა ეგრე იყო? 😁

  • @mishkavanishvili7356
    @mishkavanishvili7356 3 месяца назад +1

    ნახე როგორც შენ აღნიშნე საოჯახო მანქანაა ანუ უბრალოდ მასეთ დარბროკელებზე არუნდა ტანჯო მაგრამ თუ ამით ვიღაც სადმე სოფელში მიდის სადაც მსუბუქი გზა იმას აუცილებლად დაძლევს ვიზუალი ძაან მომეწონა მაგ ფასში ვფიქრობ ძაან კაი ტიპია რა თან იმდენად უცხოა მასიურად ყვეალს არ ეყოლება გემოვნებიდან გამომდინარე ასერომ თვალში მოგხვდება რა უცხოა და ასწორებს

  • @Lasha_official_geo
    @Lasha_official_geo 3 месяца назад +1

    5 წელიწადში იგივე ავტომობილის დრაივი იქნება მაგარი 😂😂😂😂😂 რაც შეეხება დეფენდერს მილიარდად ჯობია.
    მაგრამ ვხედავ რომ ყველა გ კლას ბაძავს 😂😂😂

  • @tgvcfr120
    @tgvcfr120 3 месяца назад +5

    X mode მსგავის თავად რო წყვეტს აუდს აქვს ა6 ც7 როაქვს ოლროადს ვიცი

  • @gugakhetsuriani
    @gugakhetsuriani 3 месяца назад +6

    სამწუხაროდ მაგარი ყლეობა მგონია ჯეტური 😂

    • @georgefenrirbitadze4757
      @georgefenrirbitadze4757 3 месяца назад

      მაგარი ყლეობა თუ გინდა ამერიკული მანქანები ნახე გამოყლევდები 😊😊😊😊

  • @levan.1918
    @levan.1918 3 месяца назад +1

    ამ კლე ჩინელებს საკუთარი ტვინი არ უმუშავებთ სულ სხვებისგან რომ არ მოიპარონ დიზიანი და სხვა ყველაფერი??

  • @vakokapanadze5733
    @vakokapanadze5733 3 месяца назад +1

    შენი გადაღებული საოჯახო მანქანებიდან მარტო 4 runners ვაღიარებს რავქნა უკნიდან რო შეხედავ მამაკაცური კვერცხები მოჩანს :D
    ეს მანქანა არის ტრასის არ შემეწინააღმდეგოთ გული მიხდება ცუდად :D :D

  • @giorgikhvedelidze9940
    @giorgikhvedelidze9940 3 месяца назад +1

    5 წლის მერე კიდე უნდა გატესტო უკვე ნახმარი 😂😂

    • @NikasAutoblog
      @NikasAutoblog  3 месяца назад

      თუ დარჩა რამე... 😁

  • @hallucination1945
    @hallucination1945 3 месяца назад +1

    Iasnia defenderi

  • @davitgeorgia1202
    @davitgeorgia1202 3 месяца назад +1

    ✊🏻💖✊🏻💖🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @dr.klancha2187
    @dr.klancha2187 3 месяца назад

    Defenders ro shemidare magis mere imedi amicrua
    Zedmetad pawkua
    Mara narmalana sakaifoa

  • @datoshavdia3890
    @datoshavdia3890 3 месяца назад

    ისე წაიყვანე ვიდეო ან ცხენისძალა რამდენი აქვს ან რამდენ კილომეტრს გადის დატენვით თუ საერთოდ ელექტროა თუ
    შიდაწვა 😂😂😂😂 არადა პირველად ვერ მოვისმინე შენ ვიდეოში ეს
    ინფო))

  • @notagem2055
    @notagem2055 3 месяца назад

    ნიკა 2021 წლიანი სუბარუ ქროსთრექი მყავს.. იქს მოუდიც აქვს... დაღმართზე დაშვების ფუნქცია.. აუტოპულოტი გზას თვითონ მიყვება.. წინა მანქანა რომ დაიძვრება გიჩვენებს ... აი მაგ ლისის დიაგონალებზე კი მარტოვად ადის... ნუ თუ გინდა თავად გატესტე კაი ტიპია .. პირველ თაობასთან შედარებით მეორე თაობა 2.5 ძრავით. ფასსთან შეფარდებით რათქმაუნდა.

  • @MerabGobadze
    @MerabGobadze 3 месяца назад +1

    ჩვეულებრივ პირობებში რამდენად გამართლებულია გადაცემათა კოლოფი და თუ ხურდება ისე როგორც ოფროუდ რეჟიმში

  • @Uifdhgfbvgbccn
    @Uifdhgfbvgbccn 3 месяца назад +1

    ანუ მაგით რომ ბუნებაში მომინდეს წასვლა არ გამომადგება😂 აბა ქალაქში სასიარულოდ რა ჩემს ფეხებად მინდა მაგხელა ჯართი 😂