თაკო აბაშიძე - მთებმა გამახსენეს შენი იავნანა (Lyric)

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 20 июл 2016
  • ისე ტკბილად მღერი, თითქოს ცამდე ახვალ
    შენი სიმღერები, როგორ მომენატრა
    ამ გოლიათ მთებში, როგორ ჩაგრაგულან
    შენი სიმღერები, ჩემო თვალხატულა
    მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი
    სიზმრად მაინც მოდი, იცი როგორ გიცდი
    იცი როგორ მჯერა, ჩვენი შეხვედრების
    მთიდან მეძახიან, შენი სიმღერები
    მომენატრე ისე, არ მასვნეებს დარდი
    ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი
    ნახე როგორ მღერის, ამ სიმღერას ქარი
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი
    მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი
    სიზმრად მაინც მოდი იცი როგორ გიცდი
    იცი როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების
    მთიდან მეძახიან შენი სიმღერები
    მომენატრე ისე, არ მასვნეებს დარდი
    ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი
    ნახე როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი
    შენი ტკბილი ნანა, ქარმა მოიტანა
    მთებმა გამახსენა, შენი იავნანა
    თითქოს მეძახიან, შენი სიმღერები
    ნისლმაც შენი სახე, ცაზე მომიხატა
    მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი
    სიზმრად მაინც მოდი იცი როგორ გიცდი
    იცი როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების
    მთიდან მეძახიან შენი სიმღერები
    მომენატრე ისე, არ მასვნეებს დარდი
    ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი
    ნახე როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი
    მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი
    სიზმრად მაინც მოდი იცი როგორ გიცდი
    იცი როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების
    მთიდან მეძახიან ჩვენი სიმღერები
    მომენატრე ისე, არ მასვნეებს დარდი
    ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი
    ნახე როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი
    ნახე როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი
    შენი ტკბილი ნანა, ქარმა მომიტანა
    მთებმა გამახსენეს, შენი იავნანა
    ტექსტის და მუსიკის ავტორი: თაკო აბაშიძე
  • КиноКино

Комментарии • 189

  • @ekamaisuradze
    @ekamaisuradze 3 месяца назад +12

    მე როგორც მახსოვს თეონა ქუმსიაშვილს მიუძღვნა იმ ტრაგედიიის შემდეგ. საოცარი გოგო ხარ, თაკო აბაშიძე ❤

  • @user-nv7gn9vt5w
    @user-nv7gn9vt5w 2 месяца назад +7

    ასეთი ხმა შესრულება არ არსებობს...ტანში ჟრუანტელი გივის რამდენჯერაც არ უნდა უსმინო❤....ძალიან მაგარია

  • @qetiguga2061
    @qetiguga2061 3 месяца назад +7

    ულამაზესი შესრულებაა, ადამიანის სულს რომ შეეხება🥰 რომ ვუსმენ ჩვენს სამშობლოზე მეფიქრება 🙏🏻❤️🇬🇪

  • @junojuno3877
    @junojuno3877 4 года назад +20

    ისეთი ხმა გაქვს და ისე მღერი ტანში რო ჟრუანტელი დაგივლის❤ ბრავოო👏🙏👍👌❤❤

  • @user-wv8od1mb3n
    @user-wv8od1mb3n Месяц назад +1

    სულში ჩამწვდომი სიმღერაა, ცრემლებს ვერ ვაჩერებ. მადლობა თაკო❤
    თეონას და მისი პატარების სიკვდილი კარგად მახსოვს. ძალიან განვიცადე.

  • @giorgisimonia9419
    @giorgisimonia9419 2 месяца назад +3

    საღოლ რა ყველანაირად ძაან მაგარია ტექსტი მუსიკა ხმა შესრულება.. საუკეთესოა რა ❤❤❤ მთელი გულია❤

  • @ninolapachi55555
    @ninolapachi55555 3 года назад +15

    აი ეს არის სიყვარულით და გრძნობით შესრულება, უმაგრესია

  • @katerinaeka9588
    @katerinaeka9588 10 месяцев назад +6

    ..მომენატრეე ისე,არ მასვენებს ფიქრი:
    ..სიზმრად მაინც მოდი, იცი როგორ გელი..🥺🥺😔..❤..სასწაული ტექსტია..და საოცარი მუსიკა..საუკეთესო შესრულებით....გაიხარეთ..მადლობა თქვენ..ულევ წარმატებების გისურვებთ..💯💯👏👏❤❤..ბევრი ასეთი საუკეთესო მუსიკა შეგექმნათ👏👏💯💯❤❤❤❤❤❤😘😘😘😘😘

  • @victor4837
    @victor4837 Год назад +25

    არ მგონია, ამ სიმღერის ასე შესრულება მეორედ ვინმემ შეძლოს - ეს განუმეორებელი ჩანაწერია, მადლობა!

  • @araferiaraferi-hq8zr
    @araferiaraferi-hq8zr 3 месяца назад +5

    სასწაული შესრულებაა ალბათ თაკოსნაირად გულით ვერავინ იმღერებს

  • @NonaShamugia
    @NonaShamugia 2 месяца назад +3

    ვაიმე რა გულში ჩამწვდომიარა ტემბრი აქვს შენ გენაცვალე თაკო

  • @tamaritsulaia5831
    @tamaritsulaia5831 Год назад +5

    რამდენი სევდა და ტკივილია ამ სიმღერაში... 💔

  • @user-ip2zd1rn9h
    @user-ip2zd1rn9h 3 месяца назад +1

    თაკო მიყვარხარ ❤ ძალიან ლამაზად მღერი ❤❤❤ გული გამითბე ულამაზესია🙏🙏🙏💥💥💥💝❤️💖😥😥😥ყველაფერი ერთად სიყვარული სევდა, სითბო ,,, დედის იავნანას ასე ვერავინ იმღერებს სულის ტკივილია 😢😢😢

  • @vasilishatirishvili7081
    @vasilishatirishvili7081 8 месяцев назад +5

    თან ძალიან მომწონს ეს სიმღერა თან ძალიან ცუდად ვარ როცა ვუსმენ 😅😢

  • @nicktv777
    @nicktv777 10 месяцев назад +7

    მომენატრე ისე არ მასვენებს დარდი ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი 💙 ბრავო ქალბატონო თაკო ბრავო

  • @lalimikeladze6307
    @lalimikeladze6307 3 месяца назад +2

    არაჩვეულებრივი შესრულება.. ყოჩაღ თაკო ამ ტექსტისთვის, სიმღეროსთვის , ასეთი ღრმა სულიერებისთვის ❤❤❤❤

  • @Luka-Qardava
    @Luka-Qardava Месяц назад +3

    - იცი როგორ მჯერა, ჩვენი შეხვედრების ?!..
    მთიდან მეძახიან, შენი სიმღერები..
    ნახე, როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი,
    როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი.

  • @bachanabzhalava-gn7dx
    @bachanabzhalava-gn7dx 2 месяца назад +1

    არა ამ ქვეყნიური შესრულება და ხმა ბრავო👏🏾👌🏾

  • @user-kg4zi2si2i
    @user-kg4zi2si2i 10 месяцев назад +3

    მაგარი სიმღერა ყველა ფიქრები გამიხსენა❤ 👏ვინ დაწერა ეს სიმღერა❤

  • @giorgichakvetadze1330
    @giorgichakvetadze1330 9 месяцев назад +5

    რა კარგია 🥰🥰 საოცარი ხმა და ტექსტი

  • @irineirinauli9152
    @irineirinauli9152 8 месяцев назад +5

    სულში რომ ატანს და გულზე მარწუხივით გიჭერს, ისეთი ტკივილიანი სიმღერაა

  • @user-ex6ib3kx7n
    @user-ex6ib3kx7n 4 года назад +7

    სასწაულია გულშიიი ჩამწვდომი❤️😔😔😔

  • @amikochitidze1046
    @amikochitidze1046 2 месяца назад +4

    საოცარი შესრულება.❤❤

  • @salomelagvilava2310
    @salomelagvilava2310 3 года назад +9

    😭😭😭😭მენატრება მისი სიტყა მისი ალერსიდა სითმოც😭😭😭

  • @user-qt2lg4dl4r
    @user-qt2lg4dl4r 10 месяцев назад +4

    საუკეთესოოო მუსიკა და შესრულებაა❤❤

  • @natalianatalia4485
    @natalianatalia4485 3 года назад +4

    Sulit namgeri simgeraaa...es sitkvebi, mez mekutvnis 😢😢😢chemi gulaxdili,,complimenti,,texstis avtors, vinz mgeris...❤👑💥🇬🇪.............😢😢😢

  • @nikamtgnikamtg1195
    @nikamtgnikamtg1195 2 месяца назад +1

    თაკო უმაგრესი გოგო ხარ...❤❤❤

  • @ninoxodjava3456
    @ninoxodjava3456 Год назад +4

    ვააა,ყოჩაღ,თაკო!

  • @lucasarjevanidze370
    @lucasarjevanidze370 10 месяцев назад +1

    Dzalian umagresia.tkivilamde vgrdznob am simgeras.mteli sxeuli mewvis❤

  • @tamiqeba8919
    @tamiqeba8919 2 месяца назад +1

    ვაუ.. რაა ძაან მაგარი შესრულება❤❤❤

  • @user-ct2ne8un5x
    @user-ct2ne8un5x Год назад +5

    ძალიან ლამაზი სიმღერაა..ლამაზი ადამიანის შესრულებით❤
    სასწაული ხმა გაქვთ თაკო..ბრავოო

  • @anatsulukidze3477
    @anatsulukidze3477 4 месяца назад +4

    ყოჩაღ თაკო უძლიერესი ხმის ტემბრი და რა გრძნობით ნამღერია

  • @anabegoidze816
    @anabegoidze816 Год назад +4

    უტკბილესი შესრულება,უნიჭიერესი ადამიანი❤️❤️

  • @nino.ebralidze
    @nino.ebralidze 6 месяцев назад +1

    რა სასიამოვნო მოსასმენია 🥰 თაკო, გმადლობთ!

  • @user-pw5so6mc1l
    @user-pw5so6mc1l 10 месяцев назад +5

    სულის ყველაზე დამალულ კუნჭულებში რომ აღწევს ისეთი ტექსტია, ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ვუღვნი ამ სიმღერას. ბრავო თაკო 🙏🙏❤❤❤❤

  • @QutaisiQutisi-tq1gh
    @QutaisiQutisi-tq1gh 2 месяца назад +2

    გენია❤

  • @user-bt4ie4hx5h
    @user-bt4ie4hx5h 3 месяца назад +1

    ❤უფ საოცარი ნამღერი თაკო❤❤❤

  • @natiavartagava2452
    @natiavartagava2452 11 месяцев назад +4

    დედა გამახსენა ამ სიმღერამ 💔😪

    • @mirashapatava7034
      @mirashapatava7034 11 месяцев назад +1

      Mec deda gamaxsena😢😢😢😢😢😢

  • @The-xc9mo
    @The-xc9mo 3 месяца назад +2

    ისეთია დრო რო ვერაფერს დააკლებს

  • @davidlagidze6643
    @davidlagidze6643 3 года назад +3

    თაკუნა ხარ ის დიდი მოფერება და სიყვარულის დამფუძვნებელი,ამ სიმღერაზე მახსენდება ის პირველი და მოფერება სიყვარულის რომელიც დღესაც დევს ჩემს სულში,გეხვევი გკოცნი პატარა ანგელოზო!!!

  • @kvirikakvirika9851
    @kvirikakvirika9851 10 месяцев назад +2

    სიტყვები ისეთი გულშიჩამწვდომია და შესრულება ხო საერთოდ მალადეც დიდი გრძნობითაა ნამღერი❤❤

  • @Eka-rl2rn
    @Eka-rl2rn 2 месяца назад +1

    მეზიზღება ეს მონატრება რომ გკლავს ნელა-ნელა და უსაშველოა ეს ტკივილი😢❤

    • @lasha1016
      @lasha1016 2 месяца назад +1

      და რო იცი რო ვეღარ ნახავ ვეღარ შეეხები ,ვეღარ მოუსმენ მის ხმას ,მკლავს მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ .ეგეც მტანჯავს რო ამ რეალობის წინაშე უსუსური ვარ

    • @Eka-rl2rn
      @Eka-rl2rn Месяц назад

      @@lasha1016 რატო ვეღარ ნახავ?

  • @maiananobashvili4572
    @maiananobashvili4572 3 года назад +9

    ძალიან მაგარია! 👍 ტექსტიც, მელოდიაც, შესრულებაც ❤❤❤

  • @Zaira23513
    @Zaira23513 10 месяцев назад +1

    ძალიან ლამაზია ლექსიც და მელოდიაც კარგად მღერით💥💥💥💝💝💕💕💕🙏🙏🙏❤️❤️❤️❤️❤️❤️🌹🌹🌳🌳💕💕💕💕💕🥀🌺🌺☀️☀️🔥🔥🔥

  • @ninokharaidze7477
    @ninokharaidze7477 2 месяца назад +1

    ღმერთოო😥😥🙏🖤

  • @irinalomidze1344
    @irinalomidze1344 3 месяца назад +1

    სასწაულიაა ❤❤❤❤❤❤

  • @ninotsereteli13
    @ninotsereteli13 5 лет назад +7

    Auuu ra magra mgeris shokshi var😮 bravo tako ❤

  • @ninonino-ou7ol
    @ninonino-ou7ol 3 месяца назад +3

    ვერასოდეს ვერ მოვუსმინე… ეგრევე ვტირიი.

  • @nanamaziashvili2359
    @nanamaziashvili2359 2 месяца назад +1

    მიყვარხარ❤

  • @bgbeats294
    @bgbeats294 10 месяцев назад +7

    მშურს ესეთი სიყვარულის :) როგორ მინდა განვიცადო ;) 2023

    • @user-ke8vp5or9r
      @user-ke8vp5or9r 9 месяцев назад +3

      სიყვარული შორიდან ჩანს ასეთი ტკბილი,სინამდვილეშიმწამებელია შექსპირმა თქვაა და რა ვი მე ვეთანხმები

  • @MariMari-nt3bw
    @MariMari-nt3bw 3 года назад +4

    უმაგრესი შესრულებაა ბრავო

  • @maritabagrationi3646
    @maritabagrationi3646 19 дней назад

    საოცარია სულს წვდება ❤❤

  • @nita51735
    @nita51735 6 месяцев назад

    ბრავო თაკო👏👏👏❤❤❤❤

  • @user-ey6pj5nk3b
    @user-ey6pj5nk3b 4 года назад +3

    ეს რაა იყოოოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️👏👏👏

  • @elzakhantadze8489
    @elzakhantadze8489 Год назад +2

    საოცარი სიმღერაა.სულს აგიფორიაქებს😢😢😢 ძალიან მენატრება ჩემი დეიდა,რომელიც ახლახან წავიდა და იმიერ საქართველოში დაიდო ბინა😢😢😢😢

  • @likazukhbaia8353
    @likazukhbaia8353 4 года назад +2

    უმაგრესიააა ❤❤❤😔😥

  • @user-uy8dj6pc7q
    @user-uy8dj6pc7q 3 года назад +2

    ძალიან მაგარიაა🥰

  • @shorenaimnadze474
    @shorenaimnadze474 8 месяцев назад +1

    სასწაულიაა❤

  • @davidpirtskhalaishvili4977
    @davidpirtskhalaishvili4977 3 месяца назад

    უძლიერესი შესრულება! 👌👍 ისეთი ემოციის ნიაღვარი გადმოედინება, ლამის წამლეკა! ჯერ ჟრუანტელმა დამანგრია და მერე გამაქვავა! 🤦‍♂️ ბრავო თაკო! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ვერავინ ვერც უნდა გაბედოს ამ სიმღერის განმეორება! თაკოსავით ვერავინ ვერ იმღერებს! 👌🙏

  • @MariamShavliashvili-si1ub
    @MariamShavliashvili-si1ub Месяц назад

    სუპერ👏🏼👏🏼👏🏼

  • @iroiro3537
    @iroiro3537 5 месяцев назад +4

    სულში რომ ჩაგწვდება და აგატირებს...❤ შესრულება უმაგრესი...❤

  • @user-xi6im1wv8p
    @user-xi6im1wv8p Год назад +3

    О чем эта песня? Так красиво❤️😪

  • @LaliJan-zc6bd
    @LaliJan-zc6bd Месяц назад

    უმეტესობა აიგივებს ქალ ვაჟირ მონატრებასთან და უფალმა დაგვიფაროს სასტიკი მონატრებისგან

  • @XatiaGorgiladze
    @XatiaGorgiladze 2 месяца назад +1

    ❤️❤️❤️

  • @user-wv8od1mb3n
    @user-wv8od1mb3n Месяц назад

    ისე, კაცის ხმაც მოუხდება ამ სიმღერას. გიორგი ჩიტაურის ხმას განსაკუთრებით.

  • @NanaChanturia-ty3cb
    @NanaChanturia-ty3cb 2 месяца назад +1

    ❤❤

  • @criticalattack4656
    @criticalattack4656 5 месяцев назад +1

    ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი ❤💔🥺

  • @teonaSukashvili
    @teonaSukashvili 26 дней назад

    ყველაზე მეტად ზეცაში ადამიანები ენატრება ადამიანს😢😢💔💔

  • @user-sj7fg5zi1w
    @user-sj7fg5zi1w 6 месяцев назад

    ძალიან მაგრა მღერი ძალიან ტკბილი მოსასმენია 🥰🥰🥰

  • @user-dn8ip8wj2q
    @user-dn8ip8wj2q 4 месяца назад

    ბრავო

  • @natoosishvili9334
    @natoosishvili9334 5 месяцев назад

    ბრავო ბრავო

  • @kristikentchadze
    @kristikentchadze 7 месяцев назад

    ძაან კაიიააა 🩵🪽

  • @makalekiashvili7057
    @makalekiashvili7057 3 месяца назад

    სასწაულად მღერის💖 სულში და გულში რომ ატანს თითოეული სიყვა და სულს გიფორიაქებსქ

  • @user-qt7gk7xf9c
    @user-qt7gk7xf9c 5 месяцев назад

    ბრვო

  • @lashkerakhagulashvili7475
    @lashkerakhagulashvili7475 3 года назад

    მაგარია ლაშკერასგან

  • @ruskatatanashvili8179
    @ruskatatanashvili8179 7 месяцев назад

    ❤ძალიან ლამაზი სიმღერა

  • @enbronte9064
    @enbronte9064 3 месяца назад

    თაკო❤

  • @makashelia1656
    @makashelia1656 3 года назад +1

    Gklavs es xma pirdapir😘

  • @Fiqria-ip7is
    @Fiqria-ip7is 3 месяца назад

    Ძალიან ემოციურია.❤

  • @user-ki8od3su2v
    @user-ki8od3su2v 2 месяца назад +1

    საოცარი შესრულებაა გულში ჩაგწვდება

  • @soulmatechannel3254
    @soulmatechannel3254 6 лет назад +7

    შესანიშნავია...

  • @onisemebonia9631
    @onisemebonia9631 4 месяца назад

    სკოლის სიყვარულსა და მონატრებაში გადამაგდო

  • @MerabiMerabi-wu5vv
    @MerabiMerabi-wu5vv 4 года назад +2

    👍🇬🇪👍🇬🇪👍🇬🇪😍😍😍

  • @Gigiabashidze-l9m
    @Gigiabashidze-l9m 4 дня назад

    OMG😱😱😱

  • @user-mn5ze7pv3t
    @user-mn5ze7pv3t Месяц назад

    ❤❤❤❤

  • @ketiketa5678
    @ketiketa5678 8 месяцев назад

    ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @footballgeorgia8503
    @footballgeorgia8503 8 месяцев назад +1

  • @gi2giabashidze782
    @gi2giabashidze782 3 года назад

    👍👍

  • @beqatedoradze134
    @beqatedoradze134 Месяц назад

    Sascauluiiiiii

  • @tamomir1692
    @tamomir1692 10 месяцев назад

    უჰჰჰჰ❤

  • @GiorgiMargvelani-yb4cr
    @GiorgiMargvelani-yb4cr 6 месяцев назад

    ვაფასებ ამ სიმღერა რადგან აქვს ამ სიმღერას ყველაფერი რაც უნდა ქონდეს სიმღერას მთავარია ისა რო ამ სიმღერაში მთელი გრძნობებია ჩაქსოვილი და მაგიტო არის ძაალიან კარგი

  • @gochauturashvili6209
    @gochauturashvili6209 Год назад

    👍👍👍👍👍👍👍👍🇬🇪

  • @bekachikhladze
    @bekachikhladze 3 месяца назад

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @nanagelashvili5737
    @nanagelashvili5737 4 месяца назад

    👍👏✌👌🌹❤

  • @user-tt4zq4ik7d
    @user-tt4zq4ik7d 3 года назад

    🥰🥰🙏

  • @CigRa10.
    @CigRa10. 3 месяца назад +1

    ეს მაინტერესებს ამ სიმღერას კიდე ვინ ასრულებს?🤔🤔

    • @nonabebia3112
      @nonabebia3112 3 месяца назад +1

      სხვა არავის უმღერია ეს სიმღერა. თაკო გიორგი გასვიანთან ყვება ამ სიმღერის ისტორიას, წეღან ვუყურებდი.

    • @CigRa10.
      @CigRa10. 3 месяца назад

      @@nonabebia3112 ki mec viyure da idzaxis miitacao es simgera vigac gogom🤔🤔

  • @RusudanDzagnidze
    @RusudanDzagnidze 8 месяцев назад +1

    ეს თაკო აბაშიძის სიმღერაა?მე თეონა ქუმსიაშვილის მეგონა წლებია😮

  • @gogakhokhonishvili4300
    @gogakhokhonishvili4300 8 месяцев назад +1

    რატომ დაწერეთ ესეთი სევდიანი სიმღერა ❤

  • @datokapo1274
    @datokapo1274 3 года назад

    lamazo rakargixar

  • @takoabashidze5897
    @takoabashidze5897 3 года назад +257

    ზურა, იქნებ დამიკავშირდეთ. ატვირთულია ამდენი წელია და საიდან არ ვცადე ხმა მომეწვდინა. ტექსტი კიარა მუსიკაც ჩემია და ტექსტიც. ჩაასწორეთ. ჩრმთვის ატვირთვამდე არავის უკითხავს ნებართვა. დამიკავშრდით!

    • @xutaarziani9230
      @xutaarziani9230 3 года назад +5

      ძალიანნ მაგარია

    • @adenkaiser399
      @adenkaiser399 3 года назад

      pro tip : watch movies on Flixzone. Me and my gf have been using it for watching loads of movies lately.

    • @juelzfinley7496
      @juelzfinley7496 3 года назад

      @Aden Kaiser Yea, I have been watching on flixzone} for months myself :)

    • @ZuraTsnobiladze
      @ZuraTsnobiladze  2 года назад +13

      ჩასწორებულოა თაკო, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ, მადლობა ♥️

    • @irmatsuladze5786
      @irmatsuladze5786 Год назад +7

      აუუუ გამოგლიჯა გული.სუპერ