ამ წესით მომზადებული ბისკვიტი არ ვარდება. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ 🥮 Fluffy Biscuit, Высокий бисквит

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 21 окт 2024
  • ■ გამოიწერე აპოლინე: bit.ly/გამოიწერ...
    ■ ფეისბუქი: bit.ly/აპოლინეს-ფეისბუქი
    ■ აპოლინეს სამზარეულო: goo.gl/DMhNth
    ■ ინსტაგრამი: / apolinescuisine
    ■ ტორტები: bit.ly/აპოლინე...
    ■ ცომეული: bit.ly/აპოლინე...
    🍰 ნამცხვრები: bit.ly/აპოლინე...
    🍰 ნამცხვარი გამოცხობის გარეშე: • ნამცხვარი გამოცხობის გ...
    🍰 მარწყვის ნამცხვარი: • მარწყვის ნამცხვარი ვან...
    🍰 ბრაუნი: • ბრაუნი 🥮 Brownie
    🍰 ჟოლოს ნამცხვარი: • Raspberry Cheescake - ...
    🍰 შოკოლადის ნამცხვარი: • შოკოლადის ნამცხვარი 🎂 ...
    🍰 ტირამისუ: • უგემრიელესი ნამცხვარი ...
    🍰 ჯალები: • ჯალები 🥨 Jalebi, გემრი...
    🍰 სოჩნიკი: • ხაჭოს გემრიელი და მარტ...
    📢 შემოგვიერთდით ჯგუფში სადაც შეგეძლებათ დასვათ კითხვები და გამოაქვეყნოთ თქვენი მომზადებული კერძები : / 159420059423510
    ------------------------------------------------------------------------
    ---- ინგრედიენტები
    ■ 9 კვერცხი (საშუალო)
    ■ 9 ს/კოვზი წყალი
    ■ 300 გრ. შაქარი
    ■ 150 გრ. ფქვილი + 150 გრ. სიმინდის სახამებელი ან კარტოფილის სახამებელი
    ---- ან
    ■ 300 გრ. ფქვილი
    ■ მწიკვი მარილი
    ■ 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
    ------------------------------------------------------
    ■ 9 eggs (medium)
    ■ 9 tbsp. water
    ■ 300 gr. sugar
    ■ 150 gr. Flour + 150 gr. Corn starch or potato starch
    ---- or
    ■ 300 gr. flour
    ■ pinch of salt
    ■ 1 pack of baking powder
    ------------------------------------------------------
    ■ 9 яиц (средние)
    ■ 9 ст. вода
    ■ 300 гр. сахар
    ■ 150 гр. Мука + 150 гр. Кукурузный или картофельный крахмал
    ---- или же
    ■ 300 гр. мука
    ■ щепотка соли
    ■ 1 упаковка разрыхлителя.
    #ბისკვიტი #Biscuit
    ჩემი სახელია ლალი
    2002 წლიდან ვცხოვრობ ქალაქ მიუნხენში,პროფესიით ვარ მუსიკოსი ვმუშაობ ერთ ერთ კლინიკაში განყოფილების დამხმარედ.
    ჩემს არხზე იხილავთ სხვასასხვა რეცეპტებს რომლებიც ჩემს სამზარეულოში მზადდება ჩემს მიერ.
    ჩემი სამზარეულო ჩემი განტვირთვის ადგილია სადაც შემიძლია მრავალმხრივ კრეატიული ვიყო და ჩემი ემოციები თავიდან ბოლომდე ჩავდო.
    ვიდეო რეცეპტებს იხილავთ კვირაში ორჯერ.
    საკონტაქტო მისამართი: Lalichighladze@yahoo.de

Комментарии • 435

  • @nanagavashelishvili9214
    @nanagavashelishvili9214 3 года назад +3

    მადლობა ქალბატონო რეცეპტებისთვის საუკეთესოა და ძალიან კარგად და გასაგებად ხსნით ღმერთმა გაგახაროთ

  • @Apolinescuisine
    @Apolinescuisine  3 года назад +33

    Მოგესალმებით ჩემო კარგებო!
    დღეს მოგიტანეთ ბისკვიტი რომელიც არის ჩემი აბსოლიტური ფავორიტი. ბისკვიტი იდეალურია ხილის ტორტებისთვის და ტორტები რომლებიც უნდა დაინამოს. ბისკვიტი გამოდის მაღალი და განსაზღვრულია 24-26 ზომა დიამეტრის ფორმებისთვის მაგრამ ფორმა უნდა იყოს ასევე მაღალი, 9-10სმ იდეალური სიმაღლეა, გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 55 წუთი და 5წუთი დატოვეთ ღუმელში გამოცხობის შემდეგ. ბისკვიტი უნდა გაცივდეს ბოლომდე და ისე გაჭრათ სურვილის მიხედვით. მე ამ ვიდეოში ბისკვიტი არ გავჭერი არამედ კიდევ აიტვირთება ტორტის ვიდეო რეცეპტი სადაც განახებთ ბისკვიტის სტრუქტურას. გისურვებთ წარმატებებს

    • @sophiejibladze7619
      @sophiejibladze7619 3 года назад

      ღუმელში შუაში შევდო ბისკვიტი??💙

    • @anaturazashvili6212
      @anaturazashvili6212 3 года назад +2

      თუ შეიძლება დამაკვალიანეთ სად ვიყიდო თქვენნაირი მიქსერი და სავარაუდო ფასიც მომწერეთ

    • @jujubaghlonti8597
      @jujubaghlonti8597 3 года назад

      @@sophiejibladze7619 э

    • @jujubaghlonti8597
      @jujubaghlonti8597 3 года назад

      @@sophiejibladze7619 ,

    • @jujubaghlonti8597
      @jujubaghlonti8597 3 года назад

      Да то э

  • @nonamircxulava9800
    @nonamircxulava9800 3 года назад +8

    მართლაც საოცრებააა.
    არაჩვეულებრივად გადმოსცემთ და ძლივს არ ვნახე თმა აწეული ქალბატონი რომ საქმიანობს სამზარეულოში.წარმატებები თქვენ.უნდა მოვამზადო მეც...👍🏼🎂✌❤🌹

  • @nanagavashelishvili9214
    @nanagavashelishvili9214 Год назад +2

    ძვირფასო და საყვარელო ლალიკო მადლობა და გაიხარე
    მართლაც რომ საოცარი ხელები გაქვთ და თქვენ თითონ ხართ საოცრება
    წარმატებებს გისურვებ თქვენს საქმიანობაში

  • @mziadvali5307
    @mziadvali5307 3 года назад +10

    სასწაულად თბილი ქალბატონი ბრძანდებით! ისეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე ამზადებთ რველაფერს აღფრთოვანებული ვარ თქვენით! ❤

  • @iaroinishvili6598
    @iaroinishvili6598 3 года назад +1

    მადლობა ამ რეცეპტისთვის ლალიკო ვაპირებდი მარწყვის ტორტის გამოცხობას და გამომადგება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა და ყურება ღმერთმა დღეგრძელი გამყოფოთ

  • @lisarobakidze5066
    @lisarobakidze5066 3 года назад +4

    ყველაფერი იდეალური გამომდის თქვენი რეცეპტებით...უდიდესი მადლობა.

  • @ninopeikrishvili8528
    @ninopeikrishvili8528 3 года назад +12

    საოცრებაზე საოცრებაა ლალიკოო! ❤❤❤❤❤ დიდი მადლობა უკარგესი რეცეპტისთვის.👏💛

  • @qetino.b.7603
    @qetino.b.7603 Год назад +1

    უღრმესი მადლობა უთბილესო და უსაყვარლესო ქ-ნო ლალი. აღფრთოვანებული ვარ თქვენი რეცეპტებით. კულინარია ჩემი ჰობია. მინდა ეხლა ვსინჯო ამ ბისკვიტის გაკეთება. ისე დაწვრილებით აღწერთ ყველაფერს, რომც არ იცოდნენ რაიმეს გამოცხობა, აუცილებლად შეძლებენ. უფალმა დაგლოცოთ! ♥️🙏♥️

  • @ninomeatiashvili4046
    @ninomeatiashvili4046 3 года назад +2

    ძალიან დიდი დიდი,დიდი,მადლობა.არა მარტო არაჩვეულებრივად ხსნით რეცეპტებს ,ხართ ძალიან საყვარელი.

  • @NaniBelidze
    @NaniBelidze 5 месяцев назад

    საოცარი კულინარი და არაჩვეულებრივი პიროვნება ხართ.ხსნით ყველასთვის გასაგები ენით. დიდი მადლობა,გაიხარეთ.♥️♥️

  • @natiakirkitadze1888
    @natiakirkitadze1888 9 месяцев назад

    გავაკეთე და საოცრებაააა ⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️⭐️ დიდი მადლობა . მრავალ შობა - ახალ წელს დაესწარით 2024🎉

  • @ninomeatiashvili4046
    @ninomeatiashvili4046 3 года назад +6

    უღრმესი მადლობა.საოცარი კულინარი და ძალიან საყვარელი ადამიანი ბრძანდებით.

  • @nostalgiegeorgia9772
    @nostalgiegeorgia9772 3 года назад +1

    რა პოზიტიური კულინარია, სასიამოვნოა მისი სმენა და ყურებაც, რჩევებს რომ თავი დავანებოთ.

  • @natogiorgadze3864
    @natogiorgadze3864 3 года назад +3

    მართლაც საოცრება ხართ თქვენი ტორტით ჩემო ლამაზო.დაგელოცა მარჯვენა❤🌹❤

  • @laliantelava6394
    @laliantelava6394 3 года назад +2

    ძალიან მომეწონა, ამ ბისკვიტის მცხობელის, დახვეწილი ახსნა განმარტება,და გამოცხობის
    შემდგომ ვიზუალური,
    მადის სურვილის ამღვძვრელი
    სილამაზე,.
    ცხობის მსვლელობას გავეცანით,.
    კარგი იქნებოდა.დეტალებში
    ჩამოწერილი ,რეცეპტი
    ცხობის მსვლელობით .დამთავრებული.და მაინც,მადლობა.ყველაფრით,
    უკარგესი იყო..

  • @liaisakadze4123
    @liaisakadze4123 3 года назад +2

    როგორ სასიამოვნოდ ხსნით ყველაფერს, მადლობა თქვენ ამისთვის♥️🍰🍮🌺

  • @fatimaguiorgadze506
    @fatimaguiorgadze506 3 года назад +1

    Სუპერ ბისკვიტი და სუპერ გამამზადებელი ბისკვიტის.👌👍🙏👏💋🇬🇪

  • @nikachakvetadze2141
    @nikachakvetadze2141 11 месяцев назад

    ყველა თქვენი მოცეკული რეცეპტებით ვსარგებლობ,ყველა იდიალურია.მადლობა თქვენ

  • @likagogelia6077
    @likagogelia6077 Год назад +1

    გამარჯობა მოგესალმები თბილისიდან ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები და დიდი სიამოვნებით გიყურებთ🥰🥰🥰😘😘😘😍😍

  • @toby8953
    @toby8953 3 года назад +2

    Sagamo mshvidobisa qalbatono lali me sul tqveni receptit vamzadeb da dzalian gmayofili var madloba tqven ro gviziareb🙏
    Qalbatono lali puris receptic gaaziaret dzalian minda ro gemrieli puri gamovacxo 😍😍😍.

  • @tatiagegenava7542
    @tatiagegenava7542 3 года назад +2

    უღრმესი მადლობა ქალბატონო ლალიკო💞💓❤️ აუცილებლად გამოვაცხობ თქვენი რეცეპტით ტორტის ბისკვიტს💖🧡❤️💐

    • @Apolinescuisine
      @Apolinescuisine  3 года назад +1

      გაიხარე თათი ძალიან გამიხარდება

  • @მზიარეხვიაშვილი

    მადლობა ეს არის შედევრი მიყვარს თქვენი მოსმენა.

  • @karinamuradian5289
    @karinamuradian5289 Год назад

    Kai gogo xar kochax momcons dzalian tkveni receptebi madlobaaa😊

  • @AK-fj7tg
    @AK-fj7tg 3 года назад +3

    საოცარი რეცეპტია ,დიდი მადლობა , ველი შემდეგ ვიდეოს 🙏❤🍓🎂💯👏👏👏

  • @ლიკალიკუნა-ო3ქ
    @ლიკალიკუნა-ო3ქ 3 года назад +4

    რა მაგარი ბისკბიტი გამომივიდა და თან მაღალიი! არასდროს გამომდიოდა ბისკვიტი! უამრავი მადლობა თქვენნ❤️💋გაიხარეთ!ჯანმრთლობა და ბედნიერება თქვენ❤️

    • @izoldaxarazishvili4015
      @izoldaxarazishvili4015 3 года назад

      ლალიკო ძაან მაგარი ხარ! მიკვარხარ! 💖

    • @nanimiqeladze2839
      @nanimiqeladze2839 Год назад +1

      გამაფხვიერებელში სოდას გულისხმობს?

    • @maiatsereteli8444
      @maiatsereteli8444 9 месяцев назад

      Mec mainteresebs gamapxvierebeli Ra aris

  • @nonatodua1720
    @nonatodua1720 2 года назад

    როგორი საყვარელი გოგოა, თბილი და ტკბილი.... ყოჩაღ თქვენ

  • @tinakharebava2860
    @tinakharebava2860 2 года назад +3

    როგორი სასიამოვნო ქალბატონი ბრძანებით. 😇 უღრმესი მადლობა თქვენი საოცარი რეცეპტებისთვის. ეხლა გავაკეთე ბისკვიტი და ძალიან მაგარია 🤗 🥰

    • @nikokekua1381
      @nikokekua1381 11 месяцев назад

      დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისათვის, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, მწიკვი მარილი ამბობთ და აშკარად ბლომად მარილს ყრით, მწიკვი ორთითს რაც აყვება ხომ ის არის და რატომ ასეთი შეუსაბამობა??? ნუ მიწყენთ ❤️❤️❤️

  • @tamutamunia27
    @tamutamunia27 3 года назад +6

    ლალიკო ბისკვიტი ლამაზად და სწორად რომ გავჭრათ ეგეც გვასწავლეთ , ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

    • @tinatingallagher6383
      @tinatingallagher6383 3 года назад +3

      ჩვეულებრივი ძაფი გამოიყენეთ.ბისვიტის შუაში მოათავსეთ და ხერხივით გასწიეთ და გამოსწიეთ :)

  • @liakopadze5366
    @liakopadze5366 3 года назад +3

    მადლობა თქვენი რეცეპტები ძალიან მეხმარება და კარგიც გამომდის.

  • @musikmusik4896
    @musikmusik4896 3 года назад +22

    ეხლა გამოვდგი ღუმელიდან ომგ არ მჯერა რომ ასეთი მაღალი გამოვიდა ,დიდი მადლობა ლალი

    • @cicinotkhelidze5370
      @cicinotkhelidze5370 Год назад +1

      ელექტრო საცხობს ხომ ვერ მირჩევთ რომელი შევიძინო?😊 მადლობა წინასწარ❤️

  • @ეკატერინე-ნ7ძ

    მართალია ცოტა დაბალი გამომივიდა მაგრამ ჩემი ფორმა იყო ფართო, თქვენ არაფერ შუაში ხართ, სამაგიეროდ ცხოვრებაში პირველივე მცდელობაზე ამოვიყვანე და მადლობა დიდი ძალიან კარგი გამომივიდა ❤

  • @anatutberidze450
    @anatutberidze450 11 месяцев назад

    მადლობა გავაკეთე თქვენი რეცეპტით კარგი გამომივიდა გიორგობას გილოცავთ ბარსელონიდან🎉

  • @iachkheidze
    @iachkheidze Год назад +3

    საოცარი ბისკვიტი გამომივიდა.მადლობა ლალიკო❤

  • @maisuradzemaria6213
    @maisuradzemaria6213 3 года назад +5

    ძალიან საყვარელი ქალბატონი ბრძანდებით! უამრავ დადებით ენერგიას ასხივებთ! გაიხარეთ, გფარავდეთ ღმერთი!

  • @shoko936
    @shoko936 3 года назад +1

    რა კარგი გრძნობაა რაღაცას გულით რომ აკეთებ და შედეგიც არ აყოვნებს.პირიქით მოლოდინს გადააჭარბებს.ეგრე იყო ეხლა თქვენ შემთხვევაში.ემოციებით აივსეთ.❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ამ რეცეპტს არ დავივიწყებ.😊😊😊😊👍👍👍

  • @nazimetreveli9976
    @nazimetreveli9976 3 года назад +1

    სასწაული ბრზანდებით ლალიკო👍👍👍

  • @tttttt3323
    @tttttt3323 2 года назад

    Rogor mocicebit da siamovnebit vusmen da velodebi tqvens axal videos.gmadlob tortis receptistvis.gamovacxob tqveni receptit.zalian sasiamovno qalbatoni xart💖💖

  • @სოფოიმნაიშვილი

    ყოველ მოსმენაზე მაოცებთ, ნუ სასწაულად ამზადებთ და საოცარი გოგო ხართ!🥰❤

    • @marinajguburia1494
      @marinajguburia1494 3 года назад +5

      მადლობა საოცარო ქალბატონო

    • @marinesaatashvili1359
      @marinesaatashvili1359 3 года назад +2

      დიდი მადლობა აუცილებლად მოვამზადებ

    • @natelaciradze3058
      @natelaciradze3058 3 года назад

      ძალიან კარგია

    • @marijincharadze2731
      @marijincharadze2731 3 года назад

      0ylmofp0vufphif🎂🎂🎂🍼🍼⚱🍽

    • @marijincharadze2731
      @marijincharadze2731 3 года назад

      @@marinesaatashvili1359 😆😗😆😆😆😆😂😂😂🤓🤓

  • @mariamdzidziguri7816
    @mariamdzidziguri7816 3 года назад

    მოგესალმებით, მუდმივად გადევნებთ თვალს და რამოდენიმე რეცეპტი ვცადე კიდეც . მიუხედავად იმისა რომ თავადაც მთელი ცხოვრება ვაცხობ, ერთგვარი ჰობიცაა და ცოტახნით მუშაობაც მომიწია ამ სფეროში , მინდა გამოვხატო აღფრთოვანება რეცეპტების და ახსნის მეთოდთან დაკავშირებით. ბრავო♥️♥️♥️ ეს ბისკვიტი საოცრად კარგი გამომივიდა♥️ წყალს მეც ვამატებდი ოღონ მხოლოდ ყავის ბისკვიტში უნალექო ყავას ვხსნი მასში და ისე ურევ, ყავის ბისკვიტის( ნიგვზიანი) განსაკუთრებული რეცეპტი ხომ არ გაქვთ? მადლობა წინასწარ♥️ ბისკვიტის ფოტო ვერ ავტვირთე, მინდოდა მეჩვენებინა რა გამოვიდა🥰

  • @tamunatamuna3550
    @tamunatamuna3550 3 года назад

    ვაუ უმაგრესი ბისკვიტია. ადრე წყლით გავაკეთე და რაღაც ბისკვიტი იფშვნებოდა. შემდეგ კლასიკური მოვამზადე ისევ. მაშინ მე არც გამაფხვიერებელი და კვერცხის გულიც მიქსერით შევათქვიფე. შეიძლება ამიტომაც არ მომეწონა. ვცდი თქვენ რეცეპტს ლალიკო საყვარელო👍👍👍👍👍💕💕

  • @მაიკოვაჭრიძე
    @მაიკოვაჭრიძე 3 года назад +2

    ძალიან საყვარელი ხარ,ღმერთმა დაგლოცოს.❤❤❤❤

    • @Apolinescuisine
      @Apolinescuisine  3 года назад

      Უღრმესი მადლობა მაიკო

  • @maiacercvadze9513
    @maiacercvadze9513 2 года назад

    საოცრად მომწონს თქვენი ნახელავები. მაგარი გოგო ხარ დიდი მადლობა ასეთი კარგი რეცეპტისთვის

  • @მარიკადარცმელია

    რა სასწაული გოგო ხარ ❤❤❤ დიდი მადლობა რჩევისთვის გაიხარე ჩემო კარგო

  • @irinairina7050
    @irinairina7050 2 года назад +1

    მართლა საოცარია, უნდა ვცადო გაკეთება👍❤ მადლობა ესეთი კარგი რეცეპტებისთვის ❤

  • @mariamsulaberidze2497
    @mariamsulaberidze2497 3 года назад +2

    სასწაული გოგო ხარ. გვაოცებ ყოველი ახალი რეცეპტით 💖
    გავაკეთებ აუცილებლად და დაველოდები ახალი კრემის ვიდეოს.

  • @dianadilanyan3522
    @dianadilanyan3522 3 года назад

    Rogor msiamovnebs tkveni mosmena,axsna dzalian pozitiuri xart.Madloba rom arsebobs tkveni arxi
    👏😘

  • @lelachiqashua5914
    @lelachiqashua5914 3 года назад +6

    აღარ ვიცი უკვე რა გითხრათ ქალბატონო ლალი, თქვენ ხართ სუპერ რეცეპტების და გემოვნების პატრონი, წარმატებები.

    • @nonaqutelia4989
      @nonaqutelia4989 Год назад

      სოდა ძმრით არ შეიძლება?

  • @julietakesareli725
    @julietakesareli725 3 года назад

    მსიამოვნებს თქვენი მოსმენა და თქვენი ვიდეოების ყურაბა. მადლობააა ❤❤❤

  • @ციცოჯღამაძე

    სუპერ 👍🥰 მადლობა თქვენ 🥰

  • @tseretelilali
    @tseretelilali Год назад +1

    საუკეთესო რეცეპტი საუკეთესო გოგოსგან❤

  • @liaevgenidze2569
    @liaevgenidze2569 3 года назад

    რა საყვარელი ხართ ,ლალიკო!!! ...და რეცეპტები და ნახელავი ხომ,საერთოდ!!!

    • @liaevgenidze2569
      @liaevgenidze2569 3 года назад

      პროფესიონალიზმზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი!!!

    • @liaevgenidze2569
      @liaevgenidze2569 3 года назад

      ❤️❤️❤️🙏🙏🙏

  • @makajashi4280
    @makajashi4280 3 года назад +3

    უფალმა დაგლოცოთ🥰🥰🥰 უსაყვარლესი ადამიანი ხარ

  • @marianatskhvediani3122
    @marianatskhvediani3122 2 года назад

    დღეს გავაკეთე ამ რეცეპტით ბისკვიტი. დაუჯერებელია იმ სიმაღლე გამომივიდა.მადლობა რეცეპტისთვის!

  • @lelamalishka107
    @lelamalishka107 2 года назад

    ეს რეცეპტი შენახული მაქვს აქ იუთუბზე და ყველა ჯერზე ვუბრუნდები 🌸🌸🌸 დღესაც მშვენიერი გამოვიდააა ,მადლობა დიდი

  • @ttt1268
    @ttt1268 2 года назад

    მოგესალმებით 🥰მადლობა საუკეთესო რეცეპტების გაზიარებისთვის .მაინტერესებს როცა ფორმა დაბალია მაგ6სმ სიმაღლის მაგ შემთხვევაში გავყოთ რაოდენობა?

  • @ГиулиЗвиададзе
    @ГиулиЗвиададзе 3 года назад

    კარგია! მომწონს თქვენი ნახელავი - ლალი. შეუდარებელი ხართ!

  • @თამილაბიბილეიშვილი

    ძალიან დიდი მადლობა საოცარი ბისკვიტია. ფორმიდან როდის ამოვიღოთ კარგად რომ გაცივდება? როგორ დავნამოთ კრემი როგორი გვასწავლე. ❤️❤️❤️❤️❤️

  • @teonabobokhidze9995
    @teonabobokhidze9995 3 года назад

    sasiamovnoa tqveni videoebis mosmena.kvelaferi gemrieli gamodis tqveni receptebit.tan detalurad icit axsna❤👍

  • @СофикоЖужунашвили
    @СофикоЖужунашвили 3 года назад

    Rogori zgapruli pirovnebac xart, iseti zgapruli xelic gakvt 🤗🙏

  • @lalilalichka1120
    @lalilalichka1120 3 года назад +1

    ლალიკო,უსაყვარლესი ხარ.❤🥰❤⭐
    არაჟნის პასკა გავაკეთე შენი რეცეპტით.საოცარი იყო.⭐❤⭐🥰
    ამ ბისკვითსაც აუცილებლად გავაკეთებ.🥰⭐❤

    • @Apolinescuisine
      @Apolinescuisine  3 года назад

      Ძალიან დიდი მადლობა ლალი 😘😘

  • @analabadze9068
    @analabadze9068 3 года назад +4

    ძალიან მსიამოვნებს თქვენი ყურება❤ მადლობა!

  • @nanakakashvili225
    @nanakakashvili225 Год назад

    ეს არის კულინარი გოგო-თოჯინა, ლამაზი და საყვარელი❤

  • @markeliathea5289
    @markeliathea5289 3 года назад

    Sascauli biskviti gamomivida. Ra detalurad da kargad axsenit. Mteli cxovreba megona rom biskvitshi rame mesmoda ❤️❤️❤️❤️ madloba

  • @teabekauri3822
    @teabekauri3822 3 года назад

    მადლობა. რა კარგი რეცეპტია👍🏼 ვანილის პასტა რომელ მაღაზიაშია შესაძლებელი? ალდი, ლიდლი, პენი, ედეკა ვერ ნახა ჩემ მეუღლემ

  • @ninobagdoshvili5149
    @ninobagdoshvili5149 3 года назад +1

    ძალიან თბილი ქალბატონი ხართ.მუდამ წარმატებები თქვენ

    • @Apolinescuisine
      @Apolinescuisine  3 года назад

      Უღრმესი მადლობა ნინო

  • @elizavetagogoxia8859
    @elizavetagogoxia8859 3 года назад +1

    ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები ქალბატონო ლალი, ეს რეცეპტი კი ძალიან მაგარია, აუცილებლად ვცდი.😍😍😍

  • @inezamaxaradze5294
    @inezamaxaradze5294 3 года назад +3

    ვგიჟდები ამ ქალბატონის მომზადებულ,აფსოლუტურად ყველაფერზე.ეს ტორტი იქნება,კერძები თუ კონსერვები.❤️

    • @The_Walking_Dead_000
      @The_Walking_Dead_000 Год назад

      უკაცრავად გამაფხვიერებელი რა არის???

  • @maiamacharashvili2521
    @maiamacharashvili2521 7 месяцев назад

    თქვენი ბისკვიტი ძალიან მომეწონა.

  • @ИзаКодалашвили
    @ИзаКодалашвили 3 года назад +1

    არაჩვეულებრივია უმაღლესი👍👍👍❤❤❤

  • @mariamzangurashvili2046
    @mariamzangurashvili2046 3 года назад

    მადლობა ძალიან სასარგებლო რჩევას გვაძლევთ.

  • @manchogociridze5817
    @manchogociridze5817 2 месяца назад

    ვგიჟდები თქვენზე❤️💚🧡💛💖🧡💚🌸💛

  • @darikoatchaidze1695
    @darikoatchaidze1695 3 года назад +1

    ძალიან მაინტერესებს მარწყვის ტორტის თქვენი რეცეპტი

  • @tamarikananadze9870
    @tamarikananadze9870 2 года назад

    ლალიკო მოვამზადე თქვენი რეცეპტით ბისკვიტი , არ ჩავარდა ,მაგრამ ქუდივით გაიკეთა თავზე და რის ბრალია ?🥰🥰🥰

  • @maribulatsashvili5524
    @maribulatsashvili5524 2 года назад

    ლალი საოცარებებს ახდენთ საყვარელო👏💖 ფქვილის მოკიდებაზე ისე ვწვალობდი თითო კოვზობით🤭 ამ ვიდეოს მერე ამოვისუნთქე😍😘💖🌺🌺

  • @საკონდიტრონაპოლონაპოლო

    უმაგრესი ქალბატონი ბრძანდებით წარმატებები

  • @ninomaisuradze-n7m
    @ninomaisuradze-n7m 2 месяца назад

    არაჩვეულებრივი რეცეპტია მინდა ვცადო მაგრამ.გაზქურას არ აქვს ერთდროულად ზედა ქვედა წვა,ჯერ რომ ქვემოთ ჩავრთო და მერე ზემოთ შეიძლებაა??ხომ არ გავაფულებ??

  • @zinakapanadze6606
    @zinakapanadze6606 Год назад +1

    დიდი მადლობა ძალიან კარგია აუცილებლად გამოვაცხობ საოცარი გოგო ხარ

  • @xatunakochashvili418
    @xatunakochashvili418 Год назад

    უღრმესი მადლობა , მშვენიერი ბისკვიტი გამომივიდააა😅

  • @jananika8304
    @jananika8304 3 года назад

    უთბილესი და უსაყვარლესი ადამიანი ბრძანდებით❤❤❤დიდი სიამოვნებით ვუყურებ თქვენს ვიდეოებს❤❤❤💋💋💋

  • @maiamikava4086
    @maiamikava4086 3 года назад +1

    საოცარი გამოვიდა ფუმფულა გოგო👌👏

  • @NatiaGiguashvili
    @NatiaGiguashvili Год назад

    მადლობა დიდი ამ რეცეპტისთვის ძალიან მაგარია❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @ირმაჭანკვეტაძე

    ბისკვიტიც საოცარი და ქალბატონიც. 👏👏🌷🌷💖💖

  • @chaligavashazina2395
    @chaligavashazina2395 3 года назад +1

    გაიხარე ლამაზო. დიდი მადლობა.

  • @inezamaxaradze5294
    @inezamaxaradze5294 3 года назад +2

    არაჩვეულებრივად გვიხსნის ყველაფერს თუ როგორუნდა მოვამზადოთ.ძალიან საყვარელი ხართ ლალიკო.❤️

  • @teomirulishvili5714
    @teomirulishvili5714 3 года назад +4

    საოცრებაა ნამდვილად❤❤❤👍👍

  • @lalisaralidze3904
    @lalisaralidze3904 3 года назад +1

    უამრავ თქვენს რეცეპტს ვიყენებ და ძალიან ბედნიერი ვარ .ყველაფერი კარგი გამომდის❤️❤️აპოლინა ❤️❤️

  • @Mzia-y6l
    @Mzia-y6l 4 месяца назад

    ლალიკო მოგესალმები სიყვარულით ძვირფასო. ლალიკო ფორმას ცხიმის წასმა არ უნდა?

  • @MarinaMarina-fq3wl
    @MarinaMarina-fq3wl 2 года назад

    Bravoo super gogi xar

  • @მარიოქროპირიძე-ფ1ყ

    ზუსტად დღეს ვაპირებ გამოცხობას და ძალიან გამახარეთ ამ ვიდეოთი❤❤❤

  • @mziaturmanidze6208
    @mziaturmanidze6208 Год назад

    მადლობა დიდი, საოცარი ბისკვიტი გამომივიდა❤❤

  • @lizzygrant4639
    @lizzygrant4639 4 месяца назад

    იდეალური რეცეპტიი!! დამიჯერეთ რომც მოინდომოთ ვერ ჩააგდებთ ამ რეცეპტით ყველაფერი დავარღვიე და მაინც არ ჩავარდა 😂😂😂 გამაფხვიერებელი დამავიწყდა, მეგონა ჩართული იყო ღუმელი ცხობისას და თურმე არ ყოფილა😂 მერე გამოვაღე ღუმელი და ტყამპალებდა მასა და უკამ შევაბრუნე და 30 წუთი ვაცხვე ისეთი ლამქზი გუმბათი გაიკეთა 😂 საბოლოოდ მშვენიერი გამოვიდა, მადლობა ❤❤❤❤

  • @laligelashvili1583
    @laligelashvili1583 3 года назад +1

    მართლაც საოცრებაა 🎂ძალიან მინდა მომზადება მარწყვის ტორტის ასეთი ბისკვიტის სწავლებაც დროული იყო ჩემთვის მადლობა საყვარელო

  • @ilia4658
    @ilia4658 3 года назад +3

    გადასარევი რეცეპტია დიდი მადლობა😍 მოვამზადებ აუცილებლად💝💝💝💝

  • @maiatab2309
    @maiatab2309 Год назад

    გაიხარე ლალიკო დიდი მადლობა❤❤❤❤❤❤

  • @mak712.
    @mak712. 3 года назад +2

    მადლობა პირველრიგში . ერთი რამ მინდა რომ გითხრათ , ბისკვიტი უკეთესია არ შედგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში , პირიქით შედგით ცივ ღუმელში , მერე ჩართეთ მხოლოდ ქვედა წვა , ბოლო ხუთი წუთი ჩაურთეთ ზედა წვა. არ ჩავარდება , კმაყოფილი დარჩებით. ( თუ სხვა ყველაფერი , პროპორციები კარგადა აქვს ბისკვიტს. ფქვილის დაკლებაც ერთ - ერთი მიზეზია ჩავარდნის. ) .

  • @mama_antoni
    @mama_antoni 9 месяцев назад

    უთვალავ ახალ წელს დაესწარით.

  • @rusudankalmakhelidze77
    @rusudankalmakhelidze77 3 года назад +2

    კარგი გოგო ხართ. მადლობა 👍

  • @ekaterinesamkharadze1921
    @ekaterinesamkharadze1921 Год назад

    გამარჯობა, ტორტის საცხობი ფორმის მაგივრად ქვაბში რომ ჩავუფინო საცხობი ქაღალდი გამოცხვება? ანუ ქვაბით რომ შევდგა საცხობ ღუმელში

  • @nanagamtenadze6402
    @nanagamtenadze6402 3 года назад

    ძალიან კარგი ადამიანი ხართ ლალი,მადლობა ყველა ვიდეოსათვის