🧐 მეორადები | როგორი მერსედესი ჩამოვიდა კორეიდან [Mercedes GLE Coupé 2017]

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 21 фев 2024
  • უკვე რამდენიმე წელია, რაც მეორადი ავტომობილების ჩამოსაყვანად სამხრეთ კორეის ბაზარი ძალიან საინტერესო გახდა. კორეიდან დაუზიანებელი ავტომობილების საკმაოდ საინტერესო ფასად ჩამოყვანა შეიძლება. ადრე Auto Import Georgia-ს მიერ ჩამოყვანილი SsangYong Rexton გაგაცანით, ახლა კი წარმოგიდგენთ Mercedes GLE Coupé-ს, რომელიც ასევე Auto Import Georgia-მ ჩამოიყვანა. ეს ბენცი 2017-წლიანია, ფოთამდე მისი ჩამოყვანა 33 000 დოლარი დაჯდა. გავლილი აქვს 123 000 კმ. ჩვენ ეს მანქანა შევამოწმეთ და ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორი მეორადი მერსედესის ჩამოყვანა შეიძლება კორეიდან.
    კომპანია Auto Import Georgia-ს სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი სავაჭრო პლატფორმის, Autowini-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და დაუზიანებელი მეორადი ავტომობილების ჩამოყვანაზეა ორიენტირებული.
    #mercedes #mercedesbenz #mercedesgle
    00:00 რა მანქანაა GLE Coupé?
    01:33 რა ფასად ჩამოიყვანეს?
    03:54 ცოტა რამ SUV-კუპეს ფენომენზე
    05:12 რა მდგომარეობაშია ერთი შეხედვით
    08:28 რას გვეუბნება გერმანული TUV?
    09:48 დეტალური შემოწმება ტექ. დათვალიერების ცენტრში
    22:33 დასკვნა
    - - - - - -
    • გამოიწერეთ არხი: ‪@autobildsakartvelo‬
    • გვიპოვეთ ფეისბუქზე: autobildgeorgia
    • Auto Import Georgia-ს გვერდი: autoimportge...
  • Авто/МотоАвто/Мото

Комментарии • 24

  • @teimurazmenteshashvili680
    @teimurazmenteshashvili680 5 месяцев назад +5

    ძალიან მომწონს Mercedes GLE coupe მოდელი. კონკრეტული ავტომობილიც მომეწონა.
    რაც შეეხება იმას, რომ BMW-მ კარგახნით ადრე გამოუშვა SUV-ის კუპე მოდელი, ეს ისეთი ერთი შეხედვით უაზრო ჩანაფიქრი იყო რომ, ბევრს არც მოუვიდოდა თავში. სად კუპე და სად ოთხკარიანი, ორხიდიანი SUV-ი? მაგრამ X 6-მა ასე თუ ისე გაამართლა გაყიდვებით და ავტომობილების ალოგიკურმა, აზრობრივად შეუსაბამო კონცეფციამ ხორცი შეისხა და ახალი ქვეკლასი ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა მერსედესმა ეწარმოებინა სრულამძრავიანი, მაღალი დაკიდების მქონე კუპე ავტომობილი და მე მგონი სილამაზით და ელეგანტური ხაზების მქონე უკეთესი მოდელი შესთავაზა მსოფლიოს. მითუმეტეს რომ , მერსედესი პიონერი იყო SUV-ების გამოშვებაში, მისი ML ხომ X 5-ზე ადრე შეიქმნა.
    სიამოვნებით შევიძენდი Mercedes GLE კუპეს, მაგრამ ფასი "იკბინება". თანაც მიმაჩნია, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით საავტომობილო ინფრასტრუქტურა და ტექნიკური მომსახურების ცენტრების დონე არ არის სათანადო დონეზე. ჩვენთან ხომ ძირითადად ავტომობილს 3-5 წლის პერსპექტივით არ ყიდულობენ როგორც ევროპასა და ამერიკაში. ჩვენთან ეს დრო გაცილებით დიდია. შვიდი წლის, უგარანტიო ავტომობილის მოვლა-შენახვა დიდ ხარჯებს მოითხოვს.

  • @giorgisanikidze6914
    @giorgisanikidze6914 5 месяцев назад +1

    კაია. მეორადებზე ხშირად გააკეთეთ რა!

  • @user-bf5ie4ig5g
    @user-bf5ie4ig5g 5 месяцев назад +1

    მეგონა გარბენზეც შეამოწმებდი ან თუ ამოწმებენ საქართველოში ❤

  • @dimitripkhaladze3268
    @dimitripkhaladze3268 5 месяцев назад +4

    კორეა სხვა ცივილიზაცია და კულტურაა.ამერიკულად მიმძღნერილი ნაღდად არ იქნება

  • @Zio19867
    @Zio19867 5 месяцев назад +1

    წარმატებები

  • @iraklisaluqvadze3438
    @iraklisaluqvadze3438 5 месяцев назад

  • @ivanejiquri2985
    @ivanejiquri2985 5 месяцев назад

    👍👍👍

  • @Lasha_official_geo
    @Lasha_official_geo 5 месяцев назад

    ❤❤

  • @zviadkharchilava933
    @zviadkharchilava933 4 месяца назад

    ფასი კარგია, მაგრამ მანქანების 90%-ზე გარბენი ჩამოყრილია. ორიგინალ გარბენზე ძალიან ძვირი ღირს

  • @giorgimargania5592
    @giorgimargania5592 5 месяцев назад

    Infiniti g37 gadaiget

  • @leksolekishvili5492
    @leksolekishvili5492 5 месяцев назад

    ვინ რა ნაბიჯი გასადგა მერსედესს უფრო ადრე ქონდა ეს კონცეპტი და ბმვ მოიპარა!!!

  • @Lasha_Nebieridze
    @Lasha_Nebieridze 5 месяцев назад +2

    25 წლის მერსედესი მყავს ნახევარმილიონიანი გარბენით და საერთოდ არ იკლებს😂😂

    • @autobildsakartvelo
      @autobildsakartvelo  5 месяцев назад +2

      ეჰ, 90-იანების და 80-იანების მერსედესების ხარისხი ცალკე სალაპარაკო თემაა და ერთი გადაცემაც კი არ ეყოფა მაგაზე ლაპარაკს ))

  • @bewatermyfriend22
    @bewatermyfriend22 4 месяца назад

    შენ და ვაფშე ყველა თქვენ იძახით რომ მანდ მამქანებს არაკუკლავებენ და ქარხნულ მდგომარეობაში იყიდება?

  • @nikoloznikolozi2416
    @nikoloznikolozi2416 5 месяцев назад

    ორიგინალია ეგ კმ?))

    • @autobildsakartvelo
      @autobildsakartvelo  5 месяцев назад

      ყოველ შემთხვევაში, არაფერი მეტყველებს იმაზე რომ არ არის ორიგინალი 😇 ისე, კორეაში ყრიან გარბენებს ოხრად, მაგრამ ავტო იმპორტ ჯორჯიას აქვს რესურსები, რომ შეამოწმოს - მათ შორის, ადგილზეც.

  • @giorgixujadze582
    @giorgixujadze582 5 месяцев назад

    კორეული კია ეგ მანქანა მაგრამ ფარები ამერიკული ვერსია რატომ აყენია? 🤔🤔🤔

    • @autobildsakartvelo
      @autobildsakartvelo  5 месяцев назад +2

      კორეიდანაა ჩამოყვანილი, თორემ კორეაში აწყობილი არ არის. ამერიკაში იწარმოება GLE და ამერიკის ბაზრისთვის შექმნილი ვერსიაა თავის დროზე გაყიდული კორეაშიც. მოკლედ, ამერიკულია :) უბრალოდ კორეიდანაა ჩამოყვანილი )

    • @giorgixujadze582
      @giorgixujadze582 5 месяцев назад

      @@autobildsakartvelo გამიკვირდა ხო, 205 ხო ამერიკაში იწყობა მაგრამ ბევრი კორეული მინახავს ევროპული სტანდარტის ფარებით

  • @bekamikeladze4226
    @bekamikeladze4226 5 месяцев назад

    GLE არის ემელი მაგრამ GLE Coupe სხვა ხაზია

    • @autobildsakartvelo
      @autobildsakartvelo  5 месяцев назад

      პირველი თაობის GLE და GLE Coupe არის ბოლო ML-ის ფეისლიფტი, იდენტური პლატფორმით. ანუ, W166-ის ფეისლიფტია პირველი GLE-ები.

  • @gigamargvelashvili1649
    @gigamargvelashvili1649 5 месяцев назад

    რავიცი აგე ამერიკაში გვერდით ყიდის 25,000 ვერ გაყიდა რამდენი ხანია.აქ შავკანიანი ბარიგების გარდა არავინ ყიდულობს,მასიურად ტოიოტა და ხონდა .დიდათ არ იყიდება ქართველები ხო სხვა თემაა.მეც მყავდა და არასდროს ვიყიდი აწინ.იაპონური.სხვა არაცეთი. კომფორტი კი ვერავინ ვერ შეედრება მარა მარტო კომფორტი .???

  • @tedochaligava7147
    @tedochaligava7147 5 месяцев назад

    წარმატებები