სიახლე რეანიმაციული სერვისების დაფინანსებაში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 12 сен 2024
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ძვირადღირებული რეანიმაციული სერვისების დაფინანსება იზრდება. პროექტი საპილოტე სახით სექტემბრიდან ამოქმედდება. ეს ერთ-ერთია იმ მოთხოვნებიდან, რასაც ჰოსპიტალური სექტორი რეფორმის ამოქმედების შემდეგ აყენებდა. ცვლილების მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფიქსირებულ ტარიფთან ერთად, გამონაკლისის სახით, მკურნალობა საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. ეს კი კლინიკებისთვის დამატებითი ფინანსებია, რამაც საბოლოო ჯამში პაციენტების მკურნალობისა და მოვლის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებში, რეანიმაციის შემდგომ, პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის, სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •