უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 16 ადამიანი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 окт 2024
  • 2022 წლის 7 მარტის უკრაინის სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოთხოვნით გაიმართა. მოთხოვნების გაჟღერებისა და 50 მეტრიანი დროშის გაშლის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით კანცელარიის წინ გადაინაცვლეს. მოგვიანებით კი, ხელისუფლების პრორუსულ განცხადებებზე გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მთავრობის კანცელარიის შენობას ტუალეტის ქაღალდები ვესროლეთ.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მარტს დაკავებული 16 ადამიანი ჯამში 34 300 ლარით დააჯარიმა. მათ შორის, ჩვენი მოძრაობის 6 აქტივისტს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 15 800 ლარის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმebის გადახდა მოქალაქეთა შემოწირულობებით მოხერხდა.

Комментарии •