საძირკვლის ფილა და კოჭი | ეპ. # 12

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 окт 2024
  • #არქიტექტურულიპროექტი #არქიტექტურა #პროექტისშეთანხმება #სტადიაპროექტი #არქიტექტურისსამსახური #ექშენმენ #ექშენრჩევები #ექშენმენისრჩევები #რემონტისრჩევები #რემონტი #მშენებლობა #მშენებლობისრჩევები #remonti #mshenebloba #კერძოსახლი #სახლი #კერძოსახლისმშენებლობა #სახლისმშენებლობა #მერიაშიპროექტისშეთანხმება #მშენებლობისნებართვა #ნებართვა #ნებართვისაღება #პროექტისნებართვა
    #მიწისსამუშაოები #მიწისმოჭრა #მიწისგატანა #გრუნტი #ექსკავაცია #საძირკველი #წერტილოვანისაძირკველი #ტერიტორიისმოსწორება
    #საძირკველი #საძირკვლისმოწყობა #საძირკვლებისმოწყობა #სახლისსაძირკველი #საძირკველისჩასხმა #საძირკველისმოწყობა #სახლისსაძირკველი #რანდკოჭი #რანდკოჭები #ფილა #საძირკვლისფილა

Комментарии • 38

  • @elkoko7813
    @elkoko7813 Год назад +1

    სუპერ. მადლობა

  • @BonVoyageWorld
    @BonVoyageWorld Год назад

    საინტერესოა, დიდი მადლობა

  • @Lifeislifeandlove
    @Lifeislifeandlove Год назад

    მადლობა ❤️ როგორც ყოველთვის საუკეთესო რჩევები გაქვთ.

  • @jabazedgenidze664
    @jabazedgenidze664 Год назад

    საინტერესოა 👍

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад

      მადლობა, გაიხარეთ 😊😊😊

  • @დავითმაკარაძე
    @დავითმაკარაძე 10 месяцев назад

    კარგი ვიდეოა, თუ შეიძლება თქვენი აზრი რომ გვითხრათ ეგრეთწოდებულ ფილაში დამალულ რიგელებზე

    • @renovationtips
      @renovationtips  10 месяцев назад

      მადლობა, გაიხარეთ.
      ფარულ რიგელი ძალიან კარგი გადაწყვეტაა გაბსაკუთრებით მაშინ როდესაც ჭერებზე გადის ბევრი კომუნიკაცია, რომელთაც გადაკვეთები აქვთ და აღარ გვიწევს რიგელების ქვეშ მათი ტარება და ჭერის დაპატარავება.
      თუმცა უფრო სქელ ფილას ვასხავთ და შეიძლება საყრდენი კედლებიც მოითხოვოს მთელ რიგ შემთხვევებში ანუ ხარჯი იზრდება.
      თუმცა იმდენად კომფორტულია რომ ფული თუ გვაქვს შესაბამისი, მაშინ არ უნდა დავფიქრდეთ და გავაკეთოთ.

  • @leeshinshun4438
    @leeshinshun4438 Год назад +1

    მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ჭირს ასეთი სახის ვიდეოები. გადმოცემაც ძალიან კარგი გაქვთ, ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა. მაინტერესებს ბეტონის მოზიდვის შემდგომ თუ გაკეთდა კუბიკი ლაბორატორიაში გამოსაკვლევად? ასევე რა სიღრმეზე გაქვთ მოწყობილი საძირკველი?

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад +2

      გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში დადებითი შეფასებისთვის.
      ზოგადად, ბეტონის ქარხანა სელექციურად ამოწმებს ბეტონის კლასს საკუთარი ლაბორატორიით. თუ ადამიანს მოესურვება არსებობს დამოუკიდებელი ლაბორატორიები გადაუხდით ფულს და შეამოწმებენ. გარდა ამისა ასევე არსებობს შმიდტის ჩაქუჩი რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ასევე შეამოწმოთ ბეტონის სიმტკიცე.
      საძირკველი კონსტრუქციული პროექტით გათვალისწინებული იყო -1.1 მეტრზე, აქედან 20 სმ საშუალოდ ბალასტი, შემდეგ 10 სმ მოსამზადებელი ფენა და 30 სმ წერტილოვანი საძირკველი, შემდეგ კი რანდკოჭი და არმირებული იატაკის ფილა.

  • @IzoldaUshveridze
    @IzoldaUshveridze Месяц назад

    აშენებული სახლის ერთი მხარე ავარიულ მდგომარეობაშია საძირკველი ვიცი მაგრამ კედლების გამაგრება როგორ ხდება იქნებ გაქვთ რამე ვიდეო

    • @renovationtips
      @renovationtips  Месяц назад

      სამწუხაროდ კედლის გამაგრების ვიდეო არ მაქვს. თუმცა კედლის გამგრება როგორ უნდა მოხდეს რა მასალით და ასე შემდეგ ეს ინდივიდუალურია და აუცილებლად კონსტრუქტორმა უნდა განსაზღვროს ან შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტმა არსებული სიტუაციის ნახვის შემდეგ.

  • @jabausenashvili9778
    @jabausenashvili9778 Год назад

    ჯონი, პირველი სართულის იატაკის ფილის არმირებამდე არ იყო საჭირო ცელოფნის დაფენა?

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад +1

      მე მიმაჩნია რომ თუ ნესტისგან დაცვა გვჭირდება ცელოფანზე უკეთესი ვარიანტია 1) ბეტონში ჰიდროსაიზოლაციო დანამატის შერევა 2) უკვე დასხმულ ფილაზე ჰიდროიზოლაციის გაკეთება. თუმცა თუ ცელოფანს დაუფენთ გარკვეულ შედეგს მიიღებთ.

  • @KAXIKAXA
    @KAXIKAXA 5 месяцев назад

    გაუმარჯოს მაინტერესებს ბალიშებზე პირდაპირ მოგიწია ფილის დასხმა და ჩემთან ნახაზში ბალიშიდან 50 სმ ბალასტით შევსება და მერე 30 სმ 0 ნიშნულამდე რკინა ბეტონი და მიზეზი რა არის ამ სხვაობის?

    • @renovationtips
      @renovationtips  5 месяцев назад

      გამარჯობა, ბალიშებზე პირდაპირ გადაიარა რანდკოჭმა, და შემდეგ ფილა დაესხა. ბალიშის შემდეგ ალბათ კოლონებია პატარა რომ მიწის სასრველ ნიშნულზე ამოვიდეს, თუ რას ნიშნავს ბალიშზე ბალასტია დაყრა 50 სმ?

    • @KAXIKAXA
      @KAXIKAXA 4 месяца назад

      კიი ბალიშების შემდგომ პატარა კოლონები უწევს და მერე რანდკოჭი
      ამ ბალიშების და რანდკოჭის შუაში 50 სმ ბალასტით შევსება უწერია ხო და ჩემთან რატო მოუწია ეგრე თქო მიზეზი მაინტერესებდა 🙂

    • @renovationtips
      @renovationtips  4 месяца назад +1

      რატომ და სხვადასხვა გრუნტის დროს სხვადასხვა სიღრმეზე უწევს დაფუძნება შენობას. თქვენთან ალბათ სასურველი გრუნტი უფრო დაბლა იყო ვიდრე ჩემთან, რის გამოც საჭირო გახდა საძირკვლიდან კოლონები, რომ ამოსულიყო მიწის ნიშნულზე.

    • @KAXIKAXA
      @KAXIKAXA 4 месяца назад

      მადლობა დიდი გასაგებია ყველა ადგილი ინდივიდუალურად მოითხოვს საძირკველის მოწყობას👍

    • @KAXIKAXA
      @KAXIKAXA 4 месяца назад

      მე ვიფიქრე ბალიშებზე რანდკოჭი მაგიტომ გადაატარე უფრო მყარი რო ყოფილიყო მაგან დამაინტერესა

  • @soposhengelia1274
    @soposhengelia1274 4 месяца назад

    კოლონის და ფილის ჩასხმა ერთდროულად თუ არის შესაძლებელი?

    • @renovationtips
      @renovationtips  4 месяца назад +1

      თუ ისეთი ტექნოლოგიით კეთდება როგორც ვიდეოშია მაშინ პრაქტიკულად ძალიან ძნელი იქნება ან კიდევ არარაციონალური. რატომ გსურთ ერთად ჩასხმა ?

    • @soposhengelia1274
      @soposhengelia1274 4 месяца назад

      @@renovationtips ჩემმა ხელოსნებმა მითხრეს ერთად ჩავასხამთო, ვითომ პომპის ქირაობის შეღავათს მიკეთებენ , მაგრამ როგორც ვატყობ ეგენი აშენების მაგივრად დამაქცევენ:)

    • @renovationtips
      @renovationtips  4 месяца назад

      პროექტი ვინც გააკეთა კონსტრუქციული ხომ გაქვთ მასთან კავშირი? რომ დაურეკოთ და კითხოთ ასე აპირებენთქო და რას ფიქრობთქო. მე რომ ვაკეთებდე არ გავაკეთებდი და არ ვიფიქრებდი ეკონომიის გაკეთებაზე. ჯერ კარკასს აკეთებთ და მერე იწყებთ ბლოკის წყობას ? ზოგჯერ ბლოკს აშენებენ და მერე ტოვებენ სიცარიელეებს და ისე ასხამენ კოლონებს რომ დაზოგონ ხარჯი ყალიბის და მსგავსი პრინციპით ხო არ აშენებთ?

    • @soposhengelia1274
      @soposhengelia1274 4 месяца назад

      ​@@renovationtipsარც კონსტრუქტორმა არ მირჩია, გაუმართლებელიაო.. კი ჯერ კარკასი შენდება და შემდეგ ბლოკი.. მადლობა თქვენი ვიდეოები ძალიან მეხმარება👍

    • @renovationtips
      @renovationtips  4 месяца назад

      მაშინ დაუჯერეთ კონსტრუქტორს. შეუძლებელი არაა, მაგრამ იმდენი გამაგრება დაჭირდება და იმდენად ძნელი იქნება რომ პომპის მომსახურება 1 ჩასხმა ჯდება 600-750 ლარის ფარგლებში და მაგ პრინციპით შეიძლება ამ თანხაზე 2-3 ჯერ ძვირი დაჯდეს და პლიუს თუ არ იქნება ძალიან გამოცდილი ტიპები, რომელთაც ეს მანამდეც ბევრჯერ გაუკეთებიათ, მაშინ პლიუს დიდი რისკია ისეთი რამე მოხდეს რასაც მტერს არ ვუსურვებ.

  • @nikajikia8919
    @nikajikia8919 Год назад

    Თუ ხარისხზეა საუბარი მე სხვა თანმიმდევრობით მივყვებოდი.1)წერტილოვანი საძირკვლებს შორის გავმართავდი ყალიბს 2) ჩავასხამდი ბეტონს. 3) რათქმაუნდა მერე გავანთავისუფლებდი ბეტონს ყალიბისაგან .4)კოჭის კედლებს დავამუშავებდი თხევადი ჰიდრო საიზოლაციო მასით. 5)კოჭებს შორის მიწას დავავიბროებდი .6) დავყრიდი უფრო წვრილ ფრაქცია ღორღს (წვრილი ფრაქცია იმიტომ რომ დატკეპვნისდროს კარგად ჯდება და ბეტონს მეტი სიმყარე აქვს ქვემოთ დაჯდომის პროცესში ბზარები რმ არ მიიღოს) ანუ კარგად დავტკეპნიდი მიწასაც და ღორღსაც.7)მოვჭიმავდი ცელოფანს 2 მიმართულებით .8)მერე არმირება და ბეტონი.ეს ჩემი აზრია ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს❤

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад

      სწორი თანმიმდევრობაა და ტექნოლოგიაა. თუმცა რა თქმდა უნდა ყოველთვის არსებობს ალტერნატიული მიდგომები, რომელიც არსებულ სიტუაციაში შესრულებადია და შეთანხმებულია კონსტრუქტორთან და ხარისხი არ მცირდება და არც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აღნიშნული ტექნოლოგიით.
      1) კოჭის კედლებს რატომ დაამუშავებდით თხევადი ჰიდროიზოლაციით? 2) ცელოფანს რა აზრი აქვს თუ არმირების პროცესში მისი მთლიანობა აუცილებლად დაირღვეოდა?

    • @nikajikia8919
      @nikajikia8919 Год назад

      @@renovationtips ეს არ იყო რჩევა და შენიშვნა უბრალოდ ჩემ სახლში ასე მოვიქცეოდი❤ კოჭების კედლებს იმიტომ დავამუშავებდი რო მაქსიმალურად იყოს ჰიდრო იზოლაცია დაცული ვინაიდან ბეტონს დიდი უნარი აქვს აიღოს ნესტი მიწიდან.2)ცელოფნის საფარის გაკეთება იმ ადგილზე სადაც ღორღია ესეც ჰიდრო იზოლაციაა და არა მარტო.მიწიდან ხდება დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებეების აორთქლება რის შემოღწევას ხელს უშლის საცხოვრებელ ფართზე.

    • @nikajikia8919
      @nikajikia8919 Год назад

      @@renovationtips კარგ საქმეს აკეტებთ გამოცდილების ,ცოდნის გაზიარებით და სწორი მიმართულებით .მეტი სწორი ინფორმაცია ნაკლებ დაშვებულ შეცდომას უდრის .წარმატებები🙏

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад +2

      კარგია ყოველთვის რჩევების მოსმენა და მე ამის მიმართ მუდამ ღია ვარ.
      მესმის რომ ჰიდროიზოლირება კარგი იდეაა თუმცა თუ არაა გრუნტის წყლები მაშინ ბეტონის ჰიდროიზოლირება რეალურად საჭირო არაა. თუმცა თუ გააკეთებთ რა თქმა უნდა ცუდი არაა.
      ცელოფანს რაც შეეხება იმდენად დაიხევა და გაფუჭდება ცელოფანი მასზე არმირების მოწყობისას რომ რეალურად აზრი არ აქვს. ამიტომ თუ სინესტეს პრობლემასთან უფრო ღრმა ბრძოლა გვსურს, საჭიროა ჯერ მოსამზადებელი ფენა ბეტონის დასხმა შემდეგ ჰიდროიზოლაცია და შემდეგ არმირებული ბეტონი.

    • @renovationtips
      @renovationtips  Год назад

      გაიხარეთ, მადლობა თქვენც თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის.