შეხვედრა წარმატებულ დოქტორანტებთან

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 14 дек 2022
  • დოქტორანტებს, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და კვლევების ჩასატარებლად გრანტი მოიპოვეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია შეხვდა.
    მან მიულოცა თსუ დოქტორანტებს წარმატება და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
    2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან, ყველაზე მეტი - 35 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.
    კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.
    თსუ წარმატებული დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში.

Комментарии •