ხინკალი Khinkali

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 окт 2021
  • ხინკლის წარმოშობაზე დავა, ძველთაძველი ამბავია და დასათმობადაც არავის ემეტება. თუმცა, იმაზე კი ყველა თანხმდება, რომ ტრადიციული ხინკალი, პირველად, საქართველოს მთაში უნდა მოეხვია ბარაქიანი მასპინძლის ხელს და ბარად იქიდან გავრცელებულიყო.
    ეთნოგრაფში, ხინკალი მთიულური წესით და ტრადიციის მკაცრი დაცვით მოვამზადეთ. სამზადისს თიანეთიდან საგანგებოდ მოწვეული ხინკლის ოსტატი ჩასდგომია სათავეში: ხორცს ჯერ ხანჯლით კეპავს, გემოვნებით აზავებს; მაგარ ცომს ზელს და მერე, ისე კოხტად ახვევს, მნახველს თვალსაც დაუყენებს.
    ღია ცეცხლზე შემომდგარი სპილენძის ქვაბიდან, მალე, თავბრუდახვევი ოხშივარი იპარება. გემო კიდევ... არაფერზე რომ გაიცვლება, ისეთი გემოს დღესასწაული დგება ეთნოგრაფში!

Комментарии • 1

  • @user-ew2gl4hl9f
    @user-ew2gl4hl9f Год назад +2

    Вот настоящие хинкали ,браво