სანდროს ღამის ლაივი #16 | სანდრო წიგნების სია ეკონომიკაზე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 6 сен 2024
  • სანდრო რაქვიაშვილის ყოველკვირეული ღამის ლაივი 👉 დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება წიგნებს, რომლის წაკითხვას გირჩევთ, თუ ეკონომიკა გაინტერესებთ.
    ცხადია, თქვენ კითხვებსაც ვუპასუხებ.
    წიგნების სია:
    წიგნები, რომლებიც მარტივად იკითხება
    1. უ. ბლოკი „დაცვა ვერდასაცავისა“
    2. Peter T. Leeson The Invisible Hook: The Hidden Economics of Pirates
    3. Friedrich A. Hayek, The Road to Serfdom
    4. Leonard E. Read I, Pencil
    5. კ. სქულანდი ჯონათან გალიბლის თავგადასავალი: თავისუფალი ბაზრის ოდისეა
    6. Henry Hazlitt Economics in One Lesson
    7. Milton Friedman, Capitalism and Freedom
    8. Jared M. Diamond Guns, Germs, and Steel: The Fates of Human Societies
    9. Julian Lincoln Simon The Ultimate Resource 2
    პოლიტიკური ფილოსოფია
    10. Will Kymlicka Contemporary Political Philosophy: An Introduction
    11. Robert Nozick Anarchy, State, and Utopia
    12. Edward Stringham Anarchy, State And Public Choice (New Thinking in Political Economy)
    13. Murray N. Rothbard For a New Liberty: The Libertarian Manifesto
    14. Chandran Kukathas The Liberal Archipelago: A Theory of Diversity and Freedom
    15. Franz Oppenheimer The State
    16. Hannah Arendt On Revolution
    17. Hannah Arendt On Violence
    18. Ernst Kantorowicz The King's Two Bodies: A Study in Medieval Political Theology
    19. Bertrand de Jouvenel On Power: The Natural History of Its Growth
    20. Frans de Waal Chimpanzee Politics: Power and Sex among Apes
    მეცნიერების მეთოდოლოგია
    21. Mark BlaugThe Methodology of Economics: Or, How Economists Explain
    22. Paul Feyerabend The Tyranny of Science
    23. Paul Feyerabend Science in a Free Society
    სამართალი
    24. Bruno Leoni Freedom and the Law
    25. Lon L. Fuller The Morality of Law
    26. Friedrich A. Hayek Law, Legislation, and Liberty
    ეკონომიკა
    27. Ludwig von Mises Human Action
    28. ფ.ა. ჰაიეკი თავისუფლების კონსტიტუცია
    29. Friedrich A. Hayek The Fatal Conceit: The Errors of Socialism
    30. Charles Adams For Good and Evil: The Impact of Taxes on the Course of Civilization
    31. Murray N. Rothbard A History of Money and Banking in the United States: The Colonial Era to World War II
    32. Jesus Huerta de Soto Money, Bank Credit, and Economic Cycles
    33. Lawrence H. White Better Money
    ისტორია
    34. Murray N. Rothbard Economic Thought Before Adam Smith: An Austrian Perspective on the History of Economic Thought (Vol. 1)
    35. Joseph A. Schumpeter History of Economic Analysis
    36. Jörg Guido Hülsmann Mises: The Last Knight of Liberalism
    37. Martin van Creveld The Rise and Decline of the State
    38. Deirdre N. McCloskey The Rhetoric of Economics (Rhetoric of the Human Sciences)
    🔵 შემოგვიერთდი ჯგუფში: / npcmemb
    🟢 Website: www.girchi.com/
    🔵 Facebook: / girchiparty
    🟠 Instagram: / girchiparty
    🔵 Twitter: / girchiparty
    🟠 SoundCloud: / girchi36
    ⚫ TikTok: / girchiparty
    🟢 Spotify: spoti.fi/3vPeqsb
    🔵 LinkedIn: bit.ly/3JPqbUZ

Комментарии • 7

  • @alexanderrakviashvili1595
    @alexanderrakviashvili1595 Месяц назад +14

    წიგნები, რომლებიც მარტივად იკითხება
    1. უ. ბლოკი „დაცვა ვერდასაცავისა“
    2. Peter T. Leeson The Invisible Hook: The Hidden Economics of Pirates
    3. Friedrich A. Hayek, The Road to Serfdom
    4. Leonard E. Read I, Pencil
    5. კ. სქულანდი ჯონათან გალიბლის თავგადასავალი: თავისუფალი ბაზრის ოდისეა
    6. Henry Hazlitt Economics in One Lesson
    7. Milton Friedman, Capitalism and Freedom
    8. Jared M. Diamond Guns, Germs, and Steel: The Fates of Human Societies
    9. Julian Lincoln Simon The Ultimate Resource 2
    პოლიტიკური ფილოსოფია
    10. Will Kymlicka Contemporary Political Philosophy: An Introduction
    11. Robert Nozick Anarchy, State, and Utopia
    12. Edward Stringham Anarchy, State And Public Choice (New Thinking in Political Economy)
    13. Murray N. Rothbard For a New Liberty: The Libertarian Manifesto
    14. Chandran Kukathas The Liberal Archipelago: A Theory of Diversity and Freedom
    15. Franz Oppenheimer The State
    16. Hannah Arendt On Revolution
    17. Hannah Arendt On Violence
    18. Ernst Kantorowicz The King's Two Bodies: A Study in Medieval Political Theology
    19. Bertrand de Jouvenel On Power: The Natural History of Its Growth
    20. Frans de Waal Chimpanzee Politics: Power and Sex among Apes
    მეცნიერების მეთოდოლოგია
    21. Mark BlaugThe Methodology of Economics: Or, How Economists Explain
    22. Paul Feyerabend The Tyranny of Science
    23. Paul Feyerabend Science in a Free Society
    სამართალი
    24. Bruno Leoni Freedom and the Law
    25. Lon L. Fuller The Morality of Law
    26. Friedrich A. Hayek Law, Legislation, and Liberty
    ეკონომიკა
    27. Ludwig von Mises Human Action
    28. ფ.ა. ჰაიეკი თავისუფლების კონსტიტუცია
    29. Friedrich A. Hayek The Fatal Conceit: The Errors of Socialism
    30. Charles Adams For Good and Evil: The Impact of Taxes on the Course of Civilization
    31. Murray N. Rothbard A History of Money and Banking in the United States: The Colonial Era to World War II
    32. Jesus Huerta de Soto Money, Bank Credit, and Economic Cycles
    33. Lawrence H. White Better Money
    ისტორია
    34. Murray N. Rothbard Economic Thought Before Adam Smith: An Austrian Perspective on the History of Economic Thought (Vol. 1)
    35. Joseph A. Schumpeter History of Economic Analysis
    36. Jörg Guido Hülsmann Mises: The Last Knight of Liberalism
    37. Martin van Creveld The Rise and Decline of the State
    38. Deirdre N. McCloskey The Rhetoric of Economics (Rhetoric of the Human Sciences)

    • @TarasssMarasss
      @TarasssMarasss Месяц назад

      სანდრო, სანამ წიგნებს ჩავუჯდები მინდა გავიგო, მივიღებ თუ არა იმ კითხვებზე პასუხებს და ინფორმაციას იმ საკითხებზე რაც მაინტერესებს და რასაც ამ წიგნების წაკითხვისგან ველოდები. ამიტომ ჯერ მინდა "ტერმინების შინაარსზე" შეთანხმების არ იყოს, მეც ჯერ დავადგინო ჩემი წარმოდგენები, თუ რა შეიძლება იყოს ეკონომიკა ,რამდენად ემთხვევა იმ შინაარს რასაც შენ ეკონომიკაზე საუბრისას გულისხმობდი ამ ლაივში. მინდა ჩამოვთვალო ის საკითხები რაც მაინტერესებს, გითხრა ჩემი წარმოდგენები და გავიგო შედის თუ არა ეს ყველაფერი, შენი წარმოდგენით, ეკონომიკის სფეროში და მივიღებ თუ არა პასუხებს იმ კითხვებზე რაც მაინტერესებს ამ წიგნების წაკითხვით?
      ეკონომიკური განათლება საერთოდ არ მაქვს, ისიც კი არ ვიცი რას ნიშნავს ეკონომიკა. ჩემი შეხედულებით, ზოგადად ადამიანს, პირველყოფილსაც და თანამედროვესაც, ისევე როგორც ცხოველებს, ბუნებით მისწრაფება აქვს და ამისთვისაც იბრძვის,რომ დაიკმაყოფილოს ის საბაზისო აუცილებელი პირობები რაც საარსებოდ სჭირდება ( არა უბრალოდ საარსებოდ, არამედ რომ კარგად იარსებოს) ეს არის საჭმელი/სასმელი, კომფორტული/უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და ძალაუფლება რომ ეს ყველა პირობა შენთვის შეიქმნა და შენი სხვა ინტერესებიც გაატარო სხვებზე ძალადობის გზით და არა მარტო. ჩემი შეხედულებით, ადამიანისთვის ესენია პირველ რიგში ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელი, რადგან ამათ გარეშე არც სხვა არაფერი იარსებებს, როგორიცაა მაგალითად სულიერო საზრდო, გართობა, ხელოვნება და ასე შემდეგ. 1 კილო კარტოფილზე გაყიდული ხმების არ იყოს,რაზეც ვერ დაზრახავ. ზოგს რა აქვს ყოველდღიურ საფიქრელად პრობლემა და ზოგს რა.
      ამიტომ ჩემი აზრით, არსებობს უმაღლესი ხარისხის ღირებულებები/რესურსები რისთვისაც ადამიანები ბუნებრივად იბრძვიან და ასევე მეორეხარისხოვანი - ნაკლებ მნიშვნელოვანი. ისინი ვინც ხარისხობრივად ყველაზე მეტად მოახერხებენ ჩემ მიერ ჩამოთვლილი რესურსების მოპოვებას, მით უფრო ძლიერები და წარმატებულები იქნებიან. ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ ადამიანს, ისე ადამიანთა ჯგუფებს, სახელმწიფოებს და ა.შ. ჩემი შეხედულებით ეკონომიკა სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლის საშუალებების, პროცესის და სისტემების გაერთიანებაა. ჩემთვის ინდივიდუალური ადამიანის , თუნდაც პირველყოფილის, ბრძოლა ამ რესურსების მოპოვებისთვის, მის თავში პროცესების/საშუალებების და მიზნების დალაგება და დაგეგმილად თუ დაუგეგმავად მათი განხორციელებაც ისეთივე "ეკონიმაკაა", როგორც ადამიანის ჯგუფებში იგივე პროცესი ან სახელმწიფოებში დღეს უკვე ჩამოყალიბებული სისტემები რასაც ეკონომიკას ვეძახით. სახელმწიფოც ხო შეიძლება წარმოიდგინო როგორც ერთი ადამიანი და მისი ბრძოლა იმ რესურსების მოპოვებისთვის რაც მე ღირებულად მივიჩნიე. ოღონდ ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფი სისტემის საშუალებით ცდილობს ამ მიზნების მიღწევას და პროცესის ბევრად ჩახლართულია.

    • @TarasssMarasss
      @TarasssMarasss Месяц назад

      აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ დღევანდელი სახით ეკონომიკა არ შეიძლება არსებობდეს თავისით, ანუ იგი შეიძლება ითქვას შექმნილია ადამიანის მიერ და მას ვისაც ნამდვილად ესმის და შესწავლილი აქვს ეკონომიკა, მგონია რომ, ავტომატურად მის ყოველ ნაწილში ხედავს იმ სურვილს, მიზანს, და მისწრაფებეს რაც ადამიანებმა მისი შექმნისას ჩადეს,ან რა მიმართულებაც/დანიშნულებაც მისცეს მას. მშურს ეგეთი ადამიანის , მგონია რომ მას ვისაც ეს ესმის ძალიან დიდი რამის დანახვა შეუძლია და ბევრ რამეს აცნობიერებს.მეც მინდა რომ ამ კუთხით "ამეხილოს თვალი".
      მგონია რომ უნივერსიტეტებში , დღეს როცა ეკონომიკას "ასწავლკიან" , მხოლოდ ვიწრო ტექნიკურ დეტალებს ეხებიან რაც დღევანდელ ჩახლარტლ ეკონომიკურ სისტემებს შეადგენს, ფართო სურათს კი ვერ ანახვებენ ადამიანს. მე კიდე ჯერ ფართო სურათის და არსის დანახვა მინდა და შემდეგ მისი შემადგენელი ნაწილების თუ ტექნიკური მეთოდების შესწავლა, რაც რაღაცა მიზნის მიღწევას ემსახურება თუ რაღაცის რაღაცაზე გავლენას ასახავს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დავინახო ადამიანის აზრები, მისწრაფებები, სურვილები და ბრძოლის მეთოდები იმ პირველადი ღირებულებებისთვის რაც ჩამოვთვალე და რაც მგონია რომ აუცილებლად აისახება იმ რთულ ეკონომიკებში რაც დღეს არსებობს. ამ კუთხით მაინტერესებს რა არის ეკონომიკა, როგორი არის დღევანდელი მოწყობა ამ სისტემის რაშიც ადამინს თუ ადამიანთა ჯგუფს უწევს არსებობისთვის და პირველადი ღირებულებებისთვის ბრძოლა.
      არ ვიცი რამდენად დამეხმარება ამ საკითხების გაცნობაში შენს მიერ ჩამოთვლილი წიგნები, ამიტომაც გეკითხები შენ ამას. ბოდიში ამხელა კომენტარისთვის.

    • @alexanderrakviashvili1595
      @alexanderrakviashvili1595 Месяц назад

      @@TarasssMarasss 1. რაც შენ დაწერე, ახალი არაა. ამას მასლოუს პირამიდა ჰქვია, თუმცა ცდები იმაში, რომ რადგან საჭმელი გვჭირდება, რომ არ მოვკვდეთ, მას უფრო დიდი ღირებულება აქვს, ვიდრე სულიერ სიკეთეებს. პირიქით, მაღალი რანგის სიკეთეები, მაგალითად, ცოდნისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ბევრად დიდი სიამოვნებას ანიჭებს ხშირად ადამიანს, ვიდრე საჭმელი თუ სხვა საბაზისო სიკეთეები, და ამიტომაც ისინი უფრო ფასობენ. სხვა თუ არაფერი, ადმიანები ხშირად ცხოვრებას წირავენ, რათა საკუთარი სულიერი მიზნები დააკმაყოფილონ, ანი ამ მაღალი რანგის მიზნებს ყველაზე მეტად აფასებენ სამყაროში.
      2. ეკონომიკაზე, ბუნებრივია, ცდები. ბუნებრივია კი იმიტომ, რომ შენით აღიარე, რომ არ იცი, თუ რა არის ეკონომიკა. წიგნები კი იმისთვის გვჭირდება, რომ ყოველ ჯერზე ბორბლის გამოყენება არ გვიწევდეს და არ ვიმეორებდეთ შეცდომებს, რომელიც ჩვენ წინაპრებს უკვე დაშვებული აქვს. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ეკონომიკური თეორია გამოიგონო, სჯობს, უბრალოდ წაიკითხო წიგნი. ამ შემთხვევაში, გირჩევ ლუდვიგ მიზეზის Human action ან ჰაიეკის თავისუფლების კონსტიტუციას, თუ აუცილებლად ქართული ტექსტის წაკითხვა მოგინდება.
      3. "ადამიანების აზრები, მისწრაფებები, სურვილები" და ა.შ. არ არის ეკონომიკის საგანი. ამას ფსიქოლოგია სწავლობს და ჩემი წიგნების სია, ამის გაგებაში ვერ დაგეხმარება. მეტიც, ჩემი წიგნების სიიდან გაიგებ, რომ ამის ცოდნა უბრალოდ შეუძლებელია და შენი მიზანი მიუღწევადია.
      ერთი რამ შემიძლია გითხრა, რომ თუ ამ წიგნების წაკითხვას დაიწყებ, დიდ და ძალიან საინტერესო სამყაროს აღმოაჩენ. შეიძლება, ის, რასაც დაინახავ, მთლად არ მოგეწონოს, მაგრამ არასდროს იტყვი, "ეს რატომ დავინახეო".

    • @TarasssMarasss
      @TarasssMarasss Месяц назад

      @@alexanderrakviashvili1595 შესაკამათებლად არ ვწერ, უბრალოდ მთლად სწორედ და ზუსტად ვერ გამოვთქვი ჩემი სათქმელი ასე მგონია და დავაზუსტებ: შეიძლება სიტყვა "ღირებულება" არასწორად ვიხმარე. ზოგადად მიმაჩნია, რომ ობიექტურად შეფასება რომ რაღაც ღირებულია თუ არა ასეთი რამ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სუბიექტური შეფასება ვიღაცისთვის ინდივიდუალურად და ისიც რაღაცა მიზნისთვის/რაღაცასთან მიმართებით. ანუ ჩემს მაგალითში, მე მჯერა რომ ადამიანს ბიოლოგიურად, ცხოველის მსგავსად აქვს "ცხოვრების არსად/მიზნად" დასახული ის რაც წინა პოსტში დავწერე და სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ვანიჭებ იმ ჩამოთვლილ რესურსებს/კომპონენტებს უმაღლესს ღირებულებას. თუ ჩემი წარმოდგენა სწორია მხოლოდ ამ შემთხვევაში და ამ მიზნისთვის შეიძლება ფიზიკურ საკვებს მეტი ღირებულება ჰქონდეს ვიდრე სულიერს. რა თქმა უნდა ვუშვებ, რომ ჩემი წარმოდგენა შეიძლება სრულიად მცდარი იყოს და იმასაც ვაცნობიერებ რომ, ცხოველისგან განსხვავებით, ადამიანს შეუძლია თავად განსაზღვროს რა არის მისთვის უფრო მეტად თუ ნაკლებად ღირებული. ამიტომ სრულიად მესმის და გეთანხმები შენ მიერ მოყვანილი მაგალითების უფრო მაღალი ღირებულების შესახებ. გეთანხმები იმაში, რომ ზოგიერთი ან უმრავლესობა ადამიანებისთვის, ინდივიდუალურად/სუბიექტურად, ოღონდ არა ობიექტურად, შეიძლება ერთ სიკეთეს უფრო მეტი ღირებულება ჰქონდეს ვიდრე მეორეს.
      როგორც ჩანს, ის რაც მე ეკონომიკის სფერო მეგონა, არ აღმოჩნდა ასე. ამის მიუხედავად, ძალიან დამაინტრიგა იმ ჩემთვის უცნობმა სამყარომ რაც ამ წიგნებში იმალება, მჯერა შენი რჩევის. ძალიან საინტერესო, გამორჩეულად უშუალო და კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ ჩემთვის გირჩში, ზოგადად პოლიტიკურ მინდორზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. სხვები ჩემთვის ამართლებენ იმ სტერეოტიპს რაც ჩვენს საზოგადოებაშია პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ. რაღაც საოცრად საზიანო, მომწამვლელი ნივთიერება რომ ასხია ხოლმე კოლბაში დიდი გადახაზული X-ის სტიკერით ხოლმე ფილმებში, დამცავი სკაფანდრებით რომ უკავიათ ხალხს, აი მასეთი რეაქცია მიჩნდება ხოლმე როცა ჩვენს პოლიტიკოსებს ვხედავ ტელევიზორში. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, უნიკალური ხალხი ხართ ჩემთვის და წარმატებები კეთილ საქმეებში!

  • @NEWMAN.D
    @NEWMAN.D Месяц назад +2

    good job 👍

  • @iraklibetchvaia1966
    @iraklibetchvaia1966 Месяц назад

    მახსოვს, 90-იან წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში გოეთეს ინსტიტუტიდან ჩამოვიდა გერმანულის მასწავლებელი, გერმანელი ქალი. მე და ჩემი ამხანაგი მის ლექციებზე დავდიოდით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ლექციაზე ასე გარედან შემოსულები მეტნი ვიყავით, ვიდრე ის სტუდენტები, ვისაც დასწრება ევალებოდათ. თან მათგან განსხვავებით ჩვენ მართლა გვაინტერესებდა. 🙂