შავი პრინცი - აღარ მინდა შენთან
HTML-код
- Опубликовано: 6 фев 2025
- ძებნილები და ჯერონიმო - მინდოდა მეთქვა (2004)
ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა პიონერმა აკაკი ბაბუნაშვილმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში დაიწყო. 1993 წელს მან მუსიკალური კოლექტივი "ძებნილები" შექმნა, 1999 წელს კი სადებიუტო ალბომი "იძებნება" გამოუშვა. რეპერს პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: "ჩემი ძმები", "შიმშილი", "ბაბე", "შენი მეგობარი ქალი", "მი ბანდიტო", "ავიარე ჩავიარე", "მუღამი მაქვს შენი" და სხვა. არტისტი ასევე ფსევდონიმით Prince P მოღვაწეობდა. ის 2019 წლის 4 თებერვალს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შავი პრინცის სცენაზე გამოსვლის პირველი კადრები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია 1992-93 წლებით თარიღდება. მუსიკოსი, რომელსაც მეგობრები საბჭოთა კომედიური ფილმების ერთ-ერთ პერსონაჟთან მსგავსების გამო "შურას" ეძახდნენ, მაყურებელთა წინაშე ქართული ჰიპ ჰოპის კიდევ ერთ პიონერის, გიგა ერისთავის, იგივე ბაჯუს ჯგუფის შემადგენლობაში წარდგა.
1993 წელს შავმა პრინცმა ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილები" ჩამოაყალიბა, რომელშიც მასთან ერთად რეპერები ფრედო, სმოკი, მასტი და დიჯეი ჯადო შედიოდნენ. 1995 წელს მათ რიგებს მეგოტი დაემატა, ახალი საუკუნის დასაწყისში კი არტისტებს ჯერონიმოც შეუერთდა.
1995-96 წლებში შავმა პრინცმა "ძებნილებთან" ერთად სადებიუტო ალბომი ჩაწერა, რომელიც 1999 წელს სახელწოდებით "იძებნება" გამოიცა. ამ ნამუშევარს მსმენელი ასევე მასში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის სახელით "დაამტვრიე როკი" იცნობს.
10 კომპოზიციისგან შემდგარი ჩანაწერი პირველი სრულყოფილი სტუდიური ალბომია ქართული რეპის ისტორიაში. ის კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი სტრუქტურით გამოირჩევა. ალბომი ტრადიციისამებრ ინტროთი იხსნება, შეიცავს სკიტს და ტრეკის "ბაბე" ალტერნატიულ ვერსიას. ნამუშევრის გამორჩეული ჩანაწერებია "ქუჩის ბიჭი" და "შიმშილი".
თუ შავი პრინცის და "ძებნილების" პირველი ალბომი 80-იანების დასასრულის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპისთვის ჩვეული ხისტი ჟღერადობით გამოირჩეოდა, მომდევნო ნამუშევარში გაცილებით მელოდიური და ჩამთრევი ინსტრუმენტალის მქონე კომპოზიციები გაერთიანდა. ჩანაწერზე სახელწოდებით "მინდოდა მეთქვა" მუსიკოსებმა 2000-იანების დასაწყისში იმუშავეს, თუმცა, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2004 წელს იხილა.
ჩანაწერის გამორჩეული კომპოზიციებია "აღარ მინდა შენთან", "მინდოდა მეთქვა" და, რა თქმა უნდა, "ჩემი ძმები", რომლითაც 2000-იანი წლების დასაწყისში შავი პრინცი, ჯერონიმო და ძებნილთა კლანი იმ ადამიანებმაც კი გაიცნეს, ჰიპ ჰოპით ნაკლებად რომ ინტერესდებოდნენ. ეს არტისტის პირველი ჰიტი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ ზოგადად ქართული რეპის პოპულარიზაციას.
2003 წელს შავმა პრინცმა "ძებნილების" შემადგენლობა დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. ამავე წელს არტისტმა თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად კოლაბორაციული ალბომი "ორი რეპერი" გამოუშვა.
სწორედ ამ ჩანაწერშია შესული მუსიკოსის ჰიტები "ავიარე-ჩავიარე" და "მუღამი მაქვს შენი", რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა შავი პრინცის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. კომპოზიციაში "მუღამი მაქვს შენი" რეპერმა მექსიკელი მუსიკოსის, კონსუელო ველასკესის მიერ 40-იან წლებში ჩაწერილი სიმღერის Bésame Mucho სემპლი გამოიყენა, ვიზუალური ნამუშევარი კი 90-იანი წლების კალიფორნიული ჰიპ ჰოპის ესთეტიკაში გადაწყვიტა.
პირველ კოლაბორაციულ ალბომს 2004 წელს არტისტების მეორე ერთობლივი ჩანაწერი მოჰყვა. "სიზმარში" - ასე ერქვა ნამუშევარს, რომელშიც შავი პრინცის კიდევ ერთი გამორჩეული კომპოზიცია "ორი რეპერი" შედის. 2004 წელსვე შავი პრინცის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო "მეგობარი ქალი" გამოდის, რომელიც რეპერ ამიკოსთან ერთადაა ჩაწერილი.
მუსიკოსის პირველ სრულფასოვან სოლო ნამუშევრად ალბომი "ბანდიტო" შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელშიც "ძებნილების" სადებიუტო ჩანაწერში გაერთიანებული კომპოზიციების განახლებული ვერსიები და რამდენიმე ახალი ტრეკი, მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილი "მი ბანდიტო" შევიდა.
მომდევნო წლებში გამოცემული შავი პრინცის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია კომპოზიცია "მე ქუთაისელი ვარ", რომელიც რეპერის მიერ კარიერის განმავლობაში შექმნილი 17 ტრეკისგან შემდგარ კომპილაციურ ჩანაწერში "ქუთაისელი" არის წარმოდგენილი.
2000-იანი წლების მეორე ნახევარში შავი პრინცი აქტიურ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა და საკუთარ სტუდიაში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტების ნამუშევრების პროდიუსინგს მიჰყო ხელი. თუმცა, 2012 წელს თაყვანისმცემლებს ახალი ფსევდონიმით Prince P დაუბრუნდა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო შოუებში მიიღო მონაწილეობა.
2018 წელს კი რადიო "ფორტუნა პლუსის" გადაცემაში Exclusive Live მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი კომპოზიცია "გრილი", "ბოლომდე მენდე" და "მოდი, ჰო, მოდი" შეასრულა.
სიბნელე კრიმინალი შიმშილი თვის გატანა ქუჩაში და ამდროს რაღაცამ მიიქცია ქუთაისის ყურადღება სრულიად უანგაროდ გაანათა.......მადლობა ძმაო შავი ქრისტემ დაგიმკვიდროს სასუფეველი!!!!
არ ვიცი როგორ მოხდა რომ მხოლოდ გუშინ მოვისმინე პირველად ეს სიმღერა მაგრამ უკვე მეორე დღეა ვუსმენ, დაახლოებით 50-ჯერ მოვუსმინე უკვე.
15 წელია ვუსმენ ამას ))))))
გაამეორე
ყოველთვის მოვუსმენ. ჩემი ბავშვობაა ის.❤ რამდენი წელიც არუნდა გავიდეს.
9.12.2020. ყველას გულებში უკვდავი და ლეგენდა რეპერი.❤❤❤ ადამიანი რომლის სიმღერებზეც თაობები გაიზარდნენ. ბნელი 90-ები რომ გაანათა მისი გამოჩენით და რეპით. რომელ ქუჩაზეც არუნდა გაგევლო მისი სიმღერები ისმოდა ყველგან.მანქანებშიც. უცებ შეაყვარა ხალხს თავი,რეპი. ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარდა. რამდენჯერ ვუსმენდი დღეში არცდამითვლია.სიგიჟემდე მიყვარდა მისი შემოქმედება და ყოველთვის მეყვარება. დრო ვერაფერს აკლებს მის სიმღერებს რეპს.ნებისმიერ დროს ამაყად მოვუსმენ შავი პრინცს. ცხოვრება უსამართლოა ძალიან... :(
natelshi iyos sheni suli. legenda xar kideb bevrjer mogisment
ძალიან მაგარი ადამიანი, ზუსტად მაშინ გამოჩნდა როცა ხალხს სჭირდებოდა მისი შემოქმედება :) მე მადლობას ვუხდი მას, ძალიან დამწყდა გული რომ დაგვტოვა.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და იმ ლამაზი შემოქმედებებისთვის რაც შექმნა ამ ადამიანმა და რითიც გაგვილამაზა, მე პირადად ბავშვობა და თინეიჯერობის პერიოდი. ერთს დავამატებ, უბრალოდ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ადამიანი სანამ ჩვენს გვერდით არის!!!
ra mouvida?
გარდაიცვალა.
ტექსტისთვის მადლობა! 🖤
wow! გამახსენდა ბავშვობა) მადლობა
2025... ერᲗადერᲗი და განუმეორებელი !!! 🎉
შურიკკკ უძლიერესიი იყავიი 🥇
გვენატრები შავო პრინცოოო
respect from netherlands
2020
2022 საბერძნეთი შურიკ ნათელი შენს სულს 😇😎
ჩვენი ძმა😍💖✌👍👏
ჩემთვის Numero Uno სიმღერა. 2020 ✌👌
❤❤❤❤❤
Kai dro iyo mainc)))ushuqoba uinternetoba)))da shavi princi ise vusmendit)))
Gmertma gaanatos misi suli chveni bavshvobis galamazebistvis
Da visac ar mogwont misi simgerebi
N a p l i v a n t o
Prince☹️💞💞💞💞
R.I.P natelshi amyofos
💕💕
2022 ))
Qool🖤
R.I.P
👍👍👍👍👍👍👌👌
*რა დრო იყო კასეთით რომ ვუსმენდით მოგონებები დაგვიტოვე საწყენია*
😔😥❤️
RIP
rest in trip *
დონე
☦
ჩვენი ძმა😍💖✌👍👏