თავდასხმა ტრამპზე - პოლიტიკური რადიკალიზმის საფრთხეები

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 20 авг 2024
  • გამოძიების პირველად ვერსიამდე ტრამპის მკვლელობის მცდელობის მოტივი პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტუალური საკითხია.
    „რესპუბლიკელები“ მომხდარს „დემოკრატების“ საარჩევნო გზავნილებს და გამძაფრებულ რიტორიკას უკავშირებენ. წინა საარჩევნო მარათონში მყოფ ქვეყანაში დაპირისპირებული მხარეები თანხმდებიან, რომ პოლარიზაციის დონე უკიდურესად არის გაზრდილი. პოლიტიკური აქტორების აზრით, სწორედ პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმა უნდა იყოს ახლა გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად და საზოგადოების ერთიანობის უზრუნველსაყოფად.
    14 ივლისის შემზარავი შემთხვევა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა საქართველოშიც. აშშ-დან ბოლო პერიოდში მიღებული მკაცრი გზავნილების და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ურთიერთობის გადახედვის ფონზე, ორი დღის წინანდელი თავდასხმის შეფასებამ მთავარი პოლიტიკური აქტორები ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დააპირისპირა.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 1