საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირი - პოტენციალი & გამოწვევები;

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 июл 2024
  • საქართველო- ყაზახეთს ეკონომიკური კავშირები იზრდება... გასულ წელს საქართველომ ყაზახეთიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის სავალუტო ნაკადები მიიღო. 995 მილიონიანი პორტფელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ექსპორტით, ტურიზმითა და ფულადი გზავნილები შეივსო და ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. კვლევა, რომელიც ყაზახურ- ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით თიბისი კაპიტალმა მოამზადა აჩვენებს, რომ გასულ წელს თითქმის გასამმაგდა ექსპორტი შუა აზიის უდიდეს ქვეყანაში და 703 მლნ დოლარს მიაღწია. აქ დომინანტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო. გაიზარდა საკვების და სასმლის, ასევე მედიკამენტების და ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების ექსპორტი. 2023 წელს შემცირდა ყაზახეთიდან საქართველოში 43 მლნ დოლარი ჩაიდო, ძირითადად ტრანსპორტირებასა და საფინანსო სექტორში. 32.5 მლნ დოლარი გავიდა საქართველოდან ყაზახეთში FDI -ის სახით... რას აჩვენებს რიცხვებში გამოსახული საქართველოს-ყაზახეთის კავშირები, რა ინტერესი აქვს შუა აზიურ ქვეყანას საქართველოს მიმართ, რა გამოწვევებია ამ ურთიერთობებში და რამდენად ხდება პოტენციალის ათვისება?
    სტუმარი: გიორგი ჯახუტაშვილი - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე;

Комментарии •