ბარიერგადალახული პარტიების გეგმა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 27 ноя 2024
  • რას აპირებს ოპოზიცია? ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ პროტესტი სპონტანური უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ორი დღის გეგმის ნაწილი უკვე ცნობილია. დაანონსებულია მასშტაბური აქცია. გეგმის მიხედვით, პროტესტის მონაწილეები ხვალ შეიკრიბებიან, ღამეს გაათენებენ და ორშაბათს, 25 ნოემბერს დაგეგმილ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, შესაბამისად, ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
    დაანონსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, მართველი გუნდი დღის წესრიგს არ ცვლის. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი დათქმულ დროს შეიკრიბება და პირველი სხდომაც ჩატარდება. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში გამოჩნდებიან.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 18