არქიმანდრიტი ილია (სანდრო კავსაძე) აფხაზეთში 40-დღიან ტყვეობასა და ომის დაწყებას იხსენებს

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 14 авг 2022
  • არქიმანდრიტი ილია, საერო ცხოვრებაში - სანდრო (ალექსანდრე) კავსაძე, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის მაღალი რანგის საჯარო მოხელე, რადიო თავისუფლებას უყვება მის გატაცებასა და ტყვეობაზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, 30 წლის წინ, აფხაზეთის ავტონომიაში შეიარაღებული ძალების შესვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.
    სანდრო კავსაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის [სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინამორბედი] თავმჯდომარე იყო, როდესაც ქვეყნიდან განდევნილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მძევლად აიყვანეს.
    1992 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც თბილისში გაიგეს, რომ გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებს წალენჯიხაში "მხედრიონელები" ალყაში ყავდათ მოქცეული, სანდრო კავსაძე სამეგრელოში ჩადის. 9 ივლისს, ე.წ. ზვიადისტებმა ის ჩხოროწყუდან გაიტაცეს და სამეგრელოდან აფხაზეთში გადაიყვანეს. კავსაძის გათავისუფლება 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ, 19 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 5 დღეში მოხერხდა. მანამდე, დევნილი პირველი პრეზიდენტის შეიარაღებულმა მომხრეებმა, მძევლად აიყვანეს სამეგრელოში სანდრო კავსაძის გამოსახსნელად ჩასული მაშინდელი შს მინისტრი, რომან გვენცაძე და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მოადგილე უშიშროების საკითხებში, დავით სალარიძე. გადმოცემით, სამეგრელოდან ისინიც აფხაზეთში გადაიყვანეს; თუმცა მათი გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდა.
    სანდრო კავსაძის ბიოგრაფიიდან: მილიციის გენერალ-მაიორი; საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე (1976-1982); საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991); მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-1993); სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-1993), საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (1994); მუშაობდა გაეროში (2004 წლამდე); საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე (1992-1997).
    არქიმანდრიტი ილია (კავსაძე) ბერად 2010 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცა. ამჟამად მსახურობს სვეტიცხოვლის მამათა მონასტერში. ამბობს, რომ წარსულის ბრაზსა და წყენას გულში არ ინახავს და აღარც არავის ადანაშაულებს.

Комментарии • 39

  • @gasheshiladzegiorgi6630
    @gasheshiladzegiorgi6630 Год назад +17

    ზვიად გამსახურდია რატომ დაამხეთ მაგაზე თქვი რამე "წმინდა ბუნაგის" მესვეურო

  • @user-nb9ix5zs6i
    @user-nb9ix5zs6i Год назад +6

    კაცო, იოსელიანი რომელმაც ააოხრა დასავლეთ საქართველო სამშობლო დაამონავა,
    კიტოვანი ეს ბლუყუნა არა მხატვარი რომელმაც ააფეთქა თბილისი და კიდევ რა მოთვლის, სიგუა და ესენი თურმე ბატონები ყოფილან.

  • @katerinaeka9588
    @katerinaeka9588 Год назад +5

    მაპატიოს უფალმა..🙏..და რა გამოდის აკეთე ბოროტება და ბოლოს მაინც მოინანიებოო...არვიცი არ მესმის ასეთი ხალხის...

    • @katerinaeka9588
      @katerinaeka9588 Год назад

      @giorgi imerlishvili ..და ბატკანს ადარებთ ამ სისხლიანი რეჟიმით მოსულ ხალხს...რამდენი უდანაშაულო ხალხის სისხლია მათ კისერზე...და ზუსტად 30 წელია ჯერ კიდევ ამათი ცოდვებისგან ისჯება საცოდავი საქართველო და საცოდავი ხალხი ....და თქვენ ნუ დაიწყებთ ეხლა გამოსარჩლებას...ყველა თავის ცოდვებზე აგებს პასუხს...

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch. Год назад +8

    აი ეს საიდანღა ამოქექეთ?! ჩვეულებრივი ჩათ~ხი!!!

  • @gogajanezashvili4453
    @gogajanezashvili4453 Год назад +3

    ყოფილი კომკავშირის აქტიური წევრი. თუ არ ვცდები გორის რაიკომის პირველი მდივანიც იყო. ყველაფერი ნათელია

  • @kingdomofgeorgia1751
    @kingdomofgeorgia1751 Год назад +1

    მღდვლობა კაი კარიერა არის. მოუშვი წვერი ვარავინ გიცნობს. მოვა მტერი და ხელზე გაკოცებს.

  • @dariaioseliani6124
    @dariaioseliani6124 Год назад +2

    თქვენ თქვენს ცოდვებზე იდარდეთ მოუნანიებელი არ დაგრჩეთ.მამა ილია ღმერთმა გაგაძლიეროთ.

  • @sergirakhmania4410
    @sergirakhmania4410 Год назад +8

    ეს რა ბერია, ხელზე 50 ათასიანი jaeger lecoultre საათი უკეთია!

  • @SOS-jt1wl
    @SOS-jt1wl Год назад +1

    წმინდა გიორგი იცით ვინ იყო?აქ ვინც გადმოდექით და იმის გამო განსჯით ეხლა შეცდომა თუ დაუშვია?!
    წარმოდგენა საერთოდ გაქვთ რა არის სარწმუნოება?ან
    მონანიება ან შენდობა ან
    დანდობა საერთოდ?!რას დაგამსგავსათ ამ ფსევდო დემოკეატიამ
    და ამ ფეტიშმა ადამიანების იქ ზვიადი იქ ედიკა იქ მიშა ბიძინა
    დაყენდით რა ეს კაცთმადიდებლები ბოლო ბოლო

  • @lazosuxumski
    @lazosuxumski Год назад +3

    დაანებეთ ეკლესიის და მამების ლანძღვას თავი.. თუ ამ კაცმა მოინანია და ღმერთმა ინება მისი ბერად აღკვეცა და გადარჩენა თქვენ ვინა ხართ ბიჯო დაფიქრდით ღმერთს ეეინააღმდეგებით!? ღმერთის ნების წინააღმდეგ მიდიხართ???

  • @mzera777
    @mzera777 Год назад +1

    მათეს 5:44
    მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
    ლუკას 6:27
    ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
    მათეს 5:46
    რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

  • @lerasmusikamusikahhhhg682
    @lerasmusikamusikahhhhg682 Год назад +3

    Avazakebi nabijvrebi mtrebi sakartvelis. Arkimanditri kiara antikristexar shen.

  • @davitzviadadze8582
    @davitzviadadze8582 Год назад +1

    კარგია ხალხს ამ კაცზე ასეთი რეაქცია რომ აქვს იმედის მომცემია.

  • @dodokakhidze1372
    @dodokakhidze1372 8 месяцев назад

    ეს ადამიანი ისე წავიდა ჩვენი ქალაქიდან(გორიდან) რომ ნამდვილად კარგი სახელი დატოვა.💖ის სუფთა სულის ადამიანია ნამდვილად💖🙏

  • @Vartanyan1422
    @Vartanyan1422 21 день назад

    დაღუპეს აფხაზეთი😢

  • @_Sakartvelo_
    @_Sakartvelo_ Год назад +1

    საკუთარი შვილის მკვლელზე ილოცოს ადამიანმა რა სულგრძელობაა🥹
    აფხაზებს კი გული სავსე აქვთ ჩვენი სიძულვილით და ასე ზრდიან თაობებს.

  • @gagacholadze
    @gagacholadze Год назад +8

    საოცარია,ამდენი რამ მოიარა და ბოლოს ბერად აღიკვეცა,არა კაცო რა კაგებეშნიკებით გაივსო ტაძრები....

    • @mamukamirianashvili6745
      @mamukamirianashvili6745 Год назад

      შენ მოსმენა არ გცოდნია ეტყობა!! რო იყო და შემობრუნდა მაგაშია საქმე.

    • @gagacholadze
      @gagacholadze Год назад +3

      @@mamukamirianashvili6745 🤣🤣კაი ჩემო ძმაო,შენ მოუსმინე.შეგიძლია ყოველ კვირას აღსარებაც ჩააბარო...

    • @308vin6
      @308vin6 Год назад

      😂😂😂😂

  • @viktoriberidze7104
    @viktoriberidze7104 Год назад +3

    დრო უნდა ყველაფერს საბჭოთა იდეოლოგია ბუნებრივად გაქრება ,
    დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა გაარღვევს ჩაკეტილ წრეს

  • @mastersistema6687
    @mastersistema6687 Год назад

    Rogor komentarebs wert xalxno sad gaizardet

  • @user-ht9pm7yd5x
    @user-ht9pm7yd5x Год назад

    სრულიად გეᲗანხმებიᲗ Შენ არ უნდა გააკეᲗო ეს...

  • @elianakrawtschuk9571
    @elianakrawtschuk9571 Год назад

    არავის აქვს გამართლება! ზვიადი ქართველი იყო და დაამტკიცა! თქვენ ყველა მისი ფეხის მტვერი!

  • @platon320
    @platon320 9 месяцев назад +1

    Iko savle gaxda pavleo gamigia magram.....,КГБ agentebi kvelgan arian dgesac!tan sad..?araferi ar eshveleba saqartvelos....!mcare realoba!!!!!!

  • @romankvaratskhelia441
    @romankvaratskhelia441 9 месяцев назад

    მე კი გაპატიებ მამაო, მაგრამ უფალი გაპატიებს სატანა შევარდნაძის სამსახურში ყოფნას და ქვეყნის დაქცევას?.... მე მაინც მინდა , რომ გულით მომნანიებელს ყველას შეუნდოს...