თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორი ჯაბა სამუშია გახდა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 26 дек 2022
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი, 30-ე რექტორი ჰყავს. 2004 წლის საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია.
    კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური საბჭოს 32-მა წევრმა. ჯაბა სამუშიას საბჭოს სიითი შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტინი კი გაბათილდა.

Комментарии •