აჩმა. აჩმის გაკეთების ყველაზე მარტივი რეცეპტი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 сен 2024
  • #moresubscribers #moreviewes #vidiqprofree #georgia #georgiancuisine #грузия #хачапури #ачма #хачапурирецепт
    ახალი კამერისთვის დონაცია -
    💰www.donational...
    ---------------------------------აჩმა ------------
    აჩმის გაკეთება სულაც არ არის ისეთი რთული როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მოხარშულ ფენებიან აჩმას ვგულისხმობ. 😊 მეც მერთულებოდა, თუმცა ერთი რომ ვცადე, ჩემი შვილების საყვარელი კერძების სიას დაემატა 😁😁
    როგორც ყოველთვის, ველოდები თქვენს აქტიურობას ბლოგზე და იმედია არც ამჯერად დარჩებით გულგრილი და გამოიწერთ ჩემ გემრიელ, კულინარიულ ბლოგს youtube_ზე, რომელიც დიდი მოტივაციაა ჩემთვის, იაქტიურეთ 😉 მადლობა წინასწარ 🙏☺️ / tamarlagazauri 🙏
    ეს კი ვიდეოს ლინკია 👉 • აჩმა. აჩმის გაკეთების ...
    რაც შეეხება ინგედიენტებს, 1/3პორციას ვაკეთებ მე, საცხობი ფორმის ზომიდან გამომდინარე
    კვერცხი -3ცალი
    თბილის წყალი-300მლ
    მარილი-1ჩ.კ
    კარაქი გამდნარი-3ს.კ+ ფენებს შორის მოსასხმელად 250გრ.
    ფქვილი-800გრ.
    ყველი -800გრ/1კგ
    ცომი უნდა დაამუშაოთ კარგად, მე კომვაინში ვცომავ ხოლმე, თუმცა ხელით დამუშავებაც არაა რთული, დრო უნდა ცოტათი მეტი. ცომი გამოდის ელასტიური და სასიამოვნო სამუშაოდ, დაასვენეთ 30წუთით.
    ამ დროში მოამზადეთ ყველი და კარაქი.
    ცომა მე ვყოფ 8ნაწილად, 2დიდი შედარებით და 6თანაბარი გუნდა.
    ორი დიდი ფენა არია პირველი და ბოლო, რომელიც არ იხარშება. დანარჩენ 6ფენას კი ვხარშავთ.
    პ.ა. ცომის ვხარშავთ 2წუთის განმავლობაში.
    ცომის მოსახარშად დიდი ქვაბით აადუთეთ წყალი, ჩაყარეთ 1ს.კ მარილი და 1ს/კ ზეთი.
    პირველი ფენაა გაათხელეთ ისე რომ გვერდებზე ამოვიდეს ფორმაში და წაუსვით კარაქი, მეორე ფენა გაათხელეთ და მოხარშეთ, დაადეთ პირველ ფენას,წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ყველი.
    პ.ს. მე ყველს ვაყრი 3ჯერ, პირველი მოხარშული ფენის შემდეგ, მერე 2მოხარშული ფენა-ყველი, კიდე 2მოხარშული ფენა-ყველი და ზემოდან 1მოხარშული და ბოლო მოუხარშავი ფენა. გადადით ვიდეოზე იქ უფრო დეტალურად ნახავთ 👉 • აჩმა. აჩმის გაკეთების ...
    პ.პ.ს კარაქს უსვავთ ყველა ფენაზე, რათა ფენები ერთამანეთს არ მიეკროს.
    პ.პ.ს.ს. როგოც იცით აჩმა იჭრება გამოცხოვამდე და თუ მომზადებულ აჩმას მაცივარში გააჩერებთ 20წუთით უფრო მარტივად დაიჭრება 👌
    მე ვაცხობ 180გრადუსზე 40-45წუთი. დააკვირდით თქვენ ღუმელს.
    #cookingwithtamara---
    filming on
    * 4kUltra hd
    * canon E800
    ----------------------------
    follow me on
    * instagram / tamarlagazauri
    * facebook / tamuna.lagazauri
    * pinterest / boards

Комментарии • 16

  • @VioletEvergarden0110
    @VioletEvergarden0110 4 месяца назад

    დღეს მოვამზადე და მართლა კარგი აჩმა გამოვიდა❤ მშვებიერი რეცეპტია , მადლობა ❤️❤️❤️

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  4 месяца назад

      ძალიან მიხარია 🥰 გემრიელად მიირთვით 🤩🤩

  • @nianiania2103
    @nianiania2103 4 месяца назад

    საუკეთესოა❤😊

  • @gasiebulikvati
    @gasiebulikvati Год назад

    😋😋😋

  • @user-sk7sg1ov9m
    @user-sk7sg1ov9m 9 месяцев назад

    Ოქროს ხელება გოგო მომეწონა და გამოვაცხვე .მადლობა.

  • @zangovani
    @zangovani Год назад

    პიცის ვიდეო დაიდოოს... ❤️❤️❤️

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  Год назад

      ქეთოს საყვარელი "პიცუნები" მაქვს გეგმაში ჯერ 😁😁

  • @tamarchiqovani6944
    @tamarchiqovani6944 Год назад +1

    არასოდეს გამომიცხვია აჩმა, რაღაც აუღებელი ციხე-სიმაგრე მეგონა. თქვენ ისე მარტივად გააკეთეთ, გავბედავ და გავაკეთებ უქმეებზე. რეცეპტს ვინახავ კოლექციაში!❤️

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  Год назад +1

      მეც მასე მეგონა, ამის გაკეთებას მთელი დღე უნდა გადავყვეთქო და რომ არ გამოვიდეს 😁 რეალურად კიდე მარტივი გასაკეთებელია 👌 გამიზიარეთ შემდეგ გამოცდილება, როგორი გამოგივათ 😍

  • @user-lz8dn5xo5p
    @user-lz8dn5xo5p 3 месяца назад

    რაკარგად. აკეთებ

  • @user-sk7sg1ov9m
    @user-sk7sg1ov9m 9 месяцев назад

    Პიცის რეცეპტი დადეთ

  • @AnnaSmoller
    @AnnaSmoller 8 месяцев назад

    დღეს გამოვაცხვე პირველად და 3 საათი დამჭირდა,ყველაზე მეტად ცომის გაბრტყელება გამიჭირდა,ზოგი სქელი გამომივიდა და ზოგი თხელი.ვაი ეს რა იყო.ვიცი რომ მეორეჯერ ნაკლები დრო დამჭირდება,მაგრამ ეს არ იყო ადვილი😂

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  8 месяцев назад

      პირველად რომ გავაკეთე მეც მასე ვიყავი ამას მეორედ რა გამაკეთებინებსთქო 😁😁 თუმცა მეორედაც გავაკეთე და კიდევ რამდენჯერ აღარც მახსოვს 😉 მთავარია პირველად შეეჭიდე და გამოგივიდა, შემდეგ ცდაზე უფრო მარტივი იქნება 🫶

    • @TamunasKulinariuliBlogi
      @TamunasKulinariuliBlogi  8 месяцев назад

      მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის 🫶🫶