ცნობილი ქუთაისელი ბარდი, ბატონი მურმან შათირიშვილი ათენში, 2023 წელი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 сен 2024
  • ⚜️ 2023 წლის 10-17 ოქტომბერს, ქართული კულტურის ცენტრ „კავკასიას" მოწვევით, ათენში გვესტუმრა ქართული ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ცნობილი ქუთაისელი ბარდი, ბატონი მურმან შათირიშვილი.
    ⚜️ რამდენიმე დღის მანძილზე, ათენის ქართულმა ემიგრაციამ უდიდესი ესთეტიკური სიამოვნება მიიღო მის მიერ ოსტატურად შესრულებული სიმღერებით, როგორც სცენაზე, ასევე „კავკასიაში".
    ⚜️ ბატონი მურმან შათირიშვილის ვიზიტი ათენში ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენმა მუსიკალური სტუდიის ყველა თაობისათვის, ისინი-ხომ ქართული ქალაქური სიმღერების ნამდვილ მასტერ-კლასებს ეზიარნენ სრულიად უანგაროდ ამ დიდებული მაესტროსაგან.
    🎸უღრმესი მადლობა და დღეგრძელობა ბატონ მურმანს შათირიშვილს!
    ⚜️ ჩვენი მუსიკალური სტუდია, ქალაქური სიმღერების ნამდვილ მასტერ-კლასს ეზიარა დიდებული მაესტროსაგან. უღრმესი მადლობა მას.
    ⚜️ქართული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლის RUclips გვერდი არის ვირტუალური სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაიძიროთ ლამაზი და უნიკალური ცეკვებისა და სიმღერების კულტურის სამყაროში. ამ გვერდზე ნახავთ ანსამბლის წარმოდგენების ვიდეოებს, რომლებიც შესანიშნავად გადმოსცემს ქართული ცეკვისა და სიმღერის ენერგიასა და სილამაზეს.
    ⚜️გვერდი გთავაზობთ ვიდეოების ფართო არჩევანს, მათ შორის ტრადიციულ და თანამედროვე ქორეოგრაფიულ და ვოკალურ კომპოზიციებს ანსამბლის ნიჭიერი მოცეკვავეებისა და მომღერლების მიერ შესრულებული. თქვენ შეძლებთ შეაფასოთ მათი სიზუსტე, გრაციოზულობა და ინტერაქცია სცენაზე, ასევე დატკბეთ ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი უნიკალური კოსტიუმებითა და მუსიკით.
    ⚜️გარდა ამისა, ჩვენს გვერდზე შეიძლება გამოქვეყნდეს ინტერვიუები ანსამბლის წევრებთან და ვიდეოები ქართული ცეკვისსა და პოლიფონიური სიმღერის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
    ათენის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის „კავკასია" (CAUCASUS) RUclips გვერდი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოთ ქართველი ემიგრანტი მოცეკვავეებისა და მომღერლების სილამაზესა და ოსტატობას.
    გამოიწერეთ ჩვენი არხი:@caucasusathens
    საავტორო უფლება © 2023 | ყველა უფლება დაცულია.

Комментарии •