პირვეკლასელთა სკოლაში ტრანზიციის პროცესის დაგეგმვა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 1 апр 2024
  • სამიზნე აუდიტორია : მშობლები, მასწავლებლები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტები.
    საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესის პირველი ეტაპის დაწყებისას, ოჯახებისათვის და ასევე სასკოლო თუ სააღმზრდელო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, განსაკუთრებით აქტუალური ხდება პირვეკლასელ მოსწავლეთა სკოლაში ტრანზიციის პროცესის თანმიმდევრული დაგეგმვა. ვებინარის ფარგლებში განხილულია ტრანზიციის პროცესის ეფექტიან დაგეგმვასთან დაკავშირბული, შემდეგი საკითხები :
    • როგორ გამოიყენონ სასარგებლოდ სკოლის დაწყებამდე არსებული დრო ბავშვის გარშემომყოფებმა
    • ბავშვის პერსპექტივის შეფასების, გაგებისა და გათვალისწინების მნიშვნელობა ტრანზიციის პროცესში
    • სკოლისა და სააღმზრდელო დაწესებულების პროცესიული ფუნქცია- მოვალეობები ტრანზიციის პროცესში
    • ოჯახის ფუნქცია- მოვალეობები სკოლაში ტრანზიციის პროცესში
    ვებინარის მოწვეული სტუმარი - მაია ბაგრატიონი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

Комментарии •