სიმართლის ადვოკატირება
HTML-код
- Опубликовано: 14 ноя 2024
- 2024 წლის 15 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, პროექტის „სიმართლის ადვოკატირება: ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული მდგრადობისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოფი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ცოდნას ციფრული და მედიაწიგნიერების საკითხებზე, ასევე კიბერჰიგიენის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, გარდაბნის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით.
პროგრამა ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.