სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია
სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია
  • Видео 8
  • Просмотров 98 868
აჭარული გურული ხორუმი Acharuli Guruli Khorumi Georgian Horon
This video is united, first part with Chiboni is Ajarian and second Gurian by Giorgi Salukvadze, Georgian dance Khorumi was historically formed in the southwestern part of Georgia and northeastern part of Turkey black sea region, which was historical South-Caucasian land inhabited by Kartvelian tribes, even beyond Trabzon, part of which was landed by Pontic Greeks from the time of Argonauts, who lived alongside Kartvelian tribes for a long period of time... probably mixed with some of them in Trabzon and more western areas... maybe eastern parts have slight Greek Byzantine influence as well, as everything is formed by mixing in nature, but it is pure South Caucasian culture and belongs to...
Просмотров: 973

Видео

გურული ხორუმი გურია გურულები Guruli Khorumi Guria Gurulebi Georgian Horon
Просмотров 21 тыс.4 года назад
Georgian Horon Gurians Guria Gurulebi Guruli Firalebi Piralebi გურია გურულები გურული ხორუმი ფირალები გამოყენებულია სურათები ზოგადად ინტერნეტიდან და ირაკლი მახარაძის გვერდიდან. ხორუმი პირველი ნაწილი ''ლელოს შემობრუნებიდან'' ავიღე, მეორე სუხიშვილების არის... ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, გვერდი ისტორიაზე და კულტურაზეა... ქართული ცეკვა ხორუმი ისტორიულად შეიქმნა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს შავიზღ...
Dillu Sardegna Italy Sardinian folk music polyphonic singing
Просмотров 4,8 тыс.4 года назад
Sardegna Myth in the Mediterranean Sea: ruclips.net/video/TjyQyGr9hgI/видео.html&t Music from: ruclips.net/video/oTfZsnhctRU/видео.html ruclips.net/video/CyF8DOQRZcc/видео.html ruclips.net/video/0vxSRfhMyp8/видео.html Not for money or anything, just for promoting cultures… Sardinian polyphonic singing is really similar to Guria and other regions of Georgia, also we have similar architecture lik...
Gurian folk music Ensemble Dila გურული კრიმანჭული გურია გურულები
Просмотров 62 тыс.6 лет назад
Video from youtube user Levan Veshapidze: ruclips.net/video/K-NCPrtO3y8/видео.html Folk music of the Guria region Georgia Shemokmedura Naduri Krimanchuli Georgian Gurian polyphonic singing guruli gurulebi შემოქმედურა ნადური კრიმანჭული გურული ფოლკლორი პოლიფონია პოლიფონიური სიმღერა სიმღერები გურია გურულები
არქიტექტურა საქართველოში აჭარა გურია დაიცავი ბათუმის ბულვარი
Просмотров 9407 лет назад
Music: Gelino The Shin ბათუმი არქიტექტურა არქიტექტურული პროექტი პროექტები საქართველო საქართველოში დაიცავი ბათუმის ბულვარი
გურია გურული ფირალები გურულები guria guruli firalebi piralebi gurulebi
Просмотров 4,7 тыс.7 лет назад
Georgian Gurians Georgia Guria Guruli Firalebi Piralebi Gurulebi გურია გურული ფირალები გურულები Music: Niaz Diasamidze Meskhuri from movie Tiflis
გურია ისტორიულ რუკებზე გურული გურულები guria guruli gurulebi
Просмотров 3,7 тыс.8 лет назад
Guria on historical maps Georgian Gurians... გურიაზე გავაკეთე აქცენტი ერთერთი ყველაზე გაღატაკებული მხარეა, მგონი ეს არ უნდა იყოს რთული გასაგები... არანაკლებად შემტკივა გული აჭარაზე, სამეგრელოზე, იმერეთზე, ან სხვებზე... ქართველები ვართ ყველა რამ გაგვყო, სირცხვილია უაზროდ ზედმეტი დაყოფა ერთმანეთში, თუ გვინდა ოდესმე ნორმალურ განვითარებულ ქვეყნად ვიქცეთ, თუარადა დაგვშლიან მარტივ მამრავლებად, რაც ყვ...
გურია დები გურულები guria debi gurulebi
Просмотров 1,1 тыс.8 лет назад
Georgia Georgians Guria Guruli gurulebi გურია გურული გურულები Original video by gogaiajiani : ruclips.net/video/8F7JjUkp0hU/видео.html

Комментарии

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    ეს ვიდეო გაერთიანებულია, პირველი ნაწილი ჭიბონზე აჭარულია და მეორე გურული გიორგი სალუქვაძის გუნდის მიერ შესრულებული... ქართული ცეკვა ხორუმი ისტორიულად შეიქმნა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში, რომლის ნაწილში დასახლდნენ პონტოელი ბერძნები არგონავტების დროიდან, შორეულ ნაწილში ტრაპიზონში და იქეთ სავარაუდოდ შეერივნენ ბერძნები ქართველურ მოსახლეობას და უფრო ბიზანტიური ბერძნული ხასიათი მიიღო... აღმოსავლეთით ლაზეთის რიზეს მხარეს და ჩვენკენ აჭარა-გურიაში შეიძლება გვქონდეს უმნიშვნელო გავლენა და შერწყმით იყოს შექმნილი როგორც ყველაფერი ბუნებაში - ამ ადგილებში ჩამოყალიბდა ჩვენებურად… ის კულტურა, რაც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მიწაზე ორიგინალურად იქმნება და ვითარდება არის ქართული... სხვაგან არსად არ გვხვდება მსგავსი, ვინმე ახლა თუ არ დააკოპირებს - ამის ამოცნობაც არ იქნება რთული... ურიგო არ იქნება აუთენტურობის დაცვა დროულად თუ მოხდება, სანამ ვიღაცეები შეეცდება მითვისებას... ზუსტად იგივე ვერ იქნება რაც მთაშია, ბუნება ქმნის ყველაფერს, იგრძნობა საერთო სამხრეთ კავკასიური ქართული ხასიათი… ძირითადად ხორუმს ცეკვავდნენ პონტოელი ბერძნები, ტაო-კლარჯეთის მესხები, ლაზები, აჭარლები და გურულები... მიუხედავად მსგავსებებისა სერიოზულად განსხვავდებოდა პონტოელების და ჩვენი კულტურა, ცეკვების ფორმით, პოლიფონიით და ა.შ... ტრაპიზონის და იქეთა მხარის ბერძნები თავს სამხრეთ კავკასიის კულტურის ნაწილად თვლის თუ არა ეს მათი საქმეა, ჩვენ მხარეზე მაქვს საუბარი, რა განცდა შეიძლება გვქონდეს საკუთარზე და რისი უფლება გვაქვს, ასევე ჩვენკენაც იყო ცოტა სხვაობები, ზოგი რითმა და ვარიაცია სუფთა გურულია... დღევანდელი გათანამედროვებული ხორუმი შერეული ჩანს...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, გვერდი ისტორიაზე და კულტურაზეა... ქართული ცეკვა ხორუმი ისტორიულად შეიქმნა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში, რომლის ნაწილში დასახლდნენ პონტოელი ბერძნები არგონავტების დროიდან, შორეულ ნაწილში ტრაპიზონში და იქეთ სავარაუდოდ შეერივნენ ბერძნები ქართველურ მოსახლეობას და უფრო ბიზანტიური ბერძნული ხასიათი მიიღო... აღმოსავლეთით ლაზეთის რიზეს მხარეს და ჩვენკენ აჭარა-გურიაში შეიძლება გვქონდეს უმნიშვნელო გავლენა და შერწყმით იყოს შექმნილი როგორც ყველაფერი ბუნებაში - ამ ადგილებში ჩამოყალიბდა ჩვენებურად… ის კულტურა, რაც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მიწაზე ორიგინალურად იქმნება და ვითარდება არის ქართული... სხვაგან არსად არ გვხვდება მსგავსი, ვინმე ახლა თუ არ დააკოპირებს - ამის ამოცნობაც არ იქნება რთული... ურიგო არ იქნება აუთენტურობის დაცვა დროულად თუ მოხდება, სანამ ვიღაცეები შეეცდება მითვისებას... ზუსტად იგივე ვერ იქნება რაც მთაშია, ბუნება ქმნის ყველაფერს, იგრძნობა საერთო სამხრეთ კავკასიური ქართული ხასიათი… ძირითადად ხორუმს ცეკვავდნენ პონტოელი ბერძნები, ტაო-კლარჯეთის მესხები, ლაზები, აჭარლები და გურულები... მიუხედავად მსგავსებებისა სერიოზულად განსხვავდებოდა პონტოელების და ჩვენი კულტურა, ცეკვების ფორმით, პოლიფონიით და ა.შ... ტრაპიზონის და იქეთა მხარის ბერძნები თავს სამხრეთ კავკასიის კულტურის ნაწილად თვლის თუ არა ეს მათი საქმეა, ჩვენ მხარეზე მაქვს საუბარი, რა განცდა შეიძლება გვქონდეს საკუთარზე და რისი უფლება გვაქვს, ასევე ჩვენკენაც იყო ცოტა სხვაობები, ზოგი რითმა და ვარიაცია სუფთა გურულია... დღევანდელი გათანამედროვებული ხორუმი შერეული ჩანს... ეს ვიდეო დიდი ხნისაა, ამ გვერდის გარდა არსად არ ამიტვირთავს... რაც დრო გადის ხარისხი იცვლება, სურათები უნდა ავსებდეს გვერდს და ა.შ... სხვამ სცადოს უკეთესად, ხორუმი არაა ცუდი, მთავარი წყაროც მითითებულია, თუ ვინმე გამოიყენებს(კომენტარები გაფილტრულია)...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    This video is united, first part with Chiboni is Ajarian and second Gurian by Giorgi Salukvadze, Georgian dance Khorumi was historically formed in the southwestern part of Georgia and northeastern part of Turkey black sea region, which was historical South-Caucasian land inhabited by Kartvelian tribes, even beyond Trabzon, part of which was landed by Pontic Greeks from the time of Argonauts, who lived alongside Kartvelian tribes for a long period of time... probably mixed with some of them in Trabzon and more western areas... maybe eastern parts have slight Greek Byzantine influence as well, as everything is formed by mixing in nature, but it is pure South Caucasian culture and belongs to this region... cannot find it anywhere else... unless some1 copies it, but copycats can easily be detected, as we can show older videos... naturally it cannot be exactly same with Georgian mountain style as nature creates everything, but shares common South-Caucasian Kartvelian character... Historically Khorumi was mainly danced by Pontic Greeks, Georgian Meskhetians from Tao KLarjeti, Laz, Acharians, and Gurians... despite similarities, there are huge differences, everyone in the region had their own improvisation... Pontian culture is totally different from Georgian in polyphony, dance moves, etc... It is up to them if they consider it South-Caucasian or not... also it is up to Laz what they think about theirs, as far as I know, they distinguish their culture from Pontians as well... I am talking about the part in Georgian borders how we feel about it... some old rhythms and variations are pure Gurian...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    აი როგორ ჰქონდათ შარვლები ოდნავ სრული ადრე, თანამედროვე ბევრი კუთხით არის დახვეწილი, მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მოუსრულონ ელასტიკებივით რომ არ იყოს ამოწეპებული?! უფრო ვაჟკაცური იქნებოდა, თუ ბალეტის პონტშია არ ვიცი... ყველაზე მეტად ერისიონის შესრულება მომწონს თითქმის იდეალურია, შეიძლებოდა ლაზური ჩილილის''კემენჩეს'' მაგვარი მელოდიის გარევა თავიდან, ან დასარტყამი ინსტრუმენტების ფონის გამძაფრება მომენტებში კელტურ ვარიანტებში რომ არის… ავარებიც იყენებდნენ ჭიბონს კავკასიის მთებში, ჩვენთანაც იყო ადრე რაჭაში და ა.შ... უფრო მეტად შეიძლება ვიყენებდეთ თანამედროვე ფოლკლორში, მოუხდება კავკასიის მთებს, თუნდაც შოტლანდიელების მაგალითი ვნახოთ... არ ვამბობ, რომ პირდაპირ ''დავაკოპიროთ'', საკუთარი მოვიძიოთ და დავაშენოთ ორიგინალურად... ლაზები იყენებენ საკმაოდ კარგად...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    Georgian dance Khorumi was historically formed in the southwestern part of Georgia and northeastern part of Turkey black sea region, which was historical South-Caucasian land inhabited by Kartvelian tribes, even beyond Trabzon, part of which was landed by Pontic Greeks from the time of Argonauts, who lived alongside Kartvelian tribes for a long period of time... probably mixed with some of them in Trabzon and more western areas... maybe eastern parts have slight Greek Byzantine influence as well, as everything is formed by mixing in nature, but it is pure South Caucasian culture and belongs to this region... cannot find it anywhere else... unless some1 copies it, but copycats can easily be detected, as we can show older videos... naturally it cannot be exactly same with Georgian mountain style as nature creates everything, but shares common South-Caucasian Kartvelian character... Historically Khorumi was mainly danced by Pontic Greeks, Georgian Meskhetians from Tao KLarjeti, Laz, Acharians, and Gurians... despite similarities, there are huge differences, everyone in the region had their own improvisation... Pontian culture is totally different from Georgian in polyphony, dance moves, etc... It is up to them if they consider it South-Caucasian or not... also it is up to Laz what they think about theirs, as far as I know, they distinguish their culture from Pontians as well... I am talking about the part in Georgian borders how we feel about it... some old rhythms and variations are pure Gurian...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    Not for money or anything, just for promoting cultures… Sardinian polyphonic singing is really similar to Guria and other regions of Georgia, also we have similar architecture like ''Nuraghi''… History, travel and knowing about different cultures are my hobbies... I do not know if it only comes from Neolithic Farmers or there could have been another way as well... It is known that Caucasians were spread out to Anatolia-Fertile Crescent and back, also to some other areas as far as Europe… Migrations were always happening one way, another way around, or both… It is hard to tell from which period of time are the similarities, up to unbiased professional historians to make it clear...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    კავკასია ერთგვარი გზაჯვარედინია, ქართველები ძირითადად აუტოქტონური და დიდი ხნის წინ მოსული ხალხების ერთობა ვართ, ბუნებრივია სამხრეთ დასავლეთში ცოტა მეტად გადაიკვეთა კულტურები, ამის ერთერთი გამოვლინება ცეკვა ხორუმია... ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი წილი ზოგად სამხრეთ კავკასიურზე და ქართველურზე მეტია, ნაწილობრივ შერწყმით მიღებული ხასიათი ამდიდრებს ჩვენს კულტურას... მით უმეტეს პრეისტორიიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვე არ გვაკლდა, აბორიგენი კავკასიელებიც აქედან არიან მოსულები - ათასწლეულებია დაშორება სხვადასხვა პერიოდზეა საუბარი... შუამდინარეათი-ანატოლია-კავკასია ეს ის ადგილებია საიდანაც ბევრ ეთნოს და კულტურას დაედო დასაბამი - ასევე მოსაზღვრე იამნაია ჩრდილოეთით... ფაქტია გაჭრილი ვაშლივით გავს კრიმანჭულს ინტონაციით და დაბოლოებებით, ლამის ''დილაი ჰადილოო'' იძახიან(ამაზე მეტად რომ გავს ისეთებიც არის - ეს ჯობდა ჟღერადობით), ერთი ''ირიაჰო ურუაჰო'' აკლიათ:დ ვიზუალურადაც არის მსგავსება, ასევე ნაგებობები გავს სამცხე-ჯავახეთისას... არ ვიცი მარტო ნეოლითის პერიოდის ფერმერებიდან მოდის მსგავსება, თუ სხვა გზებიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი რეგიონიდან იქით, იქიდან აქეთ, ან ორივე ერთად... მიგრაციები ყოველთვის ხდებოდა არაერთი მიმართულებით... ისტორიკოსების საქმეა მოჰფინონ ნათელი, მაგრამ არსებული სიახლოვე საკმარისია კულტურული კავშირების გასაბამად... არავისზე არ ვაფანატებ, ჩემთვის იდეალური მხოლოდ ჩვენი რწმენა და ქვეყანაა... შედარებით ნორმალური სურათები შევარჩიე, სხვამხრივ ყველაფერი არც ამათი არ მომწონს, ზედმეტად აჭრელებული რაღაცეები და ა.შ... სილამაზე უბრალოებაში-სისადავეში მგონია ნაკლებად მკვეთრი გადასვლებით(არც მეორე უკიდურესობა ერთფეროვნებაზეა საუბარი - გააჩნია რა რაზე მიდის)... ‘’ზატო’’ ქალების ნაწილს სახე ნაკლებად აქვთ ‘’წაპრუნწკულ გაშიკატურკებული’’... დასაწყისში რომ არის, აი ასეთი ‘’ღვინის’’ ფერთან მიახლოებული ფერები უხდება ქართველებს(''ფელამუშივით დატყლეპებული არ უხდება სახურავებს'', რაც გავრცელდა ერთი პერიოდი - ყველაფერს თავისი ადგილი აქვს), ასევე ბუნებრივი ხორბლის-ოქროს ფერი, ხაკისფერი, მწვანე, წითელი და ა.შ... წითელიც არის და წითელიც, აზიატური ‘’ზიზილპიპილო’’, ან ‘’აზიატური ვულგარულობით ევროპელობა’’ ყველაზე ნაკლებად გვიხდება მგონი... არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას, ყველა ერს თავისი ხასიათი აქვს... ზოგადად არსებობს საწყისები ნებისმიერ სფეროში: ხელოვნებაში, კრეატიულობის ისტორიაში(დაწყებული უძველესი ცივილიზაციებიდან, სადაც ვიმსახურებთ ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ არცერთ დასავლურ წიგნში არ ვფიგურირებთ... ჩვენგან ხან '''ხლისტურად'' დაცინული მეზობელი გაცილებით წინ არის ამ საკითხებში ''ჩვენზე ნაკლები მონაცემებით'' - არ ვამბობ, რომ გადავამეტოთ რაიმე, ზომიერად დავიმკვიდროთ ადგილი იქ სადაც შეგვიძლია), არქიტექტურაში, მეცნიერებაში და ა.შ... იგივე დასავლეთში და აღმოსავლეთში არის ფერები მიჩნეული კლასიკურად... როგორც ყველას ამათაც ახასიათებთ გემოვნებიანი და უგემოვნო მხარეები... რაღაცეებში გვგვანან, რაღაცეებში ვჯობივართ და რაღაცეებში გვჯობიან... განვითარებული ქვეყანაა უამრავი კარგი მხარე აქვთ, რაღა მარტო ცუდს უნდა ვუყუროთ?! არაფერს არ დაგვაკლებს სხვისი კარგი თვისებების დაფასებასაც თუ შევძლებთ, საკუთარის კარგად შეცნობის და ათვისების შემდეგ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ ვისწავლით ორიგინალურად რაიმეს და არა პირდაპირ ‘’კოპირებით’’... ხომ შეიძლება სარდინიაში კულტურული ტურები მოვაწყოთ?! შესანიშნავი ბუნება და ხალხია, ერთი-ორს იმღერებ, ქვეყნის ისტორიას და კულტურას გააცნობ, ტურიზმისთვისაც კარგი იქნება... კორსიკაში იყვნენ, შეიძლება ვინმე აქაც იყო, მაგრამ უფრო მაშტაბური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 5 лет назад

    ''გემოვნებაზე არ დავობენო’’ არ მიყვარს სხვის პირადში თითის გაშვერა, ზოგადად ბიჭებისთვის კიკინები, წარბების დათხელება-დაწვრილება და ა.შ ახალი ტრენდია როგორც ჩანს, ჩვენთანაც თითქოს ‘’მოდაში’’ შემოვიდა, ‘’პარიკმახერებშიც ერთი სტანდარტი’’ დამკვიდრდა ალბათ და უწევენ პროპაგანდას... გუატემალადან დაწყებული ჩინეთამდე დამთავრებული ერთი სახეობა რომ გავრცელდება ხოლმე და ყოველი მეორე აკეთებს, მარტო აქედან უნდა მივხვდეთ, რომ არაა მისაღები... დასავლეთში კიდევ უფრო ნაკლებად ჩანს, ვინმეს წარმოუდგენია ნორმალური იმიჯის მსახიობები ასე?! ბევრი იქნება იქაც, ვისაც მართლა აქვს გემოვნება ნაკლებად... ადამიანის ტიპაჟსაც გააჩნია ვის რა უხდება, სიტყვაზე კალათბურთელები შეიძლება ვერც წარმოიდგინო თავისებური სტილის გარეშე... ძირითადად არაბუნებრივობა არ უხდება ქართველებს და არც იტალიელებს, თუ გადავხედავთ მათ ტრადიციებს... ისევ ვიმეორებ, ერთი და ორი ადამიანის, ვიღაცეების განსხვავებულობაზე, ან ვინმეს პირადში ჩარევაზე არ არის საუბარი... ამასთან პირდაპირ არ ვაპარალელებ, მაგრამ ასევე არ მესმის ვარდისფერები ბიჭებზე... ეს ყვეველაფერი შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ადამიანის ორიენტაციას, ელემენტარულად შეიძლება უცოდინრობიდან, ან არასწორი მიმბაძველობიდან მოდიოდეს... ვინმეს შეიძლება ასეთი გემოვნებაც ჰქონდეს, ადამიანს მარტო გარეგნულად ვერ შეაფასებ... რა იცვლება თანამედროვე მიმართულებებში არ ვიცი, რას თვლიან ნორმად და რას არა, ჩვენ ასე გავიზარდეთ და ჩემი აზრით ქართველების სრული უმრავლესობისთვის ყოველთვის იქნება ისეთი რაღაცეები რაც უხდება ერთ მხარეს და არ უხდება მეორეს... ძირითადად რა მაგალითები გვინდა მივცეთ მომავალ თაობებს ეს არის მთავარი... პოლიტიკური(პარტიული) მიკერძოებულობიდან შორს ვარ, როგორც ერთერთმა მოქალაქემ გამოვხატე აზრი, თუ ჩამოვრჩი დროს და ყველაფერი შეიცვალა არ ვიცი, მარა არც ის მგონია, რომ ჩვენ სიტუაციაში დასავლეთის ნომერ 1 ამოცანა რაღაცეების შემოტანა იყოს... რას შემოვიტანთ და დავამკვიდრებთ ჩვენზეა დამოკიდებული უპირველეს ყოვლისა, თუ რაიმე არ გვინდა ძალით ვერავინ ვერ მოგვახვევს თავს... უმრავლესობის ხმა ადგენს წესებს-კანონებს და არავინ არ უნდა დაიჩაგროს, ეს არის დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი… არ მგონია ''ლგბტ'' დროშა ქვეყნის მთავარი პრობლემა, ხელოვნურად ხელშეწყობილი მიმდევრები და მოწინააღმდეგეები, რომ არ ყავდეთ, ადამიანის უფლებები კი კონსტიტუციაშია გაწერილი... ზოგადად ამდენი ხნის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და დაგროვებულ პრობლემებს უცებ არაფერი არ ეშველება(საერთოდ ასეა გავლილი გზის შემდეგ კარგად ჩანს რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთესად, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ახლა მაინც დავინახოთ), ჯერ უნდა დაწყებულიყო ძლიერი ეკონომიკით, თავისუფალი სასამართლოთი, თავისუფალი ბიზნესით და ა.შ... სხვა ყველაფერში ვყოფილიყავით იდეალური, შემდეგ აგვეხსნა, რომ საზოგადოების სრული უმრავლესობისთვის მიუღებელია რაღაცეები, გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს... აწი ალბათ ყველა ერთად უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავისუფლებისთვის აუცილებელი პრიორიტეტებიდან გამომდინარე... ჩვენ ჯერ კიდევ ''ახალი სახელმწიფო'' ვართ და ვსწავლობთ დამოუკიდებლად არსებობას(კომენტარები გაფილტრულია)...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 6 лет назад

    საცოდაობაა გურიაში რაც ხდება, წინაპრების ნახევარიც აღარ ვართ, 8 შვილი ჰყავდათ ადრე საშუალოდ, არც ბრძოლა აკლდა იმ ხალხს და არც შრომა... აღარ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს, რაც ჩვენ დროში გვახასიათებს ნაწილს... იმ დონემდე მივედით ათას უაზრობას მოისმენ ჩვენ შესახებ, მარტო ჩვენ გვყავდა ცუდები დროის უკუღმართობის გამო?! კი ქართული ხასიათი ჭარბადაა თავმოყრილი გურულებში და სადაც ბევრი პლუსია იქ შეიძლება მინუსმაც იჩინოს თავი ცუდ დროს... ასეთი სასაცილო ფრაზებიც მომისმენია ''გურული ქალები ჯობია კაცებსო'', საინტერესოა საიდან ვრცელდება ასეთი იდიოტური რაღაცეები, ან თუ ვინმე ძალით ავრცელებს რა მიზანი აქვთ?! ეს მარტო გურულების, თუ მთელი თანამედროვე საქართველოს ნაწილის პრობლემაა?! არ ვიცი რომელი კატეგორიის გურულ, ან ზოგადად ქართველ ქალს უნდა მოეწონოს ასეთი კომპლიმენტი, რომ კაცებზე უკეთესები არიან?! შევარცხვინე ის საზოგადოება სადაც ქალები ჯობია კაცებს, ან უნდათ უკეთესები იყვნენ!!! რა გოიმური მიკერძოება და შედარებაა საერთოდ, ქართველები ვართ ყველა და ყველგან ყველანაირი არსებობდა და არსებობს კაციც და ქალიც... გასაგებია 21 საუკუნეა, არავის არ უკვირს და არავინ არ ამბობს ზომიერების ფარგლებში ქალები წარმატებულები და განვითარებულები არ იყვნენო... აბსოლუტურად თანასწორი ვართ, უბრალოდ არის რაღაცეები, რაც უხდება ერთს და არ უხდება მეორეს... ''პახაბნურ'' ქაჯურ ჯიბრზეა საუბარი ქალების გარკვეული ნაწილის მხრიდან... ეს ყველაფერი შეიძლება იქიდანაც მომდინარეობდეს, რომ ვიღაცეებს საკუთარი უკეთესი უნდა ეგონოს... საკუთარი თუ გვინდა კარგი იყოს არაფერია ამაში ცუდი, მარა ცილისწამებით და სხვების დამცირების მცდელობით წინ ვერ წავალთ, ყველა მხარისთვის კარგი უნდა გვინდოდეს, რაც ისევ ყველას დაგვიბრუნდება უკან კარგად... ზოგადად ყველა პრობლემა გაუნათლებლობას, განუვითარებლობას, სტერეოტიპებს და უკიდურესობებს უკავშირდება... ძველ დროს პირდაპირ ვერ შევადარებთ თანამედროვეობას, თუმცა თანამედროვეობაც არასწორად გაიგო ზოგმა... შეიძლება ვიყოთ თანამედროვე გემოვნების და განვითარების ამყოლი ვულგარულობის გარეშე, ვცემდეთ პატივს კულტურას და ღირებულებებს, იმ დასავლეთიდანაც კარგი ვისწავლოთ, თუ აუცილებლობა მოითხოვს... მაგ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, არქიტექტურაში, სპორტში და ა.შ... კარგი გაცილებით მეტი აქვთ რაღა მარტო ცუდს უნდა ვუყუროთ?! მითებიც გვესმის თითქოს იქ ხალხი ფასეულობებს არ უფრთხილდება, პირიქით ''ხლისტური'' ცინიზმი, ვულგარულობა და ''პახაბნობა'' ხან ''აზიატური''--''საბჭოური'' ხასიათის გაუნათლებელი და განუვითარებელი ნაწილის ''ევროპელობას'' უფრო გავს უნახავმა რა ნახაო... რათქმაუნდა ყველაფერი პირობითია არც დასავლეთს არ აკლია... ყველგან ყველანაირია, მთავარია ჩვენ რა გვაინტერესებს, რაზე მიგვიწვდება გონება და შესაძლებლობა... ცუდს ძალით ვერავინ ვერაფერს ვერ გაგვაკეთებინებს ჩვენ თვითონ თუ არ გავაკეთებთ...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 7 лет назад

    ეს ვიდეო არის ისტორიულ ფაქტებზე, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ და არა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე... ახალ ბორბალს არ ვიგონებ, ფაქტია ისტორიული გურიის ნაწილი აქვს დღეს აჭარას ბათუმი-ჭოროხამდე, სამეგრელოს ფოთი, იმერეთს შედარებით მცირე ნაწილი საჯავახო(თუ არ ვცდები)… ის გურულები, რომლებიც ამ მხარეებში დარჩნენ, ან მოგვიანებით დაემატა უკვე ამ მხარეებს ეკუთვნის... ადამიანი სადაც იბადება და იზრდება ყველაზე მეტად იქაურია, ქართველები ვართ ყველა რამ გაგვყო!!! სხვა ქვეყნის მოქალაქე არ ვხდებით ამით… საუბარია იმ გურიის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე რაც ახლა დარჩა... მთელი კავკასია ერთგვარი გზაჯვარედინია, ქართველები ძირითადად აუტოქტონური და დიდი ხნის წინ მოსული ხალხების ერთობა ვართ, ბუნებრივია სამხრეთ დასავლეთში ცოტა მეტად გადაიკვეთა კულტურები, ამის ერთერთი გამოვლინება ცეკვა ხორუმია... ნაწილობრივ შერწყმით მიღებული ხასიათი ამდიდრებს ჩვენს კულტურას, ეს არ ნიშნავს, სხვისი წილი ზოგად სამხრეთ კავკასიურზე და ქართველურზე მეტია... მით უმეტეს პრეისტორიიდან დაწყებული სხვადასხვა პერიოდში ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვე არ გვაკლდა, აბორიგენი კავკასიელებიც აქედან არიან მოსულები - ათასწლეულებია დაშორება, სხვადასხვა პერიოდზეა საუბარი... შუამდინარეთი-ანატოლია-კავკასია-იამნაია ეს ის ადგილებია საიდანაც ბევრ ეთნოს და კულტურას დაედო დასაბამი... ყველა ერთი ფუძიდან მოვდივართ, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, მე7-8 საუკუნეებში არაბების შემოსევის დროს, ტაო-კლარჯეთის და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი გადავიდა ლაზეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა გადასვლები უფრო ადრეც მომხდარიყო და ნაწილობრივ მანამდეც იყვნენ იქ... ადგილობრივებთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდა გურია და დროთა განმავლობაში ლაზური ქართულის(მესხურის) დიალექტით ჩანაცვლდა, ასევე შემორჩა ლაზური ენის კვალი და გვარები, რომლებიც თაობების შერევის შედეგად გურულობენ... გურულიც ამ ერთობას ქვია და არა მარტო რომელიმე ერთს... ოსმალეთის მიერ მესხეთის შევიწროების დროს მესხების მეორე ნაწილი გადავიდა და შემდეგ უკვე ოსმალეთის იმპერიაში საზღვარი ჩოლოქზე გადაწიეს… ის გურულები, რომლებიც იქ დარჩნენ, ან მოგვიანებით დაემატა აჭარლობენ უკვე და ამ მხარეს ეკუთვნის, როგორც აღვნიშნე ადამიანი სადაც იბადება ყველაზე მეტად იქაურია და დროთა განმავლობაში ადგილობრივ ხალხთან შერევით 100%-ით იმ ადგილის მკვიდრი ხდება... ამ ყველაფერზე მოწმობს გვარების დიდი ნაწილის ლაზურმესხური წარმომავლობა... ამ ყველაფერთან გასათვალისწინებელია, რაც 2000 წლის წინ, ან უფრო ადრე იყო არის ჩვენი საერთო ისტორია, 1500 წლის, ან თუნდაც 500 წლის წინანდელი ისტორიაც ისტორიაა... დღეს რასაც ვხედავთ და ვქმნით ყველაზე ახლო ისტორია... ამიტომ დღეს აჭარა არის აჭარა, გურია არის გურია, სამეგრელო არის სამეგრელო და ა.შ... პატივი ვცეთ ერთმანეთის დღევანდელ რეალობას... დაიბადე და გაიზარდე აჭარაში აჭარელი ხარ უკვე, ან დაიბადე და გაიზარდე გურიაში გურული ხარ და ა.შ... სხვა ქვეყნის მოქალაქე არ ვხვდებით ამით თანასწორი ქართველები ვართ ყველა, სხვანაირად განვითარებულ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ ერთმანეთის გვარების და რჩეულობის მიხედვით დაყოფა თუ დავიწყეთ... წონასწორობის და განათლების ამბავია, ყველა მხარეს ყავს ხალხი ვინც ზედმეტად ყოფს ქართველებს ერთმანეთში...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 7 лет назад

    ალბათ ყველაზე ნაკლებად გვახასიათებს გურულებს საკუთარზე აქცენტირება, ხან ისტორიაც არ ვიცით, ვიფანტებით და შესაბამისად მხარესაც ვერ მივხედეთ... გურიაში ხშირად გაიგონებ ზოგადად ქვეყანაზე და ''ჩვენზე'' გულისტკივილს, კარგია ერთი მხრივ მარტო ვიწრო ჭრილში არ ვიკეტებით და გლობალურად მოაზროვნე ხალხი ვართ, მაგრამ მეორე მხრივ ცინიზმს უფრო აქვს ადგილი ჩვენი მხარის მიმართ, ამიტომ საკუთარსაც უნდა მივხედოთ და გამოვადგეთ... ერთერთი უნიჭიერესი ხალხი ვიყავით ისტორიულად და ვართ თანამედროვეობაში, სად არ აღწევენ გურულები წარმატებას, უბრალოდ ჩვენ მხარეს ვერ მივხედეთ და დაგლახდა... მსოფლიოს საუკეთესო ხალხი რომ დაასახლო განუვითარებელ ადგილზე ისინიც დაგლახდება... აქტიური ხალხი ვართ ვერ ვიკეტებით მარტო სოფელში, არ ვაკნინებ, მაგრამ ვერ იარსებებს ქალაქის გარეშე, ამიტომ ჭირდება მხარეს ერთი თანამედროვე განვითარებული ქალაქი კარგი სასწავლებლებით, რომ გადარჩეს... შესაძლოა ტურისტული პოტენციალის მქონე ზღვისპირა ნაწილის ირგვლივ გაშენდეს, ეკოლოგიურად სუფთა ზღვა რომ არ დაბინძურდეს და განვითარდეს ოზურგეთან ერთად (მინ 30-50 000-ზე, ან მეტზე დაპროექტდეს გაფართოების საშუალებით... გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რაც დაშვებულია სხვაგან და ნორმალური გენერალური გეგმა გაკეთდეს ფართო ქუჩებით, ზღვისპირა ზოლთან რაც შეიძლება ფართო პარკებით და ნორმალური არქიტექტურული მიმართულებით)... უჭირს ქვეყანას, პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს, არ მაქვს ილუზია, რომ ეს მალე შეიძლება განხორციელდეს… სანამ ქუთაისი და დასავლეთის ცენტრი არ იქნება საკადრის დონემდე იქამდე მეორე პლანზე ვიქნებით, ჯერ ცენტრი უნდა იყოს განვითარებული და შემდეგ ყველა მხარე თანაბრად შესაბამისი პოტენციალით... იდეით იწყება ყველაფერი, გენერალური გეგმის და საწყისი ეტაპის მომზადებას ალბათ არც არაფერი უშლის ხელს... შესაძლოა უკვე არის და არ ვიცი, განუმეორებელს არაფერს ვწერ... გზები თუ მოეწყობა და საწყისი ინფრასტრუქტურა შემდეგ როგორც წესი ჩნდება ინვესტორები და ინერციით მიდის ქალაქის განვითარება, ცოტა ხელშეწყობა და კონტროლი დაჭირდება კულტურული სახე რომ მიიღოს... მაგალითად დასავლეთში რენესანსის პერიოდში ცდილობდნენ ერთი ქალაქი არ ყოფილიყო მეორეს მსგავსი, კარგი იქნება ორიგინალურ ხასიათს თუ შევინარჩუნებთ და არ გავცდებით საერთოს... იგივენაირად შეიძლება იფიქრო როგორ განვითარდეს კულტურა სამეგრელოში და ა.შ... ზღვისპირეთი და ნაოსნობა შესაბამისად რომ არ გვაქვს ათვისებული ფაქტია... P.S ისტორია არ არის ჩემი პროფესია, აბსოლუტურად დამოუკიდებლად უცხოეთში უნივერსიტეტში ყოფნის დროს დავინტერესდი ამ საკითხებით სამოყვარულო დონეზე, ასევე ერთი მსგავსი RUclips გვერდი მაქვს საქართველოს ისტორიაზე, სხვაგან არსად არ ვწერ ზოგად თემებზე სოციალურ ქსელში, პირადი Facebook გვერდიდან იშვიათი გამონაკლისების და აუცილებლობის გარდა(რომელსაც დროგამოშვებით ვაუქმებ, საკმაოდ დიდი დრო წაიღო ზოგადმა თემებმა და გაუქმებულია დიდი ხნით), ვერც აქ შემოვდივარ საქონტაქტოდ, უბრალოდ მცირედი წვლილია... არსად არ ვუსვამ ხაზს ზედმეტად ჩემს გურულობას, აქ კონკრეტულად მხარის გადარჩენაზეა საუბარი, საკუთარის ფასის არ ცოდნა მეორე უკიდურესობაა... პირიქით მაგარი უაზრო და არასწორი მგონია ზედმეტ დაყოფაზე საუბარი ერთმანეთში... შემოგდებული თემებია აშკარად, ზოგი შეგნებულად არის ჩართული და ზოგიც გულუბრყვილოდ ალბათ... ერთი ჯაჭვის ნაწილს გავს, იგივეა აღმოსავლეთში, რომ დასცინიან მეგრელებს, ან ზოგადად დასავლეთს, მაგრამ აღარაა ჩალით დაფარული ეს ქვეყანა 21 საუკუნეში... განათლება და განვითარება დაგვაახლოებს, საერთო გაცილებით მეტი გვაქვს...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 7 лет назад

    არანაკლებად შემტკივა გული აჭარაზე, ან სხვა მხარეებზე, მეტნაკლებად უკეთესი სიტუაციაა სხვაგან, ამიტომ ვაკეთებ აქცენტს გურიაზე, მგონი ეს არ უნდა იყოს რთული გასაგები... სხვა რაზე ვისაუბროთ ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი ფინურ სტილშია გაკეთებული ''სამკუთხედი სახურავით'', ხომ შეიძლებოდა მოჩუქურთმებული ძველებური სტილის გურული ოდა ყოფილიყო?! სამკუთხედი სახურავები არის ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი, სადაც თოვს ხშირად, ჩვენთან მთაში სადაც მართლა ალპური ზონაა იქაც კი არ ყოფილა ზედმეტად გამოკვეთილი, უფრო დატერასებული იყო... მესხეთის მთებში, სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში და ა.შ... დაბალ ადგილებში კი ოდა სახლების მსგავსი იყო, ლაზეთში არის კაი ვარიანტები შემორჩენილი, ასეთებზე უნდა შეიქმნას და განვითარდეს თანამედროვე მიმართულება... ბარაკებს გავს ხან სახლები უფერული, ან ზედმეტად მყვირალა ''ჟეშტებით'' აჭრელებული, შუა საუკუნეების ეკლესიებიც კი უგემოვნოდ იხურება... მესმის, ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შუა საუკუნეებში, ან უფრო ადრე, თუ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები თანამედროვეობაში რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ, ეს არ არის დეგრადირების ნიშანი?! ხან განათლების და დამოკიდებულების მომენტიც არის, როცა იგივე ხარჯით უკეთესის გაკეთება შეიძლება... არამარტო ღირსშესანიშნავ ადგილებს, უბრალო ხალხსაც უნდა შეეძლოს გემოვნებით შენება... კერძო ბიზნესის საკითხია, მაგრამ თუ თავისით ვერ გვარდება გავუწიოთ პროპაგანდა გემოვნებიან არქიტექტურას, მიმბაძველი რომ გახდეს სხვებისთვისაც... არის თანამედროვე ტექნოლოგიებით გადახურვის საშუალებები, თხელი და მიმსგავსებული ძველებურ კრამიტთან... შეიძლება ხის მასალებიც შედარებით იაფი იყოს და მალე აშენდეს, ამერიკაში აქვთ ეს სფერო კარგად განვითარებული...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 7 лет назад

    გასაგებია საბჭოეთის კრიტიკა ბევრი იყო უარყოფითი, სიმართლე რომ ვთქვა კარგი მხარეებიც ჰქონდათ, უფრო ნორმალურ დღეში იყო არქიტექტურის ნაწილი… რაღაცეები დავხვეწეთ, მაგრამ ახალი სიმახინჯეებიც წამოვიდა, ყველაფრის სხვაზე გადაბრალება არ არის სწორი, ევროპიდან სწავლობდნენ, ჩვენ გადამყიდველის გადამყიდველი ვიყავით… ახლა დამოუკიდებლად შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა, ისტორიულადაც ჩრდილოეთზე ადრე გვქონდა შეხება... არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ დასავლური არქიტექტურა ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური კულტურიდან იღებს სათავეს... იტალიაში რენესანსი კონსტანტინეპოლიდან წასულმა ხალხმა შექმნა, კრეატიულობის ისტორიაში ერთერთი საწყისები უკავიათ, თაღი(არკა) გამოიგენეს და ა.შ... ზოგადად არქიტექტურაში ყველაფერი ისედაც ოთკუთხედი, ან სამკუთხედია, მართი კუთხეები ნაწილობრივ ყოველთვის რჩება, გემოვნებიანი არქიტექტურა ამის ორიგინალურად შეცვლაშია, მეტი მრგვალი-ოვალური ფორმების შეტანით... ''საბჭოური''-''აზიატური'' ნაწილი ჩარჩენილია ამ კვადტრატიზმში კორპუსების არ იყოს, არ მახსოვს რომელი მხატვარი იყო დაკორპუსებულ დაკვადტრატებულ გარემოში ხალხი ოთხკუთხედი თავით რომ დახატა... ისტორიულად არ გვქონდა ნაკლი გემოვნებაში, მაგრამ ახლა ფაქტია რაღაცა '' ბორატას ვილიჯს'' უფრო ვგავართ ხოლმე(თუ ვინმემ არ იცის ჩაწერეთ youtube-ში Borat's village და მიხვდებით რას ვგულისხმობ)… ამ უფერულობას, ან სიხლისტეს და ზედმეტად მყვირალა გადასვლას ფერებში ''საბჭოური''-''აზიატური'' ხასიათის განუვითარებელ ნაწილთან ვაპარალელებ... ასევეა ტანსაცმელის-მაკიაჟის გემოვნებაში... ყველაფერი პირობითია, არც დასავლეთს არ აკლია, ყველგან ყველანაირი არსებობს... ჭეშმარიტება და სილამაზე უბრალოებაშია... ''დასავლურობა და ევროპელობა'' აქედან უნდა დავიწყოთ... არ ვამბობ, რომ ყველაფერში მიმბაძველი ვიყოთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ გავაგრძელებთ ტრადიციას ორიგინალურად და ის ნაწილი შეერწყმება ევროპული კულტურის საწყისებიდან, რაც ედრება ჩვენს ხასიათს... ტერასული ნაგებობები, ან ოდა სახლები ჩვენ ჩვენებური გვაქვს, მესხური არქიტექტურა შეიძლება გაცილებით ძველი და უკეთესი იყოს... ის რაც ლაზეთში, ან ტრაპიზონშია შემორჩენილი ადგილობრივია და ბიზანტიური გავლენა აქვს ნაწილი, ასეა ათონის მთაზე, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში და ა.შ... შავიზღვისპირეთი ასე წარმომიდგენია კომპლექსურად დაგეგმარებული, ზღვისპირას რაც შეიძლება დიდი პარკებით, მიმდებარე დაბალი სახლებით და უბნებით... მაღლები თანამედროვე ცალკე უნდა შენდებოდეს ფართო ქუჩებით, შესაბამისი არქიტექტურული სიმეტრიით, ბუნებრივი სივრცე და ხედები, რომ არ დაიჩრდილოს... ხალხმა უნდა მოითხოვოს ზღვისპირა ზოლის გენგეგმა სარფიდან აფხაზეთამდე, ერთიანი მარშრუტი რომ გაკეთდეს... ერთი სანაპირო გვაქვს, მდიდრები ოდნავ მოშორებითაც კარგად იგრძნობენ თავს ახალ უბანს თუ გაამწვანებენ, ვეღარ გაიარეს ერთი კილომეტრი... ეს დალოცვილი ღმერთმა მოგვცა განსაკუთრებული ბუნება და ძალით ვანადგურებთ... რუსეთის პროვინციის ქალაქს ვემსგავსებით, როცა შეგვიძლია გამორჩეულები ვიყოთ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში... გამონაკლის შემთხვევებში დაიშვას ძალიან მაგარი თანამედროვე პროექტები კიდე მესმის... თავიდანვე არასწორად დაგეგმარდა ვიწრო ქუჩებით, მაგრამ ის რაც ახლა ხდება ბათუმში ყოველგვარ ზღვარს გაცდა, არანაირი სიმეტრია და გაფრთხილება, ლამის მწვანე კონცხზე ჩაიდგას კორპუსები... ჩნდება კითხვები დაუდევრობაა, თუ შეგნებული მავნებლობა?! P.S ბულვარის ბოლოს(აეროპორტის მიმდებარე ტერტორიაზე - ჭოროხის შესართავამდე), მთების ფონზე მშვენიერი გაშლილი სივრცეა ახალი ფართო პარკისთვის... დიდი ხარჯი უნდა ხელშეუხებელ ზონად რომ გამოცხადდეს და ხეები დაირგოს?! ჯერ კიდევ შეიძლება ჩაქვის, ქობულეთის და ა.შ... მთელი სანაპირო ზოლის გადარჩენა...

  • @user-zl6tt7vg6m
    @user-zl6tt7vg6m 7 лет назад

    საინტერესოა ისტორიულ კონტექსტში, ეს არ ნიშნავს, რომ ბატონ ირაკლი მახარაძეს ახლოს ვიცნობ, ან ყველაფერში ვეთანხმები, სხვადასხვა საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება შეიძლება გვქონდეს... რაც შეეხება იუმორს, არ ვარგა ხან ბანალური, გასტერეოტიპებული და გოიმური ანეგდოტების სახით, ეკრანზე სოფლიდან ჩამოყვანილი ადამიანის ''ზაკაზზე'' გამოსვლით... აფერისტებიც არ ვართ, გურულები უფრო ფეთქებადი და სიმართლის პირში მთქმელი ხალხია... არც მაინცდამაინც ენაკვიმატები არ ვართ მგონი, ზოგი შეიძლება არის, მარა ენაკვიმატობასთან ერთად გურული იუმორი უფრო კაი ტიპაჟია, ადგილზე სანახავი ბუნებრივ გარემოში... კარგად აღწერა ნოდარ დუმბაძემ, გურიის დაცლასთან და განუვითარებლობასთან ერთად იკარგება ძველებური გურული იერი... 30 წელზე მეტია არაფერი მაშტაბური არ გაკეთბულა და მერე უკვირს ვიღაცეებს თუ ჩამორჩა... კარგია ერთეული შემთხვევები, მაგრამ პრობლემებს ვერ მოხსნის კომპლექსური მიდგომა თუ არ იქნება... 21 საუკუნეში მხარეს ჭირდება ერთი თანამედროვე განვითარებული ქალაქი კარგი სასწავლებლებით რომ გადარჩეს... შესაძლოა ტურისტული პოტენციალის მქონე ზღვისპირა ნაწილის ირგვლივ გაშენდეს, ეკოლოგიურად სუფთა ზღვა რომ არ დაბინძურდეს და განვითარდეს ოზურგეთთან ერთად (მინ 30-50 000-ზე, ან მეტზე დაპროექტდეს გაფართოების საშუალებით... გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რაც დაშვებულია სხვაგან და ნორმალური გენერალური გეგმა გაკეთდეს ფართო ქუჩებით, ზღვისპირა ზოლთან, რაც შეიძლება ფართო პარკებით და ნორმალური არქიტექტურული მიმართულებით )... უჭირს ქვეყანას, პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს, არ მაქვს ილუზია, რომ ეს მალე შეიძლება განხორციელდეს... სანამ ქუთაისი და დასავლეთის ცენტრი არ იქნება საკადრის დონემდე იქამდე მეორე პლანზე ვიქნებით, ჯერ ცენტრი უნდა იყოს განვითარებული და შემდეგ ყველა მხარე თანაბრად შესაბამისი პოტენციალით... იდეით იწყება ყველაფერი, გენერალური გეგმის და საწყისი ეტაპის მომზადებას არც არაფერი უშლის ხელს... შესაძლოა უკვე არის და არ ვიცი, განუმეორებელს არაფერს ვწერ... გზები თუ მოეწყობა და საწყისი ინფრასტრუქტურა შემდეგ როგორც წესი ჩნდება ინვესტორები და ინერციით მიდის ქალაქის განვითარება... ცოტა ხელშეწყობა და კონტროლი დაჭირდება კულტურული სახე რომ მიიღოს... ზღაპრული ბუნება და ზოლია მთელი სანაპირო, როგორ შეიძლება არ იყოს ნორმალურად დაგეგმარებული და ათვისებული... პ.ს ზოგადად ცოტა მეტი სიმშვიდე, თავმდაბლობა და ეკლესიურობა არ გვაწყენდა, მაგრამ ამქვეყნიურობაც მნიშვნელოვანია, რეალობაა აღწერილი...